ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალის წინ
თუკი ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში სურს შესვლა, "ფურია როხამ" თავად ეს ისტორია უნდა დაამარცხოს!

მოდი, აქვე განვმარტოთ: ესპანეთის ნაკრები ზედიზედ მესამე დიდი ტურნირის (ევრო 2008, მუნდიალი 2010, ევრო 2012) ფინალშია, წინა ორი ამ გუნდმა მოიგო, ახლაც თუ იმარჯვა, დედამიწის ზურგზე ერთადერთი ნაკრები იქნება, რომელიც ასეთ "ჰეთ თრიკს" შეასრულებს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამისთვის ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა იტალიის ნაკრები უნდა დაამარცხოს, რაც ოფიციალურ მატჩში (ვგულისხმობთ ძირითად დროს) არ მომხდარა 1920 წლიდან მოყოლებული ანუ არასოდეს!

ხოლო, როგორ "იკბინება" ისტორია, გერმანიასა და იტალიას შორის გამართულმა ნახევარფინალმაც კარგად გვიჩვენა!

შურისძიება და ტრადიცია

თუმცა, რა თქმა უნდა, რჩება ვარიანტი, ისეთი, როგორიც ევრო 2008-ის მეოთხედფინალში მოხდა, როცა მომავალმა ჩემპიონმა "როხამ" ვერაფერი მოუხერხა მეტოქეს, მაგრამ პენალტების სერიაში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

მაშინაც, როგორც რამდენიმე დღის წინათ პორტუგალიელებთან მატჩში, ესპანელთაგან გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი სესკ ფაბრეგასმა დაარტყა.

იტალიელებს ამ დაპირისპირებისთვის შური აქვთ საძიებელი - მაშინ "სკუადრა აძურა" მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი იყო, ვენის ფიასკომ კი ამ ნაკრებს სიხარული სრული ოთხი წლით მოუსპო (მუნდიალზე "აძურა" ჯგუფიდანაც კი ვერ გავიდა) და სანამ იმავე ესპანეთს შეხვდებოდა წლეულს, 10 ივნისს პოლონურ გდანსკში, თითქოს, იმედიც კი არ ჩანდა.

ის შეხვედრა კი ჩეზარე პრანდელის გუნდმა ტოლ-სწორად ითამაშა ჩემპიონატის პირველ ფავორიტთან და დაიწყო...

ალბათ, სჯობს ეს შეხვედრა გავიხსენოთ - დელ ბოსკემ ცრუ ცენტრფირვარდით თამაში შემოგვთავაზა, პრანდელიმ კი წინ კასანო-ბალოტელის დუეტი დააყენა, დაცვის ხერხემლად კი ნახევარმცველი დე როსი აქცია.

იტალია 61-ე წუთზე დაწინაურდა, ანტონიო დი ნატალემ ერთწლიანი პაუზის შემდეგ სანაკრებო გოლი გაიტანა, თუმცა "ფურია როხამ" მალევე გაათანაბრა - სესკ ფაბრეგასმა გაიტანა - 1:1.

მთავარი დუელი

ანდრეა პირლო VS ანდრეს ინიესტა

რა საკვირველია, უშუალოდ დუელზე იმდენად არ არის საუბარი, რამდენადაც, რომლის გენია აიყოლიებს გუნდს და მოაგებინებს ფინალს. სხვათა შორის, ალბათ ფინალში ასპარეზობაც ამ ორს შორის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, თუ რომელი მათგანი გახდება ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ...

იცით თუ არა, რომ...

*თუკი ესპანეთის ნაკრები კონტინენტის მოქმედი ჩემპიონია, იტალიელებმა პირველად და, ჯერჯერობით უკანასკნელად, 1968 წელს მოიგეს ევროპირველობა.

* ვისენტე დელ ბოსკე მხოლოდ მეორე მწვრთნელი (ჰელმუტ შიონი) გახდება, ვინც შეძლებს მუნდიალისა და ევროპის ჩემპიონატის მოგებას, თუკი ფინალში "ფურია როხა" იმარჯვებს.

* პედრო პროენშა, რომელიც ხვალინდელ მატჩს გაუძღვება, წლეულს უკვე იყო ერთი ფინალის მსაჯი - ჩემპიონთა ლიგაზე.

* ესპანელთა მონაგარი ევროპის ჩემპიონატებზე: გამარჯვება (1964, 2008), ვიცე-ჩემპიონობა (1984).

* იტალიის მონაგარი ევროპის ჩემპიონატებზე: გამარჯვება (1968), ვიცე-ჩემპიონობა (2000), ნახევარფინალისტობა (1988).

* ჯერ არასოდეს მომხდარა, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტული რომელიმე გუნდს დაეცვას, ამის შანსი მხოლოდ საბჭოელებს და გერმანელებს ჰქონდათ წარსულში, მაგრამ მათ ფინალებში დათმეს.

* ევროპის ჩემპიონატებზე ხუთი ფინალი გადავიდა დამატებით დროში: 1960: სსრკ-იუგოსლავია - 2:1, 1968: იტალია-იუგოსლავია - 1:1 (გადათამაშება - 2:0), 1976: ჩეხოსლოვაკია-გფრ - 2:2 (5:3 პენალტების სერიაში), 1996: გერმანია-ჩეხეთი - 2:1 (ოქროს ბურთი), 2 000: საფრანგეთი-იტალია - 2:1 (ოქროს ბურთი).

* ევროპის ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში სულ 36 გოლი გავიდა.

* თუკი კიევში ფერნანდო ტორესი გაიტანს, ის გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელიც შეძლებს ევროპის ჩემპიონატების ორ ფინალში გოლის გატანას.

* ესპანეთის ნაკრებს 19 ოფიციალური მატჩია არ წაუგია.

* იკერ კასილიასს ბურთი 419 წუთია არ გაუშვია. ბოლოს მას სწორედ იტალიელმა, ანტონიო დი ნატალემ გაუტანა.

* ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ბოლო 22 მატჩიდან 21-ში ესპანეთის ნაკრებს ბურთის ფლობის უკეთესი პროცენტი ჰქონდა. გამონაკლისი იყო ევრო 2008-ის ფინალი, 46% გერმანიის წინააღმდეგ, თუმცა "ფურია როხამ" ეს თამაში მოიგო.

კომენტარები

ვისენტე დელ ბოსკე

"არასოდეს, არც ერთი წუთით არ ვინანებთ, რომ ჩვენ არ გავაგდეთ იტალიის ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან, როცა ეს ხორვატიასთან 2:2 თამაშის დასრულებით შეგვეძლო. ჩვენ მაშინ ის გავაკეთეთ, რაც წესია, წესი კი სამართლიანი სპორტული პრინციპია.

ფინალში საკუთარ სტილს არ ვუღალატებთ, ისევ იმ პლუსების გამოყენებას შევეცდებით, რაც მეტოქეებთან შედარებით გვაქვს, მაგრამ არ ვიტყვი, რომ ფავორიტები ვართ - შანდები 50X50-ზეა.

ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე გამართული პირველი შეხვედრით ჩვენი განსჯა არ შეიძლება, ისევე როგორც - იტალიელების. პორტუგალიის ნაკრებთან მატჩმა კარგად დაგვანახა, როგორ შეგვიძლია სერიოზული საფრთხეების (როგორებიც ნანი და რონალდოა) განეიტრალებაა".

ჩეზარე პრანდელი

"ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მათი - ფინალში დამსახურებულად გავედით და ფინალშიც ბოლომდე დავიხარჯებით. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ ქვეყანას უცხოეთში წარმატებით წარვადგენთ.

სავარჯიშოდ ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ბიჭები შესანიშნავად გრძნობენ თავს. ძალიან მძიმე ფინალი გველის, რადგან ესპანეთის ეს გუნდი წლებია, ამ ბირთვით თამაშობს. ისინი მხოლოდ ტექნიკურად არ არიან ძლიერები, ტაქტიკურად და მორალურადაც მაღალ სტანდარტებზე გავიდნენ.

ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრები ყველა დანარჩენი გუნდისთვის კარგი მაგალითი იყო და არის. კარგად გვახსოვს პირველი მატჩი, რომელიც ფრედ დასრულდა, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ამის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო გავიზარდეთ.

ჯგუფურ ეტაპზე კარგად ვეთამაშეთ მეტოქეს პირველ ტაიმში და იმედია, კიევშიც გავიმეორებთ ამას. თუკი ჩვენს რესურსს კარგად გადავანაწილებთ, ევროპის ჩემპიონობის შანსი გვაქვს".

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. ფინალი

1 ივლისი. უკრაინა. ოლიმპიური. 22:45

ესპანეთი-იტალია

სავარაუდო შემადგენლობები

კასილიასი - ბუფონი

არბელოა - აბატე

ს. რამოსი - ბონუჩი

პიკე - ბარძალი

ალბა - კიელინი

ბუსკეტსი - დე როსი

ჩ. ალონსო - პირლო

ჩავი - მარკიზიო

სილვა - მონტოლივო

ინიესტა - კასანო

ფაბრეგასი - ბალოტელი

ტრავმა

არავინ - არავინ

დისკვალიფიკაცია

არავინ - არავინ

მსაჯი

პედრო პროენშა (პორტუგალია)

მიმდინარე სტატისტიკა

ესპანეთი

ჯგუფური ეტაპი

ესპანეთი VS იტალია 1:1

ესპანეთი VS ირლანდია 4:0

ესპანეთი VS ხორვატია 1:0

1/4 ფინალი

ესპანეთი VS საფრანგეთი 2:0

1/2 ფინალი

ესპანეთი VS პორტუგალია 0:0 (4:2 პენ)

გუნდი

მეკარე: იკერ კასილიასი (5 თამაში)

მცველები: ჟერარდ პიკე (5), სერხიო რამოსი (5), ალვარო არბელოა (5), ხორდი ალბა (5), ხავი მარტინესი (1)

ნახევარმცველები: სესკ ფაბრეგასი (5, 2 გოლი), ანდრეს ინიესტა (5), ჩავი ერნანდესი (5), ჩაბი ალონსო (5, 2), სერხიო ბუსკეტსი (5), დავიდ სილვა (5, 1), ხესუს ნავასი (3, 1), სანტი კასორლა (2).

თავდამსხმელები: ფერნანდო ტორესი (3, 2), ალვარო ნეგრედო (2), პედრო (2).

იტალია

ჯგუფური ეტაპი

იტალია VS ესპანეთი 1:1

იტალია VS ხორვატია 1:1

იტალია VS ირლანდია 2:0

1/4 ფინალი

იტალია VS ინგლისი 0:0 პენ: 4:2

1/2 ფინალი

იტალია VS გერმანია 2:1

გუნდი

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (5 თამაში)

მცველები: ლეონარდო ბონუჩი (5), ჯორჯო კიელინი (4), ფედერიკო ბალცარეტი (3), ანდრეა ბარძალი (3), კრისტიან მაჯო (3), ინაციო აბატე (2).

ნახევარმცველები: ანდრეა პირლო (5, 1 გოლი), კლაუდიო მარკიზიო (5), დანიელე დე როსი (5), ტიაგო მოტა (4), ალესანდრო დიამანტი (3), რიკარდო მონტოლივო (3), ანტონიო ნოჩერინო (2), ემანუელე ჯაკერინი (2).

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (5, 3), ანტონიო კასანო (5, 1), ანტონიო დი ნატალე (4, 1), სებასტიან ჯოვინკო (2).

ურთიერთშეხვედრები

30 თამაში

10 იტალია, 8 ესპანეთი, 12 ფრე, 39-30 (იტა.)

ბოლო ოფიციალური დაპირისპირება

10.06. 2012 ესპანეთი-იტალია 1:1 ევრო 2012

სტატისტიკური შედარება

ესპანეთი კატეგორია იტალია

8 გოლი 6

78 დარტყმა 97

49 ზუსტი 55

29 არაზუსტი 42

4 ბლოკი 10

0 ძელი 2

40 კუთხური 27

18 თამაშგარე 13

10 გაფრთხილება 15

0 გაძევება 0

64 ჯარიმა 79

93 ჯარიმა (მათზე) 80

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანტონიო კასანო: მარიო ბალოტელი უნდა დაღვინდეს და ემოციების გაკონტროლება ისწავლოს

ჯანლუიჯი ბუფონი: ფინალში გასვლა ესპანელებთან შეხვედრის გარანტიას იძლეოდა

ნიკო კრანჩარი: ანდრეს ინიესტას გოლი ესპანეთს გამარჯვებამდე მიიყვანს

დიეგო მარადონა: ევრო 2012-ის გამარჯვებული ის გახდება, ვინც ნახევარდაცვაში უფრო ძლიერი იქნება

პედრო პროენსა: ევროპის ჩემპიონატის ფინალის მსაჯობა ჩემი კარიერის მწვერვალია

ჩავი: ხორვატიასთან მოგებას არ ვნანობთ

იკერ კასილიასი: იტალიის ნაკრების ფინალში გასვლა არ გამკვირვებია

კლაუდიო მარკიზიო: ჩვენგან ასეთ შედეგს არავინ ელოდა

ფერნანდო ლორენტე: იმედია ფინალში ვითამაშებ

ანდრეს ინიესტა: შესაძლოა ჩვენი სათამაშო სტილი ლამაზი არაა, მაგრამ წარმატება მოაქვს

ხოსეპ გვარდიოლა: ესპანეთი გაიმარჯვებს და ისტორიაში შევა

მარიო ბალოტელი: ფინალში გამარჯვება და გოლის გატანა ჯადოსნური იქნებოდა

ჯორჯო კიელინი: ესპანეთთან შეხვედრაში იტალია ფავორიტია? მოდით, ნუ ვიხუმრებთ

ალესანდრო ალტობელი: მარიო ბალოტელის ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს დონემდე მიღწევა შეუძლია

ფაბიო კაპელო: იტალიელებმა ესპანელებს ნახევარდაცვაში უნდა აჯობონ

არსენ ვენგერი: ესპანეთის ნაკრების თამაშმა უწინდელი ბრწყინვალება დაკარგა

იტალიის ნაკრებს შეუძლია ევროპისა და მოფლიოს ჩემპიონატებზე გამარჯვებათა რაოდენობის მიხედვით გერმანიის ნაკრებს დაეწიოს

MyTbilisi
შეიძლება იტალიამ მოუგოს ესპანეთს მაგრამ აქ ძველი სტატისტიკა მაინ არ იქნება გამოსაყენებელი,იგი სჭირს ინგლისის ნაკრებს,1966 წლიდან მსოფიო ჩემპიონატზე პლეიოფში ერთი გრანდისთვისაც კი არ აქვს მოგებული,მაგრამ დარწმუნებული ვარ ოდესღაც ინგლისიც ზედიზედ მოიგებს ტიტულებს,როგორც ეს ესპანეთმა ქნა.
MyTbilisi
2008 წლამდე სულ სხვა ესპანეთი იყო და 2008 წლის შემდეგ სულ სხვა ესპანეთია,2008 წლამდე ესპანეთი თავისი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენდა,შეიძლება დამარცხებულის ფსიქიკა ქონდა და მაგიტომ,ეხლა თავის ძალებში დარწმუნებულია ესპანეთი და ძველი სტატისტიკა აქ ვარგისი არ არის
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა