ლონდონის ოლიმპიადის ქართველი ლიცენზიატი ფინალისთვის ესპანელ მარია-ტერეზა ტორო-ფლორს შეებრძოლება
რომში დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა 25-ათასიანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წარმატებით თამაშობს თბილისელი მარგალიტა ჩახნაშვილი.

პირველ-მეორე წრეში ბერძენ მარია საკარისა და იტალიელი ანგელიკა მორატელის დამარცხების შემდეგ ლონდონის ოლიმპიადის ქართველი ლიცენზიატი ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილ კიდევ ერთ აპენინელს - ნასტასია ბურნეტს დაუპირისპირდა და იოლად სძლია მას - 6:1, 6:1.

ამ გამარჯვებით ჩახნაშვილი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანელ მარია-ტერეზა ტორო-ფლორს შეხვდება, მეორე ნახევარფინალში რუმინელი რალუკა ოლარუ და ხორვატი ტერეზა მრდეზა გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირზე სოფიო შაფათავამ და ბელარუსმა პოლინა პეხოვამ წყვილებში ნახევარფინალური პაექრობა არგენტინელებთან - მაილენ აურუქსთან და მარია ირიგოენთან დათმეს - 4:6, 6:7.

სამხრეთამერიკელებმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ესპანელებს - ლეტიცია კოსტასსა და ინეზ ფერერ-სუარესსაც აჯობეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა