ევრო 2012-ის მეოთხედფინალიდან "სამფეროვანთა" გამოვარდნის შემდეგ ლორან ბლანს ხელშეკრულება დაუმთავრდა
2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა საფრანგეთის ნაკრებმა სამარცხვინოდ დაასრულა.

"მამლებმა" ჯგუფურ ეტაპზე მატჩი ვერ მოიგეს, თუმცა ეს არ იყო მთავარი. ფეხბურთელებსა და რაიმონ დომენეკს შორის ურთიერთობები უკიდურესობამდე იყო დაძაბული. ურუგვაისთან მე-3 ტურის შეხვედრამდე ნაკრების ვარჯიში ჩაიშალა.

ფეხბურთელებმა მწვრთნელს ავტობუსის კარები ცხვირწინ დემონსტრაციულად მიუხურეს. დომენეკმა გუნდიდან 3 ფეხბურთელი ნაადრევად დაითხოვა და სამხრეთამერიკელებთან ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა, რამაც არ გაამართლა. ამის შემდეგ ფედერაციამ დომენეკს კარისკენ მიუთითა და გუნდში ლორან ბლანს უხმო.

ახალგაზრდა მწვრთნელს გუნდში ძალიან მძიმე სიტუაცია დახვდა, თუმცა მან ეტაპობრივად თითქოს ყველაფერი დაალაგა... თითქოს იმიტომ, რომ შიდა სკანდალებსა და დაპირისპირებებს თანაგუნდელებსა თუ მწვრთნელს შორის უკრაინა-პოლონეთშიც ჰქონდა ადგილი. ერთმანეთთან იჩხუბეს სამირ ნასრიმ და ალუ დიარამ, ბლანს კი ატემ ბენ არფა დაუპირისპირდა.

ევრო 2012-ის მეოთხედფინალიდან "სამფეროვანთა" გამოვარდნის შემდეგ ლორან ბლანს ხელშეკრულება დაუმთავრდა.

27 ივნისს, ოთხშაბათს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრაე და ბლანი ერთმანეთს შეხვდნენ და მწვრთნელს კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთხელ შესთავაზეს.

რის შემდეგაც მან მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა. "ეკიპმა" შაბათსვე დაწერა, რომ ბლანმა საბოლოოდ ეროვნული გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. ინფორმაცია ძალიან მალე ფედერაციის ვებგვერდმაც დაადასტურა.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "სამფეროვანთა" სათავეში მოსვლის ყველაზე დიდ შანსი 1998/2000 წლების დიდი ნაკრების მეორე ვარსკვლავ დიდიე დეშამს აქვს. დეშამი "ველოდრომს" რამდენიმე დღეში ოფიციალურად დატოვებს.

დიდიეს კანდიდატურას ემხრობა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც. "ძალიან სამწუხაროა, რომ ბლანი მიდის, რადგან ვიცი, რომ ნაკრების მწვრთნელობა მას ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც სურდა.

რაც შეეხება დეშამს, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრებს ისიც კარგად იცნობს და რაც მთავარია, დიდიე კვალიფიციური მწვრთნელია. საბოლოო გადაწყვეტილება ისევ ფედერაციამ უნდა მიიღოს," - განუცხადა პლატინიმ "ეკიპს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა