ადრიანო გალიანის დესტროს გადაბირება სურს
ბოლო დღეებში "მილანთან" დაკავშირებით ბევრი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება; ერთ-ერთი ცნობის თანახმად, "როსონერის" მესვეურებს დიეგო ფორლანის გადაბირება განუზრახავთ, რომელმაც გასული სეზონი "ინტერში" გაატარა და თავი ბევრი ვერაფრით წარმოაჩინა.

ვეტერან ურუგვაელს იტალიაში დარჩენის სურვილი აქვს და თუ "მილანიდან" წინადადებას მიიღებს, ალბათ, სიამოვნებით დათანხმდება. თუმცა ლომბარდიული გრანდის მესვეურებს ფორლანის მიმართ ინტერესი არ დაუდასტურებიათ - მაგალითად, ადრიანო გალიანიმ ამ კითხვას თავი აარიდა და სულ სხვა ფორვარდზე, ახალგაზრდა მატია დესტროზე გაამახვილა ყურადღება - მოვუსმინოთ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტს:

"ფორლანი? - ძალიან კარგი ფორვარდია, მაგრამ ამაზე უფრო საინტერესოს ვერაფერს გეტყვი. აი, მატია დესტროს გადაბირება კი ძალიან გვინდა და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

მატიამ გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და შემთხვევით არ მოხვედრილა იტალიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში. დარწმუნებული ვარ, "მილანში" კიდევ უკეთესად ათამაშდება და საუკეთესო შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

საერთოდ, ჩვენი მიზანი ახალგაზრდა მოთამაშეების დამატებაა, რომლებიც წლების განმავლობაში დაიცავენ "როსონერის" ღირსებას".

პრესასთან კომენტარი "სიენას" სპორტულმა დირექტორმა სტეფანო ანტონელიმაც გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "მატიას შენარჩუნება ძალიან გვინდა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება.

მის მიმართ ისეთი გიგანტები იჩენენ ინტერესს, როგორებიც "ინტერი" და "მილანი" არიან. უფრო მეტად მაინც "როსონერის" მესვეურები აქტიურობენ და დიდია შანსი, გარიგება შედგეს კიდეც. ბევრი რამე თვითონ ფეხბურთელის სურვილზეა დამოკიდებული და ვნახოთ, ყველაფერი მალე გაირკვევა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა