უიმბლდონის პარკინგის ტერიტორიიდან მოიტაცეს შევარდენი, სახელად რუფუსი, რომელიც 12 წლის განმავლობაში იცავდა საჩოგბურთო არენას მტრედებისგან
არასასიამოვნო ინფორმაცია შეიტყო საჩოგბურთო საზოგადოებამ. უიმბლდონის პარკინგის ტერიტორიიდან მოიტაცეს შევარდენი, სახელად რუფუსი, რომელიც 12 წლის განმავლობაში იცავდა საჩოგბურთო არენას მტრედებისგან.

ძველ დროს მომაბეზრებელი მტრედები დიდი რაოდენობით დაფრინავდნენ კორტების თავზე, პირდაპირ ბადეზე სხდებოდნენ და ხელს უშლიდნენ როგორც ჩოგბურთელებს, ასევე მაყურებელს.

სიტუაცია ორგანიზატორებმა გადაარჩინეს, რომლებმაც სერიოზულად მიხედეს ამ პრობლემას და სპეციალურად "მცველი" გაწვრთნეს. ამისთვის აშშ-იდან გამოიწერეს ამერიკული ჯიშის შევარდენი.

თავიდან ახალი "ბომბდამშენი" პირდაპირ კორტებზე ყრიდა საცოდავ მტრედებს. ერთწლიანი საბრძოლო გაფრენების შემდეგ რუფუსი მტრედების ნამდვილი რისხვა გახდა და ისინიც იძულებულნი გახდნენ, სხვა მხარეს გაფრენილიყვნენ.

მას შემდეგ რუფუსი უიმბლდონის ნამდვილ თილისმად იქცა - წესრიგისა და სისუფთავის სიმბოლო. მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ტურნირის სტუმრებს შორის.

ყველას სურდა რუფუსთან ერთად ფოტოების გადაღება. მას "ტვიტერში" საკუთარი მიკრობლოგიც კი ჰქონდა და ხუთშაბათიდან მოყოლებული, იქ ახალი შეტყობინება აღარ გამოჩენილა.

რა თქმა უნდა, კორტებს მხოლოდ რუფუსი არ იცავდა - ის სათავეში ედგა ჯგუფს, რომელშიც 50-ზე მეტი შევარდენი შედის. მაგრამ მტრედებმა, შესაძლოა, ისარგებლონ მეთაურის გარეშე დარჩენილი საბრძოლო ჯგუფის სისუსტით და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება სცადონ.

ამიტომაც ინგლისის პოლიცია აქტიურად ეძებს რუფუსის გამტაცებლებს, მაგრამ კვალს ჯერ ვერ მიაგნო - ბოლოს ვეტერანი შევარდენი ერთ-ერთ კორტთან მდებარე პარკინგზე მანქანაში შეამჩნიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა