ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველმა მოჭიდავეებმა გერმანიაში თითო ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს

ქართველმა მოჭიდავეებმა გერმანიაში თითო ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს

საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა არცთუ ცუდად იჭიდავა საოლიმპიადო მზადების ფარგლებში
საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა არცთუ ცუდად იჭიდავა საოლიმპიადო მზადების ფარგლებში ბოლო სასტარტო ტურნირზე - ამ უქმეებზე დორტმუნდში ჩატარებულ "გერმანიის დიდ პრიზზე".

ჩვენი ოლიმპიური გუნდი იქ სრული შემადგენლობით გაემგზავრა - ექვსივე ლიცენზირებულმა ფალავანმა იასპარეზა, რომელთაგანაც ოთხმა მედალი მოიპოვა - თითო ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60) გახდა, ზედა წონაში - 74-ში მოასპარეზე მანუჩარ ცხადაია მეორეზე გავიდა, ვლადიმერ გეგეშიძე (84) და სოსო ჯაბიძე (96) - მესამეზე. ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ზურაბ დათუნაშვილი (74) მეცხრე ადგილზე დარჩა, გურამ ფერსელიძე (120) - მეშვიდეზე.

ექვსი შესაძლებლიდან ოთხი მედალი ცუდი შედეგი არაა, მაგრამ აღმატებულ შეფასებას იმ მიზეზით ვერიდებით, რომ ტურნირი არ იყო მაინცდამაინც ძლიერი, რაც კარს მომდგარი ოლიმპიადის წინ გასაგებია - სპორტსმენთა უმეტესობა საგანგებოდ, ინდივიდუალურად ემზადება.

თან, ჩვენებმა რამდენჯერმე საშუალო დონის ფალავნებთან წააგეს, თუმცა ვერც ამისთვის დავძრახავთ - ეს სასტარტო შეჯიბრება იყო, სადაც შედეგზე ბევრად მნიშვნელოვანი სატურნირო პრაქტიკის მიღება იყო. არც ისაა გამორიცხული, ჩვენებმა შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოავლინეს, ანუ ზედ ოლიმპიადის წინ არ გაიშიფრნენ.

ერთი სიტყვით, ამ შეჯიბრების ერთადერთი დანიშნულება სტარტი იყო, რაც სრულად შეასრულა, ხოლო ჩვენებურთა ასეთი სტაბილური გამოსვლა სწორი გზის მანიშნებელია.

ალბათ, ნაკრების მწვრთნელ ბეგი დარჩიას გული დათუნაშვილისა და ფერსელიძის ადრე გამოვარდნაზე დაწყდება - ისინი ვერც სანუგეშოში გადავიდნენ, ანუ ბევრი შეხვედრა ვერ ჩაატარეს.

აი, ამ თვალსაზრისით, ლაშხმა სხვებზე მეტად იყოჩაღა - ხუთი ორთაბრძოლა გამართა. მან პირველ წრეში ხორვატი ივან ლიზატოვიჩი დაამარცხა, მერე კი მისთვის საინტერესო სკოლის - სამხრეთ კორეის წარმომადგენელს შეხვდა.

ოლიმპიადაზე ქართველის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მეტოქე იქაურია - ათენის ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ჯი-ჰიუნ იუნგი, რომელმაც ლაშხს 2010-2011 წლების მსოფლიოს პირველობებზე მოუგო.

ოღონდ დორტმუნდში არა მან, არამედ ეუნ ბიმ კიმიმ იჭიდავა. ვერ გეტყვით, რომელს დააყენებენ კორეელები ოლიმპიადაზე, მაგრამ კიმთან ლაშხმა იმარჯვა, მერე გერმანელი კრისფოტ ბასტი და ფინელი ევროპის ჩემპიონი იარკო ალა-ჰუიკუც დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ევროპის ორგზის გამარჯვებულსა და პეკინის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან როვშან ბაირამოვს აჯობა.

თუმცა ბაირამოვი 55-ის მოჭიდავეა, ამ წონაში კი ლაშხის კიდევ ერთი უსერიოზულესი კონკურენტი აზერბაიჯანიდან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან ალიევია, რომელიც ამჯერად 66-ში გამოვიდა და ფინალი წააგო.

სხვათა შორის, ლაშხმა მას დორტმუნდში შარშან მოუგო, როცა ევროპის ჩემპიონი გახდა - ნახევარფინალში დაჯაბნა და მისი ლამის სამწლიანი წაუგებელი სვლა შეაჩერა.

ერთი სიტყვით, დორტმუნდი ლაშხისთვის ბედნიერი ქალაქია. იმის მიუხედავად, რომ მთავარ კონკურენტებს ამჯერად არ შეხვედრია, მაინც ფრიად დატვირთული ბადე გაიარა და ძლიერ მეტოქეებს აჯობა. ცხადია, ეს ოლიმპიადაზე წარმატების გარანტია არაა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ფაქტია.

ცხადაიას მწვრთნელებმა წონა არ დააკლებინეს, რადგან ერთ თვეში ეს ისედაც მოუწევს საოლიმპიადოდ და ამჯერად 74-ში აჭიდავეს. ფინალამდე მან არცთუ ძლიერ ფალავნებს მოუგო - ბელარუს იაუჰენ ბაჩკოს, კორეელ ნეულ პუ სან ჯეონს და ჩეხ ტომაშ სობეცკის, ფინალი კი ხორვატ ბოზო სტარჩევიჩთან დათმო.

დათუნაშვილმა ერთი შეხვედრა მოიგო - გერმანელ დამიან ჰარტმანთან, მერე კი ფინელ ვალტერი მოისიოსთან წააგო და რაკი მომდევნო წრეში ისიც დამარცხდა ზემოხსენებულ ხორვატ სტარჩევთან, ჩვენებური სანუგეშო წრეში ვერ გადავიდა.

გეგეშიძემ, მედლის გარდა, ერთი ხმაურიანი მოგებაც მიითვალა - პირველივე შეხვედრაში ბელარუსი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ალიმ სელიმაუ დაამარცხა. ამის შემდეგ ცოტა მოულოდნელი იყო წაგება შვედ კრისტოფერ იოჰანსონთან - ის მოგვიანებით ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ არაა ძლიერი ფალავანი. გეგეშიძემ სანუგეშოში ორი შეხვედრა მოიგო - ესტონელ ერიკ აპსთან, რომელმაც წლევანდელ ევროპირველობაზე ბრინჯაოსთვის იჭიდავა და პოლონელ თადეუშ მიჰალიკთან.

მედლამდე სანუგეშო წრის გავლით მივიდა ჯაბიძეც - პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი ესეც მომავალ ჩემპიონთან და კვლავაც არცთუ ძლიერ შვედთან დამარცხდა - ფრედრიკ შოენთან. ამ შვედმა ფინალში ერთ დროს ლეგენდარული, ახლა კი წარსულის აჩრდილად დარჩენილი ეგვიპტელი ოლიმპიური ჩემპიონი კარამ მოჰამედ გაბერ იბრაგიმი დაამარცხა.

"ეგვიპტელმა მუმიამ" ლონდონის ოლიმპიადის საგზური კი მოიპოვა, ოღონდ - 84-ში, რადგან აქაური ადგილი დაკავებული დახვდა მსოფლიოს ჩემპიონ აბდელ ფათაჰისგან, თუმცა ამჯერად წონა არც მან დაიკლო. რაც შეეხება ჯაბიძეს, მას სანუგეშოში მხოლოდ ერთი მეტოქე ჰყავდა - პოლონელი რადოსლავ გრზიბიცკი, რომელსაც იოლად აჯობა.

მძიმე წონაში ფერსელიძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა გამოცდილ გერმანელ ნიკო შმიდტთან და გამოვარდა, რადგან ფინალში ვერც გერმანელი გავიდა.

დორტმუნდიდან ჩვენი ოლიმპიური ექვსეული დღესვე გაემგზავრება მინსკში, სადაც ერთობლივ წვრთნებს გაივლის. არაა გამორიცხული, მათ საოლიმპიადოდ დასკვნითი შეკრებაც იქ მოაწყონ.

ბოლო სარეპეტიციო სტარტი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა