ხუთი თამაში, ხუთი მოგება და ერთპიროვნული ლიდერობა ხუთი ტურის შემდეგ... საინტერესოა, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს „მაინცის“ ასპროცენტიანობაზე ხაზგასმა? ლოგიკურად, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს „ზღაპარი“ დიდხანს აღარ გაგრძელდება.

ეს ის შემთხვევაა, როცა მწვრთნელებზე ბევრი რამაა დამოკიდებული

დღეს

ბაიერნი-მაინცი 17:30

შალკე-ბორუსია (მ) 17:30

შტუტგარტი-ლევერკუზენი 17:30

აინტრახტი-ნიურნბერგი 17:30

ზტ. პაული-ბორუსია (დ) 17:30

ვერდერი-ჰამბურგი 20:30

ხვალ

ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 17:30

კაიზერსლაუტერნი-ჰანოვერი 19:30

ხუთი თამაში, ხუთი მოგება და ერთპიროვნული ლიდერობა ხუთი ტურის შემდეგ... საინტერესოა, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს „მაინცის“ ასპროცენტიანობაზე ხაზგასმა? ლოგიკურად, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს „ზღაპარი“ დიდხანს აღარ გაგრძელდება. მეტიც: წესით, ამ უქმეებზე, კონკრეტულად კი ხვალ უნდა დასრულდეს. მიზეზი მარტივია: „მაინცი“ მიუნხენში ჩადის. ამავე ტურში, „შალკე“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მასპინძლობს და ზედიზედ მეორე მატჩის მოგების შანსი მიეცემა, კრიზისიდან გამოსვლა „შტუტგარტს“ (ლევერკუზენთან) და „აინტრახტსაც“ (ნიურნბერგთან) სურთ. დღესვე, შესანიშნავ ფორმაში მყოფი „დორტმუნდი“ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ „ზანკტ პაულის“ ხვდება, საღამოს კი ბრემენში ჩრდილოეთის დერბია: კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩენილი „ვერდერი“ „ჰამბურგს“ დაუხვდება. ხვალ, „ვოლფსბურგი“ „ფრაიბურგთან“ ზედიზედ მესამე მოგებას დაუმიზნებს, „კაიზერსლაუტერნი“ კი „ჰანოვერის“ დამარცხებას შეეცდება - გუნდისა, რომელსაც ასევე ზედმეტი მოუვიდა...

მაინცი მიუნხენში ლიდერის რანგში

მიუხედავად ჩრდილოეთის დერბისა, ტურის ცენტრალურ შეხვედრად უდავოდ „ბაიერნისა“ და „მაინცის“ დაპირისპირება უნდა „მოვნათლოთ“. ბუნდესლიგაში ამ გუნდების ჯახი ცენტრალურ მატჩად არასდროს არავის შეურაცხავს და რაკი ეს პირველად ხდება, მაინცელი ქომაგები უბედნიერესები არიან. „ბაიერნთან“ დაპირისპირებას მოუთმენლად ველოდები. ასეთი მოტივირებული არასდროს ვყოფილვარ,“ - ეს ლუის ჰოლტბის სიტყვებია, რომელმაც წინა ტურში კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. რეკორდმაისტერმა ოთხშაბათს „ჰოფენჰაიმი“ დაამარცხა (2:1), მაგრამ ბავარიელებს ეს გამარჯვება ძალიან ძვირად, ფრანკ რიბერის საკმაოდ მძიმე ტრავმის ფასად დაუჯდათ. გაირკვა, რომ რიბერი ლუის ვან გაალის გუნდს მინიმუმ ერთი თვის მანძილზე ვეღარ დაეხმარება. ასე რომ, ბავარიელებმა არიენ რობენის შემდეგ, მეორე ლიდერიც დაკარგეს, რაც „მაინცის“ წარმატების შანსებს ზრდის. მიუხედავად რობენისა და რიბერის არყოფნისა, ვან გაალი ამბობს, რომ მისი გუნდის მიზანი მხოლოდ სამი ქულის მოპოვებაა. სხვანაირ განცხადებას არც ველოდით. „მაინცზე“ კი კონკრეტული ის უნდა ვთქვათ, რომ კარნავალელთა მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი მეტოქეებს მუდმივად სიურპრიზებს (ტაქტიკისა თუ შემადგენლობის მხრივ) სთავაზობს ხოლმე და ძალიან საინტერესოა, რას მოიფიქრებს ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი რეკორდმაისტერის წიონააღმდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, პრანიჩი - ვან ბომელი, შვაინშტაიგერი - ოლიჩი, თ. მიულერი, კროოსი - კლოზე.

მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - ზაბავნიკი, სვენსონი, ნოვესკი, ფუხსი - პოლანსკი, კარჰანი - შიურლე, ჰოლტბი, სოტო - რაზმუსენი.

როგორ განაგრძობს „შალკე“?

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: „შალკემ“ სეზონის პირველი მატჩი მხოლოდ მეხუთე ტურში მოიგო (ოთხშაბათს, ფრაიბურგში, 2:1). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ გელზენკირხენული კლუბი ამ გამარჯვებით გამოსწორების გზას დაადგა. თუმცა, ასეთ ვარაუდს არსებობის უფლება მაინცდამაინც არ აქვს, რადგან „შალკეს“ წარმატება საკმაოდ იღბლიანი იყო. ასე რომ, ფაქტია: ფელიქს მაგათის გუნდში ყველაფერი კარგად ჯერ არ არის. თუმცა „შალკეს“ დღევანდელმა მეტოქემ, როგორც იტყვიან, სულზე მოუსწრო: „ხუმარები“ „გლადბახს“ მასპინძლობენ. გარდა იმისა, რომ მიონხენგლადბახელებს გელზენკირხენში 1992 წლის შემდეგ არ მოუგიათ, ამ სეზონში, ბოლო სამი მატჩიდან სამივე წააგეს და 14 გოლი გაუშვეს (1:2 „ზანკტ პაულისთან“, 0:7 „შტუტგარტთან“ და 0:4 „აინტგრახტთან“). ყველა ბედნიერებასთან ერთად, მიონხენგლადბახელებს დღეს ძირითადი ფორვარდი მაჰამადუ იდრისუც არ ეყოლებათ - ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია. მოკლედ, „შალკეს“ კარგი შანსი აქვს, მორიგი გამარჯვებით სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწიოს. საინტერესოა, ათამაშებს თუ არა მაგათი ჯეფერსონ ფარფანს ძირითად შემადგენლობაში. „დესპოტმა ფელიქსმა“ „ფრაიბურგთან“ ფარფანი 90 წუთის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე აყურყუტა.

შტუტგარტი და აინტრახტი წნეხის ქვეშ

„შალკესთან“ ერთად, შტუტგარტელები და ფრანკფურტელებიც შავ დღეში არიან. შვაბების დამრიგებელი კრისტიან გროსი „ლევერკუზენთან“, სავარაუდოდ, ისევ ენდობა მატიო დელპიერსა და მაურო კამორანეზის, სამაგიეროდ, გებჰარტისა და დიდავის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. „ლევერკუზენის“ თავკაც იუპ ჰაინკესს კი იმედი აქვს, რომ დღეს დაცვის ბურჯ სამი ჰიიპიას გამოყენებას შეძლებს. მოგეხსენებათ, ვეტერანი ფინელი დაშავებული იყო, მაგრამ ვარჯიშს შეუდგა და შესაძლოა, დღეს მოედანზე გასვლა მოახერხოს. „აინტრახტისა“ და „ნიურნბერგის“ დუელს მასპინძელთა გარემარბი პატრიკ ოხსი და ფრანკების კაპიტანი ანდრეას ვოლფი დააკლდებიან - ორივე დისკვალიფიცირებულია. მიხაელ სკიბე ალექს მაიერისა და იოანის ამანატიდისის დაბრუნებას იმედოვნებს, სტუმართა დამრიგებელი დიტერ ჰეკინგი კი დაცვის ცენტრში მაროს ათამაშებს. აღსანიშნავია, რომ ჰესენელებს „ნიურნბერგთან“ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.

კლასიკა ვეზერშტადიონზე

„ზანკტ პაულიმ“ ოთხშაბათს მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მოუგო (2:1), ახლა კი გლადბახის დორტმუნდელ სეხნიას მასპინძლობს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ხუთი ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა. „პაულიმ“ სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საკუთარ მოედანზე თამაში ჯერ არ მოუგია (1 ფრე და 1 მარცხი). არადა, „მილერნტორის“ პუბლიკა ძალიან მომთხოვნია. „შავ-ყვითლებმა“ კი ოთხშაბათს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ძალიან მაგარ ფორმაში არიან - „დორტმუნდმა“ „შალკეს“ მერე (3:1), „კაიზერსლაუტერნიც“ ჯოჯოხეთის გზას გაუყენა (5:0) და მეორე ადგილზეა წამოსკუპებული.

კრიზისი არც „ვერდერისთვისაა“ უცხო სიტყვა და აღარც „ჰამბურგისთვის“, მაგრამ დღეისათვის ბრემენულ კლუბს უფრო ენათესავება, რადგან თომას შააფის სამწყსო მე-14 ადგილზეა. „მუსიკოსები“ შუა კვირაში „ჰანოვერთან“ განადგურდნენ (1:4) და ეს მათთვის უკვე მესამე მარცხი იყო, „ჰამბურგმა“ კი ფორმა „ვოლფსბურგთან“ მარცხით (1:3) დაკარგა და ახლა მეექვსე ადგილზეა. HSV-ს ბრაზილიელი ნახევარმცველი ზე რობერტო ამიტომაც ამბობს, ჩრდილოეთის დერბი გვიჩვენებს, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ ამ სეზონშიო. იგივე ეხება ბრემენულ კლუბსაც. შააფს ის უხარია, რომ კლაუდიო პისარო და პერ მერტეზაკერი გამოუჯანმრთელდნენ. გუშინწინ, თომასსა და კლუბის ბოს კლაუს ალოფსს ფეხბურთელებთან ორსაათიანი თათბირი ჰქონდათ და საინტერესოა, გამოიღებს თუ არა შედეგს მათი საუბარი...

სავარაუდო შემადგენლობები

ვერდერი (4-2-3-1): ვიზე - ფრიტცი, პრიოდლი, მერტეზაკერი, პასანენი - ბარგფრედე, ფრინგსი - ჰანტი, ვესლი, მარინი - პისარო.

ჰამბურგი (4-2-3-1): როსტი - დემელი, ვესტერმანი, მატიისენი, იანსენი - იაროლიმი, ზე რობერტო - პიტროიპა, პეტრიჩი, ტროხოვსკი - ვან ნისტელროი.

მგლები სწორ გზაზე?

„ვოლფსბურგმა“ კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო: სტივ მაკლარენის გუნდმა ამ კვირაში „ჰამბურგიც“ დაამარცხა (ზედიზედ მეორე გამარჯვება) და ახლა უკვე 6 ქულა აქვს. „მგლების“ მეტოქე ამჯერად „ფრაიბურგია“ და ორი აზრი არ არსებობს, მაკლარენი ისევ არ შეცვლის იმ ტაქტიკურ სქემას, რომელმაც მას ორ თამაშში 6 ქულა მოუტანა. „ჰანოვერმა“, რომელიც 5 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზეა, ოთხშაბათს „ვერდერთან“ იფრინა და ხვალ „კაიზერსლაუტერნთან“ ექნება საქმე. „ეშმაკები“ მე-10 ადგილზე არიან, რაც მათთვის აბსოლუტურად მისაღები შედეგია, მაგრამ 1. FCK-მ ოთხშაბათს „დორტმუნდთან“ 0:5 წააგო და თუ დაცვის ხაზი ისევ არ დაასტაბილურა, „ჰანოვერთანაც“ შავი დღე ელის - „წითლების“ თავდამსხმელები, მოჰამედ აბდელაუ და ია კონანი (3-3 გოლი) ხომ შესანიშნავ ფორმაში არიან...

თ მ ფ წ ბ ქ

1. მაინცი 5 5 0 0 12-4 15

2. ბორუსია (დ) 5 4 0 1 13-4 12

3. ჰოფენჰაიმი 5 3 1 1 10-5 10

4. ჰანოვერი 5 3 1 1 10-7 10

5. ფრაიბურგი 5 3 0 2 7-7 9

6. ჰამბურგი 5 2 2 1 8-7 8

7. ლევერკუზენი 5 2 2 1 9-9 8

8. ბაიერნი 5 2 2 1 4-4 8

9. ზტ. პაული 5 2 1 2 6-5 7

10. კაიზერსლაუტ. 5 2 1 2 8-10 7

11. ვოლფსბურგი 5 2 0 3 9-9 6

12. ნიურნბერგი 5 1 3 1 5-5 6

13. კიოლნი 5 1 1 3 4-9 4

14. ვერდერი 5 1 1 3 6-12 4

15. ბორუსია (მ) 5 1 1 3 8-17 4

16. შტუტგარტი 5 1 0 4 10-9 3

17. აინტრახტი 5 1 0 4 7-8 3

18. შალკე 5 1 0 4 5-10 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება