ფიდემ, ტრადიციულად, 2012 წლის 1 ივლისისთვის საუკეთესო მოჭადრაკეთა რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა
ფიდემ, ტრადიციულად, 2012 წლის 1 ივლისისთვის გამოაქვეყნა საუკეთესო მოჭადრაკეთა რეიტინგ-ლისტი.

ქალებს უწინდებურად უნგრელი იუდით პოლგარი (2709) უდგას სათავეში. მეორე ადგილზე ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანია (2617).

სასიამოვნოა, რომ ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ (2547) რჩეულთა ათეულში შეინარჩუნა ადგილი. იგი მეექვსე პოზიციაზეა.

ნანას, პოლგარისა და ჰოუ იფანის გარდა, სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2606), ინდოელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰამფი კონერუ (2598) და გუნდურში ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჟაო სიუ (2556) უსწრებენ.

მომდევნო ადგილებზე მოდიან: ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2537), 2012 წლის ევროპის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2533), კონტინენტის პირველობების ორგზის გამარჯვებული ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2530) და ევროპის ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებული ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2525).

ქართველთაგან საუკეთესო ასეულში არიან: 16. ბელა ხოტენაშვილი (2505), 31. ნინო ხურციძე (2456), 37. ლელა ჯავახიშვილი (2449), 45. ნინო ბაციაშვილი (2434), 63. სალომე მელია (2403), 66. სოფიკო გურამიშვილი (2400), 71. სოფიკო ხუხაშვილი (2391), 81. თამარ წერეთელი (2383), 82. ნაზი პაიკიძე (2381), 83. მერი არაბიძე (2379), 100. მაია ლომინეიშვილი (2360).

ვაჟთა ასეულს ისევ მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2837) ლიდერობს. პირველ ათეულში მომდევნო ადგილებზე არიან: ლევონ არონიანი (სომხეთი, 2816), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2799), ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2788), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2780), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2779), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2778), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2775), ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი, 2770), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2769).

ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა პირველი მაისის რეიტინგით (2721), 25-ე იყო, განვლილ ორ თვეში ცხრა პუნქტით გაიუმჯობესა მდგომარეობა და 21-ე ადგილზე გადაინაცვლა. აი, მიხეილ მჭედლიშვილის სარეიტინგო პუნქტები (2656) უცვლელი დარჩა, მეტოქეებმა კი ქულები მოიმატეს და ჩვენებურმაც 101-ე ადგილზე ჩაიჩოჩა. ვაჟთაგან საუკეთესო ასეულში სხვა არავინ გვყავს.

20-წლამდელ გოგონებში მეხუთე-მეექვსე ადგილებს ნაზი პაიკიძე და მერი არაბიძე იყოფენ.

ყაზახეთის დედაქალაქში 2 ივლისს დაიწყება მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატები სწრაფ ჭადრაკსა (ყოველი პარტიისთვის 15-15 წუთი თითოეულ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) და ბლიცში (3 წუთს+2 წამი). 2-4 ივლისს ნახევარფინალში გადამწყვეტი ეტაპის 3-3 საგზურისთვის 30 მოჭადრაკე იბრძოლებს შვეიცარიული სისტემით, შესაბამისად, 9 და 11 ტურად. წინასწარ განაცხადში მოასპარეზეთა შორისაა თბილისელი დიდოსტატი მერაბ გაგუნაშვილი.

ორგანიზატორებმა ფინალში პერსონალურად მიიწვიეს მაგნუს კარლსენი (ნორვეგია), ტეიმურ რაჯაბოვი, შაჰრიარ მამედიაროვი (ორივე-აზერბაიჯანი), სერგეი კარიაკინი, ალექსანდრ მოროზევიჩი, ალექსანდრ გრიშჩუკი, პიოტრ სვიდლერი (ყველა-რუსეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) და ბორის გელფანდი (ისრაელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა