მარტვილის "მერანმა" ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო
დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მარტვილის "მერანმა" ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ "მერანი" დატოვეს: ანზორ სუხიაშვილმა, თორნიკე კაკუშაძემ (ორივე-"მეტალურგი"), ელგუჯა გრიგალაშვილმა ("ტორპედო"), ვალერი იობაშვილმა, ლაშა ჩალაძემ (ორივე -ფოთის "კოლხეთი"), გიორგი მანწკავამ (სომხეთის "ულისე"), გიგა ბოხუამ, გიზო შენგელიამ, ოთარ ტორაძემ.

გარდა ამისა, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "მერანს" დატოვებს ერთადერთი ლეგიონერი, კოტდივუარელი მუნინი ტაპე, რომელიც გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ (7 გოლი).

სავარაუდოდ, ტაპე კარიერას სამშობლოში გააგრძელებს, არადა, ორი წლის წინათ "მერანში" ექვსი კოტდივუარელი ფეხბურთელი ირიცხებოდა...

ცვლილებები შეეხო გუნდის სამწვრთნელო შტაბსაც: არჩილ ჩხაბერიძე, რომელიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ამიერიდან სელექციონერად იმუშავებს. "მერანს" კვლავ მალხაზ ჟვანია მოამზადებს. მას დაეხმარებიან: პაატა ლუსმანაშვილი, ბაგრატ ხელაია და მამუკა მდინარაძე.

"მერანის" შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ კომენტარი გუნდის მთავარ მწვრთნელს მალხაზ ჟვანიას ვთხოვეთ:

"მოთამაშეთა დიდ ნაწილს კონტრაქტი დაუსრულდა და სხვა კლუბში გადასვლა არჩიეს. ეს არც არის გასაკვირი, ნებისმიერი ფეხბურთელის მიზანი ხომ უფრო ძლიერ და ამბიციურ გუნდში თამაშია.

ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, აქცენტს ადგილობრივებზე გავაკეთებთ. დავიმატეთ რამდენიმე ფეხბურთელიც: ცოტნე ბუკია ("კოლხეთი" ხობი), ნოდარ ნოზაძე ("დილა"), გიგა კვერენჩხილაძე, დემურ სამსეიშვილი (ორივე -"გურია"), საბა ლომია ("ზესტაფონი"), გიორგი მჭედლიშვილი ("ლოკომოტივი"), გიორგი ბერაია ("სპარტაკი").

ჯერჯერობით "მერანთან" ერთად ვარჯიშობს გიგა გაბისონია, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დროს იქაურ პირველ ლიგაში ასპარეზობდა. მისი მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

სეზონის დაწყებამდე ჯერ დიდი დროა და გამორიცხული არ არის, კიდევ დავიმატოთ ახალი ფეხბურთელები".

"მერანი" უახლოეს საკონტროლო შეხვედრას 9 ივლისს საჩხერის "ჩიხურასთან" გამართავს, 24 ივლისიდან კი გუნდი ურეკში გაემგზავრება და მოსამზადებელ ეტაპსაც იქ გაივლის.

მუნინი ტაპე მარტვილს დაემშვიდობა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარტვილის "მერანი" ახალ სეზონს სერიოზული ცვლილებებით ხვდება

მარტვილის "მერანის" უმთავრესი პრობლემა სტადიონია

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა