ესპანელთა ტრიუმფის ღამის ყველაზე საინტერესო გამოხმაურებები
ევრო 2012-ის ფინალი დასრულდა და ესპანელთა ბანაკში უსაზღვრო ემოციებმა დაისადგურა.

გთავაზობთ ტრიუმფის ღამის ყველაზე საინტერესო გამოხმაურებებს.

პრინცი ფელიპე (ესპანეთის ტახტის მემკვიდრე):

"ძალიან დიდი პატივია, იდგე იმ ფეხბურთელების გვერდით, რომლებიც ამდენ სიხარულს გვჩუქნიან. ეს ბიჭები დაუმარცხებლები არიან.

ეს არ იყო იტალიის დღე. მეტოქეს სასტიკად არ გაუმართლა, როცა ფეხბურთელი დაემტვრა და კაცნაკლული დარჩა. ამ დროს ანგარიში 2:0 იყო და ყველაფერი ცხადი გახდა.

უმნიშვნელოვანესია, რომ გუნდს, რომელსაც შეუძლია ასეთ მწვერვალებს მიაღწიოს, სათავეში ვისენტე დელ ბოსკე უდგას".

ვისენტე დელ ბოსკე (მთავარი მწვრთნელი):

"ეს დიდებული დროა ესპანური ფეხბურთისთვის... ვიდრე ანალიზს შევუდგებოდე, მინდა ვთქვა, რომ თამაშს ყველა აგებს. იტალიამ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ ტიაგო მოტას ტრავმამ მატჩის ინტრიგა თითქმის მოკლა.

ჩვენც კარგად ვითამაშეთ და ანგარიში გავხსენით. მეტოქე არ შეეგუა და ზუსტად ის რეაქცია ჰქონდა, რაც საჭირო იყო. თუმცა ამ დროს მეორედაც გავიტანეთ.

ეს ისტორიული მიღწევაა. ახლა კი უკვე დროა, რომ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიფიქროთ.

ძალიან კარგი თაობა გვყავს. მათ იციან, როგორ უნდა ითამაშონ და სწორედ ამიტომ დაიბადნენ ქვეყანაში, სადაც ესმით ფეხბურთის ეშხი. ეს ესპანური ფეხბურთისთვის დიდებული ეპოქაა. ვენაში მოგებულ ფინალში ლუის არაგონესმა გზა გვიჩვენა.

წინ კიდევ ბევრი სირთულეა - მომდევნო შესარჩევი ეტაპი, კონფედერაციათა თასი, სადაც ევროპა უნდა წარმოვადგინოთ. წარმატებისთვის იქაც ვიბრძოლებთ.

დიდებული მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ საჭიროა, რომ მეტოქეც სათანადოდ დავაფასოთ. მათ, უბრალოდ, არ გაუმართლათ. ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა. იტალია უმცირესობაში დარჩა, თანაც, ამ გუნდმა ჩვენზე ერთი დღით ნაკლები დაისვენა. ისინი ცდილობდნენ ჩართულიყვნენ თამაშში, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენ ჩვენს სტილში ვიმარჯვეთ, საკუთარ პრინციპებს არ ვუღალატეთ, პრინციპებს, რომლის ერთგულნი ბოლო წლებში მუდმივად ვიყავით. მე უკვე ველაპარაკე მეფეს და მის პრინცს. ეს განსაკუთრებული დროა მთელი ესპანელი ერისთვის".

ჩაბი ალონსო (ნახევარმცველი):

"დღევანდელი გამარჯვება შედარებით ნაკლებად ემოციური იყო, ვიდრე ოთხი წლის წინანდელი. შევძელით, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში საქმეს ცივი გონებით მივდგომოდით და შედეგად ისტორიული შედეგი დავაფიქსირეთ.

არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება გამარჯვებათა სერია, მაგრამ ის, რასაც აქამდე მივაღწიეთ, სიამაყით გვავსებს".

ჩავი ერნანდესი (ნახევარმცველი):

"ფინალში ჩემპიონატის საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ვფლობდით. მეც კარგად ვითამაშე. როგორც იქნა, გოლებშიც დავიდე ჩემი წილი, გავაკეთე რა ორი შედეგიანი გადაცემა.

მშვენიერი პასი გამომივიდა ხორდი ალბას მისამართით, რაც ძალიან გამეხარდა, რადგან მსგავსი რამ მთელი ტურნირის მიმდინარეობისას არ გამომდიოდა.

ჩვენს თავს ძალიან მაღალი სტანდარტი დავუწესეთ. ესპანეთის ნაკრებისგან ამიერიდან ყველა კიდევ უფრო მეტს ელის. ეს ძალზე რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. თუკი ჯანმრთელობა ამის საშუალებას მომცემს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზეც ვითამაშებ".

იკერ კასილიასი (კაპიტანი, მეკარე)

"ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ იტალიასთან 4:0-ის მოგება იოლია, რადგან ფინალურმა მატჩმა ასეთი შთაბეჭდილება დატოვა. რეალურად ჩვენ მთელი ტურნირის განმავლობაში ვპროგრესირებდით. მწვრთნელი ფეხბურთელების ყველაზე ძლიერ თვისებებს საუკეთესოდ იყენებდა.

იტალიელები ცოტა დაღლილებად გამოიყურებოდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს ხორდი ალბას მიერ გატანილმა მეორე ბურთმა ჩვენი გამარჯვება თითქმის შეუქცევადი გახადა.

შესვენების შემდეგ მეტოქემ სცადა, რომ თამაში შემოეტრიალებინა, თუმცა თამაშს ისევ ჩვენ ვაკონტროლებდით.

ამიერიდან მუდმივად განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ვიქნებით, რადგან საკუთარ თავს ძალიან მაღალი თამასა დავუწესეთ და როგორც კი ცოტა სუსტად ვთამაშობთ, მაშინვე იწყება ჩვენი კრიტიკა".

ფრანსესკ ფაბრეგასი (ნახევარმცველი)

"ბედნიერი ვარ. ყველაფერი ევრო 2008-დან დაიწყო. მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ოქროს მედალს მოვიგებდით, ახლა კი ჩვენს ყულაბაში ზედიზედ სამი ოქროა დიდ ტურნირებზე. დაუჯერებელია.

სიტყვები არ მყოფნის ჩემი ემოციების გადმოსაცემად. იმედია, ეს სერია კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს.

ჩვენში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა - საკუთარი ძალების რწმენა, ფსიქოლოგია, შეიცვალა გუნდის შემადგენლობაც. ესპანეთის ნაკრები შრომისმოყვარე, მორიდებული და დისციპლინირებულია. არანაირი პრობლემა არ გვაწუხებს. ფეხბურთელები საქმეს პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებიან. წარმოიდგინეთ, ვარჯიშზეც კი არავის არასდროს დაუგვიანია. სწორედ ასეთი დეტალების გამო შეიკრა ეს ფანტასტიკური გუნდი.

ძალიან ბევრი ვიშრომე, რათა გუნდს ამ რთულ ტურნირზე დავხმარებოდი. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს პარტნიორებს, რომელთაც ჩემი ბოლომდე სჯეროდათ. არადა, მათ იცოდნენ, რომ ბავშვობის მერე ცენტრალური თავდამსხმელის ადგილზე არასოდეს მქონდა ნათამაშები, მაგრამ მაინც მენდობოდნენ.

ვამაყობ, რომ გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებდი ბოლო სამ დიდ ტურნირზე. მინდა ეს გამარჯვება მივუძღვნა ყველა იმ ადამიანს, რომელთაც უდროო დროს დაგვტოვეს - მიკი როკეს, მანოლო პრესიადოს, დანიელ ხარკესა და ანტონიო პუერტას. იმედი მაქვს, რომ მათ შესანიშნავი ცხოვრება განვლეს. ჩვენ მათზე ძალიან ბევრს ვფიქრობდით. ახლა ისინი ზეცაში ბედნიერები არიან".

ხორდი ალბა (მცველი)

"ჩემთვის ეს პირველი ჩემპიონატია. აქამდე ისტორია უჩემოდ იწერებოდა, ახლა კი მასში უშუალოდ მივიღე მონაწილეობა.

ბედნიერი ვარ და აქამდე მიჭირს იმის დაჯერება, რაც მოხდა, თუმცა ნელ-ნელა ვიწყებ გაცნობიერებას.

ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ნაცნობები მშობლიური ოსპიტალიტეტიდან მარწმუნებდნენ, რომ გოლს აუცილებლად შევაგდებდი. ასეც მოხდა. ბედნიერი ვარ, რომ “ვალენსიიდან” “ბარსელონაში” გადავდივარ. მიხარია ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება ამ დღეებში.

ამ წუთას ჩემს გულშემატკივრებზე ვფიქრობ, რომლებიც გულმხურვალედ მქომაგობდნენ. ვფიქრობ ოჯახზე, მეგობრებზე, ბებიაზე და ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩემ გამო ნერვიულობდა".

ალვარო არბელოა (მცველი)

"სიამაყით ვარ აღვსილი, რადგან ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისთვისაც აქამდე არავის მიუღწევია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად რთული ამოცანა გვქონდა გადასაჭრელი. ასე არ არის? გაგვიმართლა, როცა პირველივე საგოლე მომენტი გამოვიყენეთ. ამის მერე თამაში ბევრად უფრო იოლი გახდა.

ჩვენ ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ფინალამდე ღირსეულად მოაღწია.

ტურნირის მიმდინარეობით კმაყოფილი დავრჩი. მისგან წარმოუდგენელი სიამოვნება მივიღე".

არაგონესის გაკვალულ გზაზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი-იტალია 4:0 - ისტორია გადაწერილია, თბილისში შეხვედრამდე! [+VIDEO]

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!