ლეგენდარულმა ამერიკელმა პიტ სამპრასმა მსოფლიოს პირველ ჩოგან რაფაელ ნადალს "კორტის მხეცი" უწოდა და განაცხადა, რომ ესპანელს თავისუფლად შეუძლია "დიდი სლემის" ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით შვეიცარიელი როჯერ ფედერერის რეკორდი დაამხოს.

ლეგენდარულმა ამერიკელმა პიტ სამპრასმა მსოფლიოს პირველ ჩოგან რაფაელ ნადალს "კორტის მხეცი" უწოდა და განაცხადა, რომ ესპანელს თავისუფლად შეუძლია "დიდი სლემის" ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით შვეიცარიელი როჯერ ფედერერის რეკორდი დაამხოს.

"თუ ნადალი გონივრულად შეადგენს თავის განრიგს, მისი ახალგაზრდა ასაკიდან გამომდინარე, ყველაფერი გამოუვა. ერთადერთი საკითხია - გაუძლებს თუ არა რაფას ორგანიზმი ასეთ დატვირთვებს. ის ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის, თავს არ ზოგავს, ამის ატანა კი ბევრს არ შეუძლია.

მან ყველა დიდი ტურნირი მოიგო, გაიმარჯვა ოლიმპიადაზე. ის დომინირებს თავის მთავარ ოპონენთან - როჯერ ფედერერთან ბრძოლაში. არ მგონია, რომ მას კონკრეტული მიზანი ჰქონდეს დასახული - "დიდი სლემის" 16, 17 ან 18 ტურნირის მოგება. ის უბრალოდ პროგრესის მიღწევას ცდილობს და თუ რეკორდიც გამოუვა, შესანიშნავი იქნება.

მას შეუძლია ამის გაკეთება. წინ ბევრი სამუშაოა, რაფას კი შრომა არ ეზარება".

მაგრამ სამპრასის აზრით, ფედერერსაც აქვს ტიტულების კოლექციის გამდიდრების შანსი.

"როჯერი ნებისმიერ დიდ ტურნირზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ის ბრწყინვალედ გამოიყურება და მის თამაშში ვერ ვხედავ რაიმე შესამჩნევ ჩავარდნას. უბრალოდ, სხვები უკეთესად თამაშობენ. მომდევნო ორი-სამი წელი სერიოზული გამოცდა ელის. მაგრამ როჯერი მზად არის საბრძოლველად. მას კიდევ შეუძლია "დიდი სლემის" ტურნირების მოგება".

სამპრასს უჭირს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის დასახელება.

"მიმაჩნია, რომ ყველა თაობაში მოიძებნება თითო გმირი. 60-იან წლებში ეს იყო ლეივერი, 70-იანებში - ბორგი, 80-იანებში - ლენდლი და მაკინროი, 90-იანები - მე და აგასი. რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ რაფა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის თამამად შეიძლება შევიყვანოთ უძლიერეს სამ-ოთხ ჩოგბურთელს შორის. თუნდაც იმიტომ, რომ მან უკვე ბევრს მიაღწია და კიდევ ბევრი აქვს სათამაშო. ის კარიერის ეკვატორზე იმყოფებდა, ასე რომ, კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია", - ამბობს სამპრასი სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა