იამაიკელმა სპრინტერმა კარიერაში პირველად წააგო ზედიზედ ორი სტარტი
ლონდონის ოლიმპიადის წინ სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო სპრინტში მსოფლიოს რეკორდსმენმა უსაინ ბოლტმა. იამაიკის ჩემპიონატში 100 მეტრის წაგების შემდეგ უსაინმა ამავე ტურნირზე 200 მეტრ დისტანციაზეც წააგო იოჰან ბლეიკთან.

ამჯერად ბოლტსა და ბლეიკს შორის უფრო დაძაბული ბრძოლა იყო და მათ შორის სხვაობამ მხოლოდ სამი მეასედი წამი შეადგინა - იოჰანმა 19,80 წამი დააფიქსირა, უსაინმა - 19,83. მესამე ადგილზე გავიდა უორენ უეირი 20,03 წამით. გარბენის დასრულების შემდეგ ბოლტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მაგრამ ის მალე წამოდგა სარბენი ბილიკიდან.

გამარჯვების შემდეგ ბლეიკმა მადლობა გადაუხადა ბოლტს მზადების დროს დახმარებისთვის. იოჰანის თქმით, ის ამ ორი გამარჯვების გამო ზედმეტად ოპტიმისტური განწყობის შექმნას არ აპირებს.

"გარბენის შემდეგ უსაინმა მომილოცა და მითხრა, რომ ეს ჩემი დღე იყო, - ამბობს ბლეიკი სააგენტო "როიტერთან" კომენტარში. - მე კი მას მადლობა გადავუხადე დამატებითი მოტივაციისთვის.

გარბენამდე მან სიმშვიდის შენარჩუნება მირჩია და მეც ასე მოვიქეცი. ბოლტი ბევრს მეხმარებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების მხრივ. მე ვიცი მისი ძლიერი მხარეები და დონე და მესმის, რომ დღეს ის არ არის ასი პროცენტით მზად, მაგრამ მე გავაგრძელებ მუშაობას ჩემს ფორმაზე".

მაშ ასე, უსაინ ბოლტმა ზედიზედ ორჯერ წააგო, რაც მის კარიერაში არასოდეს მომხდარა. ჩვენ კი გავიხსენოთ იამაიკელი სპრინტერის ყველა მარცხი.

პირველი წაგება

22 ივლისი, 2008 წელი, სტოკჰოლმი, IAAF-ის სუპერგრანპრი

100 მეტრი. 1. ასაფა პაუელი (იამაიკა) - 9,88; 2. უსაინ ბოლტი (იამაიკა) - 9,89; 3. ნესტა კარტერი (იამაიკა) - 9,98.

ეს ის წელია, როცა ბოლტი ყველამ გაიცნო. პეკინის ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე მან მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (9,72). მისი უფროსი თანამემამულე ასაფა პაუელი კი ჯერაც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილებოდა და დამაჯერებლად გამოიყურებოდა. სტოკჰოლმში წაგება ბოლტის ბრალი იყო, რადგან სტარტზე "ჩაეძინა".

ეს იყო მისი პირველი მარცხი პროფესიულ კარიერაში. მას შემდეგ ის ორი წელი არ მარცხდებოდა, რაც სპრინტისთვის უდიდესი დროა.

მეორე წაგება

6 აგვისტო, 2010 წელი, სტოკჰოლმი, ბრილიანტის ლიგა

100 მეტრი. 1. ტაისონ გაი (აშშ) - 9,84; 2. უსაინ ბოლტი (იამაიკა) - 9,97; 3. რიჩარდ ტომპსონი (ტრინიდადი) - 10,10.

ბოლტმა ისევ წააგო მისთვის უიღბლო სტოკჰოლმში, თანაც არა იამაიკელთან (ეს პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად მოხდა). 2010 წელს არც ოლიმპიადა ტარდებოდა და არც მსოფლიოს ჩემპიონატი. ამიტომაც ბოლტს მოტივაცია აკლდა. იმ მომენტისთვის მას უკვე გადაწერილი ჰქონდა სპრინტის ისტორია: 9,58 წამი 100 მეტრზე და 19,19 200 მეტრზე.

მესამე წაგება

28 აგვისტო, 2011 წელი, ტეგუ, მსოფლიოს ჩემპიონატი

100 მეტრი. ბოლტმა დისკვალიფიკაცია მიიღო ფალსტარტის გამო

ისე ჩანდა, რომ პაუელისა და გაის არყოფნაში ბოლტი სეირნობით მოიგებდა ჩემპიონატს. მაგრამ ახალი წესი, როცა ფალსტარტი მაშინვე დისკვალიფიკაციით ისჯება, უსაინს კარგად არ ჰქონდა შესწავლილი, ან, უბრალოდ, ძალიან მოწადინებული იყო ახალი რეკორდის დამყარებით და "გადაიწვა". მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უსაინი მომავალ ვარსკვლავთან - იოჰან ბლეიკთან წააგებდა.

მეოთხე წაგება

29 ივნისი, 2012 წელი, კინგსტონი, იამაიკის ჩემპიონატი

100 მეტრი. 1. იოჰან ბლეიკი - 9,75; 2. უსაინ ბოლტი - 9,86; 3. ასაფა პაუელი - 9,88.

ბოლტმა, რომელმაც სეზონი 9,76 წამით დაიწყო, ან ზედმეტად დიდი დრო დაუთმო ფიზიკურ ვარჯიშებს, ან ღრმად ჩაეფლო ოლიმპიადისთვის მზადებაში. ასეა თუ ისე, იამაიკის ჩემპიონატში მისი სიმსუბუქისგან კვალიც კი არ დარჩენილა: აშკარად ეტყობოდა, რომ შენელებული იყო და თავს აძალებდა სირბილს.

სკეპტიკოსებმა პირველად აღიარეს: ბოლტის დრო გადის. "არანორმალური" ბლეიკის ფონზე, რომელიც უსაინთან ერთ ჯგუფში ვარჯიშობს, ასეთი საუბარი საფუძველს მოკლებული არ არის.

მეხუთე წაგება

1 ივლისი, 2012 წელი, კინგსტონი, იამაიკის ჩემპიონატი

200 მეტრი. 1. იოჰან ბლეიკი - 19,80; 2. უსაინ ბოლტი - 19,83; 3. უორენ უეირი - 20,03.

ბოლტმა პირველად წააგო ზედიზედ ორჯერ. ბოლტი პირველად დამარცხდა 200 მეტრზე. და კიდევ, ბოლტი პირველად გამოიყურებოდა მეტოქეზე სუსტად. წინა შემთხვევებში მას ხელს უშლიდა გვიანი (ან ადრეული) სტარტი. აქ კი, იამაიკის ჩემპიონატზე, ის, უბრალოდ, თავის უმცროს მეგობარზე უარესად გამოიყურებოდა.

ბლეიკი უკვე ვარსკვლავია - მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონი, 200 მეტრზე ისტორიაში მეორე დროის (19,26) ავტორი. არადა, სულ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ბოლტის ფენომენალურ წამებს (19,19) ვინმე მიუახლოვდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო