ქალაქ ომაჰას პოლიციამ ლეგენდარული კალათბურთელის ვაჟი - მარკუსი დააკავა

ქალაქ ომაჰას პოლიციამ ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის ვაჟი - მარკუსი დააკავა.

ამის მიზეზი გახდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

უმცროს ჯორდანს ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმროში ღამის სამ საათზე ორ ქალთან კონფლიქტი მოუვიდა. სასტუმროს თანამშრომლებმა სცადეს კალათბურთელის დაშოშმინება, მაგრამ ამაოდ.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმაც კი პირველ ჯერზე ვერ მოახერხეს მარკუსის დაოკება. საბოლოოდ ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და რამდენიმე საათში ის გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.

გასულ სეზონში უმცროსი ჯორდანი საშუალოდ 13.7 ქულას აგროვებდა UCF-ის შემადგენლობაში. საგულისხმოა, რომ 2009 წლის მარტში მან თავისი სასკოლო გუნდი "ჩიკაგო უიტნი იანგი" ილინიოსის შტატის ჩემპიონატის ფინალში გამარჯვებამდე მიიყვანა (69:66), როცა ბოლო სამ წუთში ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. მარკუსმა 19 ქულა დააგროვა და მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა