რას გულისხმობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცები გუშინდელ პრესკონფერენციაზე ქართულ მედიას ამაყი და ბედნიერი გამომეტყველებით შეხვდნენ; ერთი მხრივ, ეს ფაქტი გასაგებია: სწორედ ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის ხელმძღვანელობის დროს მოიპოვა საქართველომ ევროპის სუპერთასის მატჩის მასპინძლობის უფლება.

მაგრამ მხოლოდ ეს არ არის აღსანიშნავი - 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე სიჭინავამ გარკვევით მიანიშნა, რომ საქართველო ევროპის სუპერთასზე უფრო მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძლობასაც იმედოვნებს. უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ხომ ევროპულ ფეხბურთში ისეთი გადატრიალება მოახდინა, წარმოუდგენელი უკვე არაფერი ჩანს.

ახლა კი პრესკონფერენციას დავუბრუნდეთ, რომელზეც ზვიად სიჭინავამ კიევში უეფას აღმასკომზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

- 2015 წლის 12 აგვისტოს თბილისში, "მიხეილ მესხზე" ევროპის სუპერთასს ვუმასპინძლებთ, რასაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და მთელ საქართველოს ვულოცავ.

უეფას მრავალი არჩევანი ჰქონდა, მაგრამ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა, რაც ფედერაციის კარგი მუშაობისა და სახელმწიფოს თანადგომის დამსახურებაა. ეს იმის შედეგია, რომ ხელისუფლება ფეხბურთის განვითარებაში აქტიურად ჩაერთო.

უეფას გადაწყვეტილება ყველას გაუკვირდა, მაგრამ ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით და პროექტში უამრავი ადამიანი ჩავრთეთ, თუმცა 30 ივნისამდე არაფერს ვამბობდით, ტყუილი ლაპარაკი რომ არ დაებრალებინათ.

უეფაში სახელმწიფოს ათასობით საგარანტიო წერილი გავაგზავნეთ და იციან - დაპირებულს შევასრულებთ.

- რომელი ქალაქები იყვნენ ჩვენი კონკურენტები?

- ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. მარტო გერმანიის 80 ქალაქს შეეძლო თამაშის მასპინძლობა.

განაცხადი 2014 წლის სუპერთასზეც შევიტანეთ, მაგრამ კარგია, ეს უფლება 2015 წელს რომ მოგვანიჭეს, რადგან ამ წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები არ იმართება და მთელი ყურადღება თბილისისკენ იქნება გადმოტანილი და მეტი გულშემატკივარი ჩამოვა.

- რატომ გაიმართება შეხვედრა "მიხეილ მესხზე" და არა ეროვნულ სტადიონზე?

- რამდენიმე საკითხის გამო: სუპერთასი უეფას პროექტია, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსა და ქალაქის მერიასთან ერთად ახორციელებს. უეფას ბილეთების 65 პროცენტი მიაქვს, ჩვენ 35 პროცენტი დაგვრჩება. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ესეც იყო - 18 ათასი ბილეთის გაყიდვა უფრო ადვილია, ვიდრე - 40 ათასის.

კარგია, უეფამ არჩევანი "მიხეილ მესხზე" რომ შეაჩერა. სახელმწიფოს დახმარებით, მეორე მაღალი დონის სტადიონიც გვექნება, მოგვარდება ტრანსპორტირებისა და სასტუმროების პრობლემები.

სუპერთასი ბიზნესპროექტია და საქართველო და თბილისი მოგებული დარჩება: უეფასთან ვილაპარაკეთ, რომ მატჩამდე ერთი კვირით ადრე გვესტუმრებიან ევროპული ფეხბურთის ვეტერანები, ჩატარდება ერთკვირიანი საფეხბურთო ფესტივალი, თამაშები, მოეწყობა შეხვედრები გულშემატკივრებსა და დამწყებ ფეხბურთელებთან, მოეწყობა ფან-ზონა, გვეწვევა მრავალი ტურისტი... ისეთი მასპინძლობა უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს მატჩი ყველას დაამახსოვრდეს.

სხვათა შორის, ძალიან საგულისხმო იყო უეფას ვიცე-პრეზიდენტის სიტყვები, როდესაც ჰკითხეს, რატომ აირჩიეთ თბილისიო - იმიტომ, რომ უსაფრთხო ქალაქიაო.

- "მიხეილ მესხზე" რა სახის სამუშაოები ჩატარდება?

- სამუშაო ბევრია და რეკონსტრუქციის შემდეგ, პრაქტიკულად, ახალი სტადიონი გვექნება: უეფას მოთხოვნების შესაბამისად, უნდა მოეწყოს პრესცენტრი, პარკინგი, რისთვისაც სახელმწიფომ ტერიტორია უნდა დაგვითმოს.

განათება მინიმუმ 1500 ლუქსამდეა გასაზრდელი. სტადიონს გადახურვა დასჭირდება და უნდა იყოს კომფორტული, მატჩი ზეიმად რომ გადაიქცეს. საამისოდ კი ბევრი ისეთი პრობლემაა მოსაგვარებელი, თვალი რომ ვერ შენიშნავს.

და, რაც მთავარია: სწორედ სუპერთასის ორგანიზებაზეა დამოკიდებული, მომავალში უფრო მნიშვნელოვან თამაშებსა და ტურნირებს თუ გვანდობენ. თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს იქნება ერთგვარი "ივენთი" რაღაც დიდის წინ.

- შეგრძნება თუ ინფორმაცია?

"ლელოს" ამ კითხვას სიჭინავამ პასუხი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლატინისეულ ინიციატივაზე ლაპარაკით გასცა:

- პლატინის სურს, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს 12-13-მა ქალაქმა უმასპინძლოს. ახლა ევროპაში ფინანსური კრიზისია და ძნელია, ტურნირის მასპინძლობა და უზარმაზარი ხარჯი ერთ რომელიმე ქვეყანას დაავალო. უკრაინამ დასწრების ყველა რეკორდი მოხსნა, უეფამ კი ამ ჩემპიონატიდან ყველაზე დიდი ფინანსური მოგება მიიღო - 1,4 მილიარდი ევრო, მაგრამ მანამდე უკრაინას საკმაოდ გაუჭირდა.

სწორედ ამის გამო დაიბადა პლატინის ინიციატივა. სტადიონის მინიმალური ტევადობა 50 ათასი უნდა იყოს. დამოუკიდებლად ევროპის ჩემპიონატს ბევრმა ქვეყანამ უმასპინძლა, აშენდა სტადიონები, მაგრამ ცნობილია, რომ ტრიბუნებს ვეღარ ავსებენ. ასეა პორტუგალიაში და სხვაგანაც.

ჩვენ გვაქვს 50-ათასიანზე დიდი ტევადობის სტადიონი, აეროპორტი, მოედნები, სასტუმროები. რაც მთავარია, სახელმწიფოსა და გულშემატკივრების მხარდაჭერა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ რატომ არ უნდა ჩავერთოთ პროექტში, რომლითაც მინიმალური დანახარჯებით ხარვეზების მოგვარება და დიდი მოგების მიღებაა შესაძლებელი?

თავად უეფას პრეზიდენტმა თქვა, შესაძლოა, ძალიან კარგი იდეა არ არის, მაგრამ უნდა მოვსინჯოთო. შესაძლოა, მასში 27-28 ქვეყანა ჩაერთოს, რადგან დღეისთვის ევროპაში 50-ათასიანი სტადიონი ყველას არც აქვს.

ბევრი რამ ამ წლის ბოლომდე გაირკვევა. უეფას შევთავაზე, რადგან 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის დაწყებიდან 60 წელი სრულდება, ტურნირი პირველი ევროპის ჩემპიონის ქვეყანაში ჩატარებულიყო. კი მაგრამ, საბჭოთა კავშირი რომ აღარ არისო? ვუპასუხე, რომ იმ საბჭოთა კავშირის ნაკრებში მესხი, მეტრეველი ბრწყინავდნენ და მასპინძლობის უფლება საქართველოსაც ეკუთვნის. მით უმეტეს, რომ მთავრობის მხარდაჭერაც გვაქვს და უეფას მოთხოვნების ნაწილს ვაკმაყოფილებთ.

პლატინის ინიციატივასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა ბაქოში გაიმართება, ოქტომბერში კი ერევანში და წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი, რა და როგორ იქნება.

რევაზ არველაძე:

- ჩვენთვის 2015 წელი სუპერთასის მასპინძლობისთვის ოპტიმალური პერიოდია. ბევრი პრობლემა მოსაგვარებელია, მაგრამ მანამდე მოსამზადებლად დიდი დროც გვაქვს. სავარაუდოდ, უეფას სამუშაო ჯგუფი თბილისში ოქტომბერში შეიკრიბება და ამოცანებს დაგვისახავს.

ვფიქრობ, ამ გამოცდის მაღალ დონეზე ჩაბარების უნარი გაგვაჩნია და მერე უკვე ასევე მაღალი დონის მატჩების ჩატარების ბევრად საფუძვლიანი პრეტენზია გაგვიჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

UEFA Super Cup 2015 - მიშელ პლატინი საქართველოზე კლიპმა მოხიბლა

კიდევ ერთი შანსი საქართველოს - სუპერრევოლუციური იდეა ევრო 2020-ისთვის

ევროპის სუპერთასი და ვარსკვლავთცვენა თბილისში

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს