ყაზახურ "აქტობესთან" მატჩის წინ ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა იმედიანი კომენტარები გააკეთეს
შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ ქუთაისში ევროთასები ბრუნდება და ადგილობრივი გულშემატკივრები "აქტობესთან" შეხვედრას ოპტიმიზმით ხვდებიან.

"დიდი ხანია, "ტორპედოს" ევროთასებზე არ უასპარეზია და ამ შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივრები ყოველმხრივ მომზადებულნი ვართ. გპირდებით, რომ ქომაგთა კლუბი "ტორნადო" ტრიბუნებზე მართლაც ტორნადოს დაატრიალებს.

ყველა ქუთაისელს მოვუწოდებთ, რომ სტადიონზე მოვიდეს და "ტორპედოს" გვერდში დაუდგეს.

ჩვენს გუნდს საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. "აქტობეს" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში შემდეგი მეტოქე "მილსამი" იქნება და ვფიქრობთ, მესამე ეტაპზე გასვლის კარგი შანსები გვაქვს", - გვითხრეს ქუთაისური გუნდის გულშემატკივრებმა, აკაკი კაკუშაძემ (გულშემატკივართა კლუბ "ტორნადოს" ხელმძღვანელი) და თორნიკე ფხაკაძემ, რომლებიც გუშინ გულშემატკივართა ჯგუფთან ერთად ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საყვარელი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ.

ტორპედოელთა წვრთნა თავდაპირველად საღორიის საწვრთნელ ბაზაზე იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით გეგმები შეიცვალა და გია გეგუჩაძემ გუნდი ცენტრალურ სტადიონზე ავარჯიშა, სადაც თეორიული მომზადებისთვის უკეთესი პირობებია.

ქუთაისის ცენტრალური არენა საევროთასოდ სრულ მზადყოფნაშია. განსაკუთრებით, ხარისხიანი მოედნის საფარია თვალშისაცემი.

წვრთნის დაწყებამდე ტორპედოელები მამა ავთანდილმა დალოცა და მომავალ მატჩებში ღვთის შეწევნა უსურვა.

ვარჯიშამდე გუნდის მწვრთნელები და ფეხბურთელები მასმედიის წარმომადგენლებსაც გაგვესაუბრნენ.

გია გეგუჩაძე:

"კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რა მნიშვნელობის თამაში გველოდება და გულშემატკივრების წინაშე დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ. მატჩისთვის ჩვეულებრივად ვემზადებით. საბედნიეროდ, ტრავმირებულები არა გვყავს.

მეტოქეს რაც შეეხება, მათი თამაში ბოლომდე შესწავლილი არა გვაქვს. ძალიან რთული იყო მასალის მოძიება. ინფორმაცია გვქონდა, რომ ჩემპიონატში ბოლო თამაშს გადადებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაციით გარკვეული შთაბეჭდილება შევიქმენით.

"აქტობე" საკმაოდ კარგი გუნდი და ძალიან უხერხული მეტოქეა. ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა, ამასთან ერთად, ჰყავს რამდენიმე გამოცდილი, სანაკრებო დონეზე ნათამაშები ფეხბურთელი.

ევროთასებზე ქართული გუნდებისთვის ყაზახური კლუბები, ტრადიციულად, საკმაოდ უხერხული მეტოქეები არიან. სტატისტიკურადაც მათთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს.

რთული ბრძოლა მოგველის, მაგრამ ვეცდებით, რომ ეს ტრადიცია დავარღვიოთ და შედეგიანი თამაშით სტატისტიკაც ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ".

ომარ მიგინეიშვილი:

"გუნდში საბრძოლო განწყობაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გულშემატკივრები გავახაროთ.

"აქტობეს" შემტევებზე ბევრი ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ვეცდები, რომ კარი მშრალად შევინახო.

დავით გამეზარდაშვილი:

"აქტობე" ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. რამდენჯერმე თავისი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. როგორც ვიცი, ხისტ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს და ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ.

სერიოზულად ვემზადებით ამ მატჩისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ".

ლექსო კვახაძე:

"მეტოქე ბრძოლისუნარიანი და კარგი გუნდია. ევროთასებზე ასპარეზობის გამოცდილებაც აქვს, თუმცა არც ჩვენ გვყავს ცუდი გუნდი და გულშემატკივრებს ბრძოლასა და თავდადებას ვპირდებით".

ასეთი არის "ტორპედოს" მწვრთნელთა და ფეხბურთელთა განწყობა "აქტობესთან" მატჩის წინ.

"ტორპედოს" ვარჯიში დაახლოებით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყო. თავდაპირველად ფეხბურთელები ფიზმომზადების მწვრთნელმა ივო კატუშიჩმა დატვირთა, გოლკიპერებს კი ცალკე მეკარეების მწვრთნელი დავით ჯანელიძე ავარჯიშებდა.

შემდეგ, ჩვეულებისამებრ, იყო "კვადრატები" და მოედნის ნახევარზე თამაში. დასკვნით ვარჯიშს "ტორპედო" 4 ივლისს ისევ ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარებს. მანამდე კი გია გეგუჩაძე 18 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

რაც შეეხებათ სტუმრებს, "აქტობე" 4 ივლისს დაახლოებით 12-13 საათზე ბათუმში ჩამოფრინდება და იქიდან ქუთაისისკენ აიღებს გეზს. სტუმრები სასტუმრო "იმერში" დაბინავდებიან.

ყაზახური კლუბის რუსი მწვრთნელი ვლადიმირ მუხანოვი პრესკონფერენციას ქუთაისის მთავარ არენაზე 19 საათსა და 30 წუთზე გამართავს. შემდეგ კი სტუმრები მატჩისწინა ვარჯიშს იქვე ჩაატარებენ.

"აქტობე" უხერხული მეტოქეა, მაგრამ უნდა დავამარცხოთ! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროტურნირების წინ - ქუთაისის "ტორპედო" ევროპას უბრუნდება!

ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე

ქუთაისის "ტორპედო" ქომაგს: თუ ნორმებს დავიცავთ, მე-3 ეტაპსაც ვუმასპინძლებთ

დავით ჩაგელიშვილის რჩევა - რას უნდა უფრთხოდეს ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან"

nukri
მართალია, ორი წლის წინანდელი ვიდეომასალით მაგარია მეტოქის შეფასება, დინამოს თუ გაუჭირდა ყაზახებს არ უნდა გაჭირვებოდათ უფრო უწინდელი, დინამოს მიერ დიუსელდორფში ჩატარებული თამაშის ვიდეომასალის მოპოვება, კარლ ცეისის წინააღმდეგ.აი ეს უფრო მაგარი შეფასება იქნებოდა
irma
ამას სიკვდილი,იმას ჩამოხრჩობა. ბერიკაცი და ქილა ერბო.
ivane
ორი წლის წინ ჩატარებული 2 თამაშით შენ ალბათ სერიოზულად იმსჯელებდი
ramo
გაუგებარია, რატომ არ იცნობ მეტოქეს? 2 წლის წინ 2 თამაში ჩაატარა მეტალურგთან, ნუთი ვიდეო არ არის შენახული? ან მახარაძეს მაინც კითხონ ან რუსთავის ფეხბურთელებს. ცარიელი ბლატაობით კიდევ შევრცხვებით.
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა