ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ჩემპიონთა ლიგის 2012/13 წლების სეზონი ოფიციალურად გახსნილია! ბრძოლაში ჯერ ის 6 კლუბი ჩაება, რომელთაც ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვთ. I საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ სამი წყვილია, სამიდან ორში კი ბრძოლა არც ყოფილა.

მალტის ჩემპიონმა "ვალეტამ" ანდორული "ლუზიტანსი" 8:0 გაანადგურა. აქ კი ჩვენი ნაკრებისთვის ავად ნაცნობი მაიკლ მიფსუდი უნდა ვახსენოთ. 31 წლის ფორვარდმა ანდორელი მოყვარულების კარში პოკერი შეასრულა. ასევე, ყველაფერი გადაწყდა "დუდელანჟისა" და "ტრე პენეს" მატჩშიც - 7:0.

სან მარინოელთათვის ლუქსემბურგული კლუბი გრანდის ტოლფასი აღმოჩნდა. სხვათა შორის, დიდიე ფილიპსის გუნდმა 7-დან 5 გოლი მეორე ტაიმში გაიტანა.

აი, ჩრდილოირლანდიური "ლინფილდისა" და ფარერული "ტორსჰავნის" დაპირისპირებაში ყველაფერი 10 ივლისს კუნძულებზე გადაწყდება. პირველი მატჩი 0:0 მორჩა. ირლანდიელთა უპირატესობა გოლებში სტუმარი მეკარის, მეინჰარდტ იოენსენის ყოჩაღობის წყალობით არ აისახა.

ევროპალიგაც დაიწყო

გაიმართა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩიც (დანარჩენი წყვილები დღეს ითამაშებენ). ბელარუსის "გომელმა" სტუმრად 6:0 გაანადგურა ფარერების "ვიკინგური".

აღსანიშნავია, ალიაქსანდრ ჰლების ძმის, ვიაჩესლავის დუბლი. მაკედონიურმა "შკიონდიამ" კი შინ ვერაფერი მოუხერხა ჩრდილოირლანდიურ "პორტდაუნს" - 0:0.

ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი

ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია)-ტორსჰავნი (ფარერები) 0:0

დუდელანჟი (ლუქსემბურგი)-ტრე პენე (სან მარინო) 7:0

გოლები: 1:0 მელისე (25), 2:0 ბენზუიენი (29), 3:0 ლეგროსი (47), 4:0 ჟოაკიმი (51), 5:0 ბენზუიენი (53), 6:0 დ'ორსი (78 ს.კ.), 7:0 ჟოაკიმი (93)

ვალეტა (მალტა)-ლუზიტანსი (ანდორა) 8:0

გოლები: 1:0 ჯ. კარუნა (4), 2:0 მიფსუდი (10), 3:0 ჯონათანი (17), 4:0 მიფსუდი (18), 5:0 ჯონათანი (28), 6:0 მიფსუდი (45), 7:0 მიფსუდი (70), 8:0 ე. აგიუსი (72)

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი

ვიკინგური (ფარერები)-გომელი (ბელარუსი) 0:6

გოლები: 0:1 ვ. ჰლები (53), 0:2 ვ. ჰლები (55), 0:3 ვორონკოვი (57), 0:4 ალექსიევიჩი (58), 0:5 კაშევსკი (69), 0:6 ლევიცკი (80)

შკიონდია (მაკედონია)-პორტდაუნი (ჩრდ. ირლანდია) 0:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა