კლუბის ახალი სპორტული დირექტორის მიზანია, რეკორდმაისტერი რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს გერმანული საკლუბო ფეხბურთისა და/ან ევროპის მწვერვალზე
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მათიას ზამერი ახალი სპორტული დირექტორის რანგში ოფიციალურად წარადგინეს.

ზამერის მიზანია, რეკორდმაისტერი რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს გერმანული საკლუბო ფეხბურთისა და/ან ევროპის მწვერვალზე.

"დრო ცოტაა, საქმე კი ბევრი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. განსაკუთრებულ ცაიტნოტში პირველი გუნდია, რომელიც ვალდებულია, ყოველთვის და ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. რაც შეეხება მეორე და ბავშვთა გუნდებს, აქ დრო საკმარისია და მაგრად ვიმუშავებთ," - განაცხადა 1996 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ზამერმა მისი წარდგენისადმი მიძღვნილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

შედეგი, რაც შეიძლება, სწრაფად

ზამერმა რეკორდმაისტერთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ჯერ კიდევ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტულ დირექტორად დანიშვნამდე შევუთანხმდი პრეზიდენტს, რომ თუ ოდესმე "ბაიერნში" დამიძახებდნენ და მეც თანახმა ვიქნებოდი, უპრობლემოდ გამიშვებდაო: "ბაიერნში" რომელიმე საპასუხისმგებლო პოსტის შეთავაზება გერმანულ ფეხბურთში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებული შემთხვევაა.

მინდა, გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვოლფგანგ ნირსბახს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ პრობლემები არ შემიქმნა და მიუნხენში გამომიშვა," - აღნიშნა ზამერმა, რომელიც აქამდე სწორედ საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი გახლდათ.

მიუნხენში მათიას ზამერის უმთავრესი მისია "ბაიერნის" სწორ და წარმატებულ გზაზე დაბრუნებაა. რაკი ბუნდესლიგის ბოლო ორი სეზონი დორტმუნდის "ბორუსიამ" მოიგო, რეკორდმაისტერი კი ბოლო 16 წლის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ პირველად დარჩა ჩემპიონობის გარეშე, მათიასს უნდა, რომ კლუბში გარდატეხა შეიტანოს. მისი თქმით, ფეხბურთელები თავს ვეღარაფრით გაიმართლებენ.

ზამერი: წუწუნი არავინ გამაგონოს!

"არცერთ ალიბის არ მივიღებ და ვერც იმას ავიტან, რომ ფეხბურთელებმა იწუწუნონ. პირველივე დღიდან სერიოზული მუშაობაა საჭირო," - თქვა ზამერმა და ამით, პირველ რიგში, იმ ფეხბურთელებს შეუტია, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ და ამის გამო ხანგრძლივ შვებულებებს ითხოვენ.

ზამერი: "სამი კვირა აბსოლუტურად საკმარისი დროა იმისათვის, რომ ფეხბურთელმა ფიზიკურად და მენტალურად კარგად დაისვენოს და სამუშაო წლის დასაწყისს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

შვებულება მეტად არავის გაუხანგრძლივდება და ვერავინ გაბედავს დაწუწუნებას, საკმარისად ვერ დავისვენეო.

როცა გუნდს ლიდერებიც შეუერთდებიან, პირველივე ვარჯიშიდან მაქსიმალურად უნდა დაიტვირთონ და დაგვანახვონ, რომ "ბაიერნში" თამაშს იმსახურებენ. პირადად მე, აქტიური სპორტული კარიერის დროს სამკვირიანი შვებულებაც კი არასდროს მქონია და მიუხედავად ამისა, არასდროს მიწუწუნია!"

ზამერის უფლება-მოვალეობები "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა რუმენიგემ განმარტა, რომლის თქმით, მათიასი რეკორდმაისტერის ყველა გუნდს, სამწვრთნელო შტაბს, ბავშვთა გუნდებსა და სკაუტებს გააკონტროლებს. რუმენიგემ ზამერს უმნიშვნელოვანესი ფიგურა უწოდა და თქვა, მათიასი ამიერიდან "ბაიერნის" გულიაო.

აღსანიშნავია, რომ ზამერს "ბაიერნში" მეცნიერი, დოქტორი კარსტენ შუმანი მიჰყავს, რომელიც მათიასს ყველგან დაჰყვებოდა (შტუტგარტი, დორტმუნდი, გერმანიის საფეხბურთო კავშირი), ბოლოს კი მათ ერთად დაწერეს წიგნი სათაურით "გრძელი გზა წარმატებისკენ - გერმანიის საფეხბურთო კავშირის განათლების კონცეფცია".

მათიასი მწვრთნელობას გამორიცხავს

"ბაიერნში" მათიასის მოულოდნელი დანიშვნის შემდეგ გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები მას მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის შემცვლელად ამზადებენო.

როგორც იცით, ჰაინკესს ბავარიელებთან კონტრაქტი გაისად უმთავრდება და ჰიონესსა და რუმენიგეს ახალი მწვრთნელი ჰყავთ მოსაძებნი. პრესკონფერენციის მიწურულს ზამერი ამ მითქმა-მოთქმასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ მწვრთნელად მუშაობას არ აპირებს.

"ბაიერნს" ახლა ძალიან გამოცდილი და ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი წვრთნის. დღეს, პირველივე ვარჯიშზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჰაინკესი გენიალური მწვრთნელია. მე მას ასპროცენტიან ნდობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. პირადად მე მწვრთნელობა არ მინდა," - განაცხადა "ბაიერნის" ახალმა სპორტულმა დირექტორმა.

პირველი ვარჯიში ევროელების გარეშე

პრესკონფერენციამდე ბავარიელებმა ახალი, ბუნდესლიგის 50-ე სეზონისთვის მზადება დაიწყეს - გასული სეზონის შემდეგ ჰაინკესმა გუნდი პირველად ავარჯიშა. ზამერი ფეხბურთელებს რუმენიგემ წარუდგინა.

ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალიდან 45 დღის შემდეგ "დონ იუპის" განკარგულებაში საკმაოდ ცოტა ფეხბურთელი იყო, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე მოთამაშეები ჯერ კიდევ შვებულებაში არიან.

ევროელთაგან "ბაიერნში" ჯერ ახალწვეული მარიო მანჯუკიჩი ("ვოლფსბურგისგან" იყიდეს) და სხვა ლეგიონერები (ფრანკ რიბერი, არიენ რობენი) დაბრუნდებიან, მერე კი გუნდს გერმანიის ნაკრების ბაიერნელი ფეხბურთელებიც შეუერთდებიან.

სამაგიეროდ, პირველ ვარჯიშზე მიუნხენური გრანდის ფანებს სხვა ახალწვეულების ხილვის საშუალება მიეცათ: ჯერდან შაჩირიმ (ბაზელიდან), დანტემ (გლადბახიდან), მეკარე ტომ შტარკემ (ჰოფენჰაიმიდან), ნიჭიერმა მიტჩელ ვაიზერმა (კიოლნიდან) და კლაუდიო პისარომ (ვერდერიდან) ჰაინკესის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშეს.

გუნდთან ერთად ვარჯიშობენ მოყვარულებიდან გადმოყვანილი მოთამაშეებიც: ემრე ჩანი და ლუკას რედერი.

ივლის-აგვისტოში ბავარიელები გაძლიერებას კიდევ გეგმავენ და ახლა უკვე საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ "ბაიერნს" ბილბაოს "ატლეტიკის" უნიჭიერესი ნახევარმცველის, ხავი მარტინესის გადაბირება უნდა. თუმცა ბასკები ამ უკანასკნელს 40 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც მიუნხენში ეძვირებათ.

ექვსი კვირა დორტმუნდთან მატჩამდე

მოკლედ, მწვრთნელ ჰაინკესს ზუსტად 6 კვირა აქვს იმისათვის, რომ გუნდი დორტმუნდის "ბორუსიასთან" მორიგი პრინციპული მატჩისთვის მოამზადოს - შეგახსენებთ, რომ გერმანიის სუპერთასისთვის ბრძოლა 12 აგვისტოს, მიუნხენში გაიმართება.

ეს რეკორდმაისტერისთვის ახალი სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი იქნება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ კი მიუნხენელები გერმანიის თასის პირველ რაუნდში მეორე ბუნდესლიგაში აღზევებულ "იან რეგენსბურგს" შეხვდებიან.

გერმანიის ჩემპიონატი 25 აგვისტოს იწყება და "ბაიერნი" პირველ ტურში ელიტაში აღზევებულ "ფიურტს" უნდა შეხვდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა