ცნობილი სამხრეთაფრიკელი მორბენალი-ამპუტანტი ოსკარ პისტორიუსი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანეს
ცნობილი სამხრეთაფრიკელი მორბენალი-ამპუტანტი ოსკარ პისტორიუსი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანეს და ის ლონდონის თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. პისტორიუსი, რომელმაც მუხლს ქვემოთ ფეხები ბავშვობაში დაკარგა, პირველი სპორტსმენი იქნება ოლიმპიადების ისტორიაში, ვინც ამპუტირებული კიდურებით გავა სტარტზე.

პისტორიუსმა, რომელიც მძლეოსნობაში სპეციალური პროთეზებით გამოდის, ვერ შეძლო პირად ჩათვლაში საკვალიფიკაციო ნორმატივის შესრულება.

სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატზე მან 400 მეტრი 45,32 წამში გაირბინა, ნორმატივი კი ზუსტად 45 წამს შეადგენდა. თუმცა სამხრეთ აფრიკის მძლეოსნობის ფედერაციამ გადაწყვიტა, პისტორიუსი მაინც შეიყვანოს ოლიმპიურ გუნდში 4x400 მეტრზე ესტაფეტაში მონაწილეობის მისაღებად.

2011 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, პისტორიუსმა ვერცხლის მედალი მოიგო ესტაფეტაში. მან წინასწარ გარბენებში მიიღო მონაწილეობა, ფინალში კი ის მწვრთნელმა არ დააყენა ოთხეულში.

პისტორიუსი 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზეც აპირებდა გამოსვლას, მაგრამ ვერც მაშინ შეასრულა ნორმატივი.

ოთხი წლის წინ სამხრეთ აფრიკის მძლეოსნობის ფედერაციამ უარი თქვა ესტაფეტაში ოსკარის გამოსვლაზე. ასევე წინააღმდეგი იყო მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია, რომელსაც მიაჩნდა, რომ პროთეზები პისტორიუსს კონკურენტებზე უპირატესობას აძლევდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა