სპორტული მსაჯების სუბიექტური გადაწყვეტილება არ გახლავთ საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად

გადაწყდა, რომ ფილიპინელი მენი პაკიაოსა და ამერიკელი ტიმოტი ბრედლის ბრძოლის შედეგის გამო კრიმინალური გამოძიება არ შედგება.

შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს პაკიაომ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დათმო საჩემპიონო შეხვედრა ტიმოტი ბრედლის წინააღმდეგ და ამ შეხვედრის შედეგმა აღშფოთება გამოიწვია მთელ საკრივო სამყაროში.

ნევადას შტატის პროკურორმა კატრინ კორტეს მასტომ დაკითხა ბრძოლის რეფერი და კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ბრძოლის ორგანიზებაზე. ამის შემდეგ პროკურორმა გადაწყვიტა, რომ არ გააჩნდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი.

"სპორტული მსაჯების სუბიექტური გადაწყვეტილება არ გახლავთ საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად. ვერ აღმოვაჩინეთ თუნდაც ერთი ფაქტი, რომელიც იმ შეხვედრაში კანონის დარღვევაზე მიგვანიშნებდა", - წერია პროკურორის ოფიციალურ განცხადებაში.

უფრო ადრე მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციამ (WBO) ხუთ დამოუკიდებელ არბიტრს დაავალა ბრძოლის შედეგის შემოწმება და ექსპერტთა შეფასებით, იმ ბრძოლაში გამარჯვება პაკიაომ მოიპოვა, მაგრამ შეხვედრის შედეგის შეცვლა WBO-ს არ შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა