თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის სატრანსფერო უფლებები დღემდე "ვოლგას" ეკუთვნის
რუსეთში საფეხბურთო სეზონისათვის მზადება პირველი ლიგის კლუბებმაც დაიწყეს და ცნობილი გახდა, რომ პირველი ლიგის "ხიმკი" 12-მა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. მათ შორის არის გუნდის კაპიტანი, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი ნავალოვსკი.

როგორც შემდეგ გაირკვა, ნავალოვსკი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" დაბრუნდა.

დიახ, ეს მოულოდნელი ამბავია, მაგრამ, თურმე, გიორგის სატრანსფერო უფლება დღემდე "ვოლგას" ეკუთვნის. "ხიმკიში" იჯარის ვადა დაუსრულდა და ნიჟნინოვგოროდელებმა მისი გახანგრძლივება არ ისურვეს.

გიორგი საერთაშორისო ინტერნეტ-სააგენტოებმა უკვე "ვოლგას" განაცხადში შეიყვანეს. ნიჟნელებმა სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი საკუთარ ქალაქში დაიწყეს, შემდეგ კი თურქეთში გადაინაცვლეს.

გაჯი გაჯიევის გაწვრთნილებმა სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს - ირანის "სეპაჰანთან" (1:1), რუმინულ "ვიტორულთან" (1:0) და სოფიის ცსკა-სთან (2:1), მაგრამ გიორგის არცერთი მატჩი უთამაშია, საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა კი სამივე მეტოქესთან მოედანზე იყო.

სახალისო ფაქტია: ბულგარელებთან შეხვედრისას "ვოლგაში" მე-11 ნომრით მოასპარეზე ფეხბურთელს მაისურაზე ვაწაძე ეწერა, მაგრამ ცხადია, ეს შეცდომა იყო - მათე გორის "დილაშია", თუმცა ნიჟნელთა ფორმაზე მისი გვარი დღემდეა ამოტვიფრული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა