უიმბლდონის ქალთა ტურნირზე პოლონურ-ამერიკული დაპირისპირება შედგება

5 ივლისს უიმბლდონზე ქალთა ნახევარფინალების დღე იყო. პირველები ცენტრალურ კორტზე აგნიეშკა რადვანსკა და ანჟელიკ კერბერი გავიდნენ.

გერმანელმა იცოდა, როგორ ეთამაშა პოლონელის წინააღმდეგ, რადგან ორჯერ ჰყავდა დამარცხებული თავისი მეტოქე, მათ შორის, შარშანდელ ამერიკის ღიაზე; მაგრამ აგნიეშკამ ამ სეზონში მკვეთრად გააუმჯობესა თამაში და ამ უიმბლდონის შედეგების მიხედვით, მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტულს უმიზნებს.

გერმანელმა ეს შეხვედრაც აგრესიულად დაიწყო და სტარტზევე ბრეიკი გააკეთა, თუმცა უპირატესობა დიდი ხანი არ ჰქონია. თანდათან რადვანსკა დაეუფლა ინიციატივას და აღარ აძლევდა მეტოქეს შეტევის საშუალებას. 1:3-ის შემდეგ აგნიეშკამ მეტოქეს ერთი გეიმიც არ დაუთმო და პირველი სეტი 6:3 მოიგო.

მეორე სეტი კერბერმა ისევ დამაჯერებლად დაიწყო და პირველი ხუთი ქულა თავისი აქტიურობით მოიგო, მაგრამ აგნიეშკა არც ამჯერად დაბნეულა და მალე თამაში ძველ კალაპოტში დააბრუნა - ის მაქსიმალურად ურთულებდა ცხოვრებას კერბერს და ეს უკანასკნელი მეხუთე გეიმში თავის მოწოდებაზე შედრკა.

მართალია, შემდეგ გეიმში გერმანელს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ პოლონელმა ეს საფრთხე მოიგერია და დამაჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. ის პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში და პირველივე ცდაზე ფინალში გავიდა.

თუმცა გუშინდელი დღის მთავარი დაპირისპირება მეორე ნახევარფინალში შედგა, რომელშიც ერთმანეთს სერენა უილიამსი და ვიქტორია აზარენკა ხვდებოდნენ. ამერიკელი ურთიერთშეხვედრებში 7:1-ს უგებდა ბელარუსს. ამასთან, მათი ბოლო მატჩი მადრიდის ტურნირზე უილიამსმა ძალიან დამაჯერებლად - 6:1, 6:3 მოიგო. შესაბამისად, ფსიქოლოგიური უპირატესობა მის მხარეს იყო.

თავიდან აზარენკა ახერხებდა ამერიკელთან თანაბარ ბრძოლას, თუმცა მეტოქის მოწოდებაზე შანსი არ ჰქონდა, რადგან სერენა ეისს ეისზე აწოდებდა. აზარენკას გეიმებზე კი ყოველთვის ბრძოლა იყო. პირველ შემთხვევაში უილიამსმა მეექვსე გეიმში სცადა ბრეიკის გაკეთება, მაგრამ ბელარუსმა გაძლო. მერვე გეიმში კი მოსახდენი მაინც მოხდა - სერენამ პარტიაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და შემდეგ უპრობლემოდ ჩააწოდა სეტზე.

მეორე პარტიის დასაწყისში სერენას მოწოდებაზე მოულოდნელად ანგარიში "თანაბარი" დაფიქსირდა, მაგრამ ამას მოჰყვა ორი ისეთი მოწოდება, რომლის წინააღმდეგ ნებისმიერი ჩოგბურთელი უძლური იქნებოდა. და იქვე უილიამსმა ვიქტორიას მოწოდებაზე იყოჩაღა, თანაც, აზარენკაც დაეხმარა თავისი უზუსტობებით და ამერიკელმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. სერენამ ფორჰენდი ბრწყინვალედ შეასრულა და მატჩში მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება.

ამ მომენტში აშკარად ჩანდა, რომ ბრეიკის მიუხედავად, უილიამსს მატჩში პირველად დაეწყო ჩავარდნა. მისი ლიდერობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა - მეექვსე გეიმში აზარენკას პირველი ბრეიკ-პოინტი მან ეისით მოიგერია, მაგრამ მეორეზე შეცდომა დაუშვა. ბრეიკმა ბელარუსს დამაჯერებლობა შესძინა და მან ჯერ ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, შემდეგ კი ყოველგვარი ნერვული დაძაბულობის გარეშე მიაღწია ტაი-ბრეიკამდე.

მე-13 გეიმში მთავარი შანსი ვიქტორიას 5:5-ზე ჰქონდა, მაგრამ ფორჰენდის შესრულებისას შეცდა და მინი-ბრეიკი ვერ გააკეთა. 6:6-ზე კი აზარენკამ პირველად დაკარგა ტაი-ბრეიკზე საკუთარი მოწოდება - მარცხნიდან დარტყმა ბადეს ვერ გადააცილა. უილიამსმა მეტოქეს გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა - მატჩში 24-ე ეისი (WTA-ს რეკორდის გამეორება და უიმბლდონის ახალი რეკორდი) ჩააწოდა.

ასე რომ, ხვალ, ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან აგნიეშკა რადვანსკა და სერენა უილიამსი. ბრძოლა WTA-ს პირველი ადგილისთვის გრძელდება. პოლონელმა ფინალში გასვლით გაასწრო მარია შარაპოვას და პირველად გახდა კლასიფიკაციის მეორე ნომერი. ხოლო თუ ფინალს მოიგებს, ორშაბათიდან ქალთა ჩოგბურთის ახალი ლიდერი გახდება. სერენა კი შეეცდება, მეხუთედ მოიგოს უიმბლდონი და ამ მაჩვენებლით თავის უფროს დას - ვენუსს გაუტოლდეს.

1/2-ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი, 3)-ანჟელიკ კერბერი (გერმანია, 8) 6:3, 6:4

სერენა უილიამსი (აშშ, 6)-ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი, 2) 6:3, 7:6(6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დიდი მატჩი - როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ბალახზე პირველად შეხვდებიან

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
პსჟ დიდი ტრანსფერისთვის ემზადება - ინგლისის ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს