ფლორიან მაიერთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერბ ჩოგბურთელს მომავალ ნახევარფინალზე უსვამდნენ კითხვებს
ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ფლორიან მაიერის მეოთხედფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სერბ ჩოგბურთელს არა განვლილ მატჩზე, არამედ როჯერ ფედერერთან მომავალ ნახევარფინალზე უსვამდნენ შეკითხვებს...

- რას ფიქრობთ ამ დიდი მატჩის წინ?

- ნებისმიერი მატჩი როჯერთან, რაფასთან ან რომელიმე ტოპ-მოთამაშესთან - ეს ახალი გამოწვევაა. როჯერმა დიდი დრო გაატარა მწვერვალზე. გარდა ამისა, აქ ექვსი ტიტული მოიპოვა და ახლა უნდა დაუმტკიცოს საკუთარ თავს და ყველას, რომ კიდევ ერთხელ შეუძლია ამის გაკეთება.

ბოლო მატჩი მან ძალიან სწრაფად და იოლად მოიგო.

ვნახოთ, ამჯერად რა გამოვა. მჯერა, რომ კარგად ვთამაშობ, მაგრამ მოსაგებად ორივეს გვჭირდება საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენება.

- უკვე ოცდამეშვიდედ ხვდებით როჯერს, მაგრამ პირველად ითამაშებთ ბალახზე. ეს რამეს ცვლის?

- თავისი მოჭრილი დარტყმებით ის უკეთ იყენებს ბალახის კორტის თავისებურებებს. მას საკმაოდ გონივრულად აქვს დაყენებული თამაში ამ საფარზე. თუმცა მეც უკეთ დავიწყე თამაში ბალახზე. შარშან აქ ტიტული მოვიგე, წელს უკვე ნახევარფინალში ვარ. მოკლედ, თავს კარგად ვგრძნობ. დასაკარგი არაფერი მაქვს და შევეცდები მოგებას.

- გასაგებია, რომ ახლა უიმბლდონზე ხართ კონცენტრირებული, მაგრამ რამდენად განსაკუთრებულია ეს ტურნირი ოლიმპიადის ფონზე, რომელიც სამ კვირაში დაიწყება?

- დიახ, ახლა მომავალ ნახევარფინალზე მეტად არაფერი მაინტერესებს. თან უიმბლდონი საუკეთესო ტურნირია ჩვენს სახეობაში. მინდა აქ კარგად გამოვიდე და მოვიგო დარჩენილი ორი მატჩი. ოლიმპიადაზე კი შემდეგ ვიფიქრებ. თუმცა მოხარული ვარ, რომ ოლიმპიური თამაშები ამ კორტებზე გაიმართება.

- მთელი ცხოვრება ოცნებობდით უიმბლდონის მოგებაზე და შარშან მიზანს მიაღწიეთ. ახლა დაბრუნდით და ტიტულს იცავთ. რა განსხვავებაა პირველ მოგებასა და ჩემპიონობის დაცვას შორის?

- გააჩნია, ამ საკითხს როგორ შევხედავთ. მე არ ვცდილობ მაინცდამაინც ტიტულის დაცვას, უბრალოდ, ვებრძვი დარჩენილ მოთამაშეებს, რომლებიც ნახევარფინალში გავიდნენ. შარშან ტურნირის მოგებით ერთგვარი შვება ვიგრძენი, რადგან ადრე ბალახი არ მიიჩნეოდა ჩემთვის წარმატებულ კორტად, მაგრამ ახლა შესანიშნავად ვგრძნობ თავს ბალახის მოედანზე. წელს თავიდანვე კარგად ვთამაშობ და იმედი მაქვს, იგივე განწყობით გავაგრძელებ.

- შარშანდელთან შედარებით, თავს უფრო დამაჯერებლად გრძნობთ?

- შარშან სეზონის ამ მონაკვეთში უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, რადგან მხოლოდ ერთი მატჩი მქონდა წაგებული. თუმცა, ვფიქრობ, ახლაც ყველაფერი წესრიგშია.

- ბალახის კორტებზე თქვენი ჩოგბურთი შეიცვალა შარშანდელთან შედარებით?

- შარშან ჩემი საუკეთესო უიმბლდონი ვითამაშე ცხოვრებაში და იმ ჩოგბურთმა შესანიშნავი შედეგი მომიტანა. თუმცა ახლა ვცდილობ, უფრო აგრესიული ვიყო, გავაძლიერო მოწოდება და დარტყმები გადამწყვეტ მომენტებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბალახზე.

- ამ მატჩის წაგებით, შესაძლოა, დაკარგოთ პირველი ადგილი რეიტინგში. ეს ფაქტორი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ხომ არ იწვევს?

- ასეთ მეტოქესთან ამ სტადიაზე მატჩს ისედაც ბევრი ფაქტორი და ქვეტექსტი ახლავს. ასე რომ, ზეწოლა ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა. რეიტინგზე ბევრს არ ვფიქრობ. უბრალოდ, მინდა მაქსიმალურად ვიყო კონცენტრირებული მომავალ მატჩზე.

- მიგაჩნიათ, რომ ფსიქოლოგიური უპირატესობა გაქვთ როჯერზე იმის გამო, რომ ბოლო რვა მატჩში შვიდჯერ დაამარცხეთ ის?

- თითქმის ყველა მატჩი, რომელიც ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩავატარეთ, ძალიან დაძაბული იყო და მათი ბედი რამდენიმე გათამაშებით ირკვეოდა. ორი წლის განმავლობაში ამერიკის ღია პირველობაზე მატჩბოლებიდან გადარჩენა მიწევდა. მომავალ ნახევარფინალში დაძაბულ დუელს ველი. როგორც ვთქვით, მასთან ბალახზე არ მითამაშია. ასე რომ, ყველასთვის საინტერესო იქნება საბოლოო შედეგი.

- თქვენი აზრით, რა ადგილი უკავია როჯერს ჩოგბურთის ისტორიაში?

- ის ძალიან წარმატებულია ბოლო რვა-ცხრა წლის განმავლობაში - მარტო ეს არის საკმარისი. მას ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული "დიდი სლემის" ტურნირები. მე მგონი, გადამეტებული ნათქვამი არ იქნება, თუ როჯერს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელს ვუწოდებთ. მან მოიგო ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია და ამაზე გაჩერებას არ აპირებს. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. სხვა მოთამაშეებიც ასე არიან. მაგრამ ამასთან, ჩვენ ყველანი მეტოქეები ვართ. მე არ ვფიქრობ მის ადგილზე ისტორიაში და მის წარმატებებზე. როცა კორტზე გავდივარ, უბრალოდ, მინდა მოვიგო მატჩი.

როჯერ ფედერერი vs ნოვაკ ჯოკოვიჩი

ასაკი

30 (08.08.1981) - 25 (22.05.1987)

დაბადების ადგილი

ბაზელი (შვეიცარია) - ბელგრადი (სერბეთი)

სიმაღლე

185 სმ - 188 სმ

წონა

85 კგ - 80 კგ

კარიერა

1998 წლიდან - 2003 წლიდან

მოგება/წაგება

846/192 - 430/117

ტიტული

74 - 30

ჰონორარი

71 126 377$ - 37 672 100$

რეიტინგის ნომერი

3 - 1

ურთიერთშეხვედრები

ფედერერი-ჯოკოვიჩი 14:12

2012 საფრანგეთის ღია (გრუნტი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 6:4 7:5 6:3 (1/2)

2012 რომი (გრუნტი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 6:2 7:6(4) (1/2)

2011 დუბაი (ჰარდი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 6:2 6:1 (1/2)

2011 აშშ-ის ღია (ჰარდი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 6:7(7) 4:6 6:3 6:2 7:5 (1/2)

2011 საფრანგეთის ღია (გრუნტი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 7:6(5) 6:3 3:6 7:6(5) (1/2)

2011 ინდიან უელსი (ჰარდი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 6:3 3:6 6:2 (1/2)

2011 დუბაი (ჰარდი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 6:3 6:3 (ფინალი)

2011 ავსტრალიის ღია (ჰარდი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 7:6(3) 7:5 6:4 (1/2)

2010 ლონდონი (ჰარდი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 6:1 6:4 (1/2)

2010 ბაზელი (ჰარდი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 6:4 3:6 6:1 (ფინალი)

2010 შანხაი (ჰარდი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 7:5 6:4 (1/2)

2010 აშშ-ის ღია (ჰარდი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 5:7 6:1 5:7 6:2 7:5 (1/2)

2010 ტორონტო (ჰარდი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 6:1 3:6 7:5 (1/2)

2009 ბაზელი (ჰარდი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 6:4 4:6 6:2 (ფინალი)

2009 აშშ-ის ღია (ჰარდი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 7:6(3) 7:5 7:5 (1/2)

2009 ცინცინატი (ჰარდი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 6:1 7:5 (ფინალი)

2009 რომი (გრუნტი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 4:6 6:3 6:3 (1/2)

2009 მაიამი (ჰარდი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 3:6 6:2 6:3 (1/2)

2008 აშშ-ის ღია (ჰარდი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 6:3 5:7 7:5 6:2 (1/2)

2008 მონაკო (გრუნტი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 6:3 3:2 უარი (1/2)

2008 ავსტრალიის ღია (ჰარდი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 7:5 6:3 7:6(5) (1/2)

2007 აშშ-ის ღია (ჰარდი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 7:6(4) 7:6(2) 6:4 (ფინალი)

2007 მონრეალი (ჰარდი) ჯოკოვიჩი-ფედერერი 7:6(2) 2:6 7:6(2) (ფინალი)

2007 დუბაი (ჰარდი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 6:3 6:7(6) 6:3 (1/4)

2007 ავსტრალიის ღია (ჰარდი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 6:2 7:5 6:3 (IV)

2006 დევისის თასი (ჰარდი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 6:3 6:2 6:3

2006 მონაკო (გრუნტი) ფედერერი-ჯოკოვიჩი 6:3 2:6 6:3 (I)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვინ გახდება უიმბლდონის გამარჯვებული: სერენა უილიამსი თუ აგნიეშკა რადვანსკა?

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!