დორტუმნდელთა თავკაცისთვის მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელებმა ვარჯიშებზეც სიამოვნება მიიღონ
გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში პირველი შეკრება დაიწყო.

დორტმუნდელებმა ტიროლში დასცეს ბანაკი, სადაც "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა პირველივე დღეს პრესკონფერენცია გამართა.

"დღეს კოცნის საერთაშორისო დღეა, მაგრამ ჩვენ საკმარისად დიდხანს გვქონდა შვებულება იმისათვის, რომ შეკრების პირველ დღეს კოცნაზე გვეფიქრა.

ესეც რომ არ იყოს, აქ მხოლოდ კაცები ვართ... თუმცაღა ერთმანეთი ძალიან გვიყვარს", - ტრადიციულად ენაკვიმატი გახლდათ იურგენი.

რაც შეეხება საქმეს და მთავარს: "ბორუსიას" თავკაცი ავსტრიაში შექმნილი პირობებით კმაყოფილია:

"შესანიშნავი პირობები გვაქვს - აქ ყველაფერი კარგია. მოედანი, რომელზეც ვარჯიში გვიწევს, იდეალურ მდგომარეობაშია, გარემო კი - ფანტასტიკური.

გუნდის მომზადება სწორედ ასეთ სიტუაციაში მინდოდა", - უთხრა კლოპმა ჟურნალისტებს და იქვე დასძინა, ჩვენი უპირველესი მიზანი ახლა ფეხბურთელების საბრძოლო კონდიციციაში დაბრუნებააო.

თუმცა კლოპი სხვა გერმანული კლუბების მწვრთნელებისგან განსხვავებით, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე კონდიციას და ფიზ-მომზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს. მისი მიზანი უცვლელია: იურგენისთვის მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელებმა ვარჯიშებზეც სიამოვნება მიიღონ.

4-ვარსკვლავიან სასტუმროში დორტმუნდელები კარგადაც ერთობიან - აუზი, საუნა, ტრენაჟორები და სპა მათ განკარგულებაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა