ყვითელი მაისურა ისევ ფაბიან კანჩელარას აქვს, რომელიც ბრედლი უიგინსს შვიდ წამს უგებს
ტურ დე ფრანსის მეხუთე ეტაპისგან ტიპიურ სპრინტერულ გარჩევებს ელოდნენ. საბოლოოდ, მოვლენები სწორედ ამგვარი სცენარით განვითარდა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან საინტერესო და დრამატული ფინალი ვიხილეთ.

სამწუხაროდ, ამჯერადაც იყო წაქცევები, რამაც გარკვეული როლი ითამაშა ფინიშზე ადგილების განაწილებაში.

ეტაპზე ტრადიციული გაქცევა ოთხმა ველომბროლმა მოაწყო. ამჯერად მათმა აქტიურობამ კინაღამ შედეგი გამოიღო. პელოტონს მაქსიმალური დაძაბვით მუშაობა მოუწია იმისთვის, რომ გაქცეულებს დაწეოდა. საბოლოოდ, ფინიშამდე 200 მეტრით ადრე მატიო ლადანიუ, პაბლო ურტასუნი, იან ჰისელინკი და ჟულიენ სიმონი პელოტონში ჩაიკარგნენ და ყველაფერი მზად იყო სპრინტერული ფინიშისთვის.

ფინიშამდე ორნახევარი კილომეტრით ადრე პელოტონის შუაში წაქცევა მოხდა და დაზარალდა ორი ძალიან კარგი სპრინტერი - ტომ ვეელერსი და ტაილერ ფარარი. კინაღამ იგივე ბედი ეწია წინა ეტაპის ტრიუმფატორს, გერმანელ ანდრე გრაიპელს, მაგრამ მან წონასწორობა შეინარჩუნა. გრაიპელმა დაახლოებით 40 პოზიცია დაკარგა, თუმცა მისმა გუნდმა “ლოტომ” იდეალურად იმუშავა და შესანიშნავად გაიყვანა შესატევ პოზიციაზე გერმანელი.

გრაიპელმაც ყველაზე სწორად შეარჩია შეტევის მომენტი და მშვიდად გაუსწორდა ყველა კონკურენტს, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონ მარკ კევენდიშს, რომელიც მეხუთე ადგილზე გავიდა.

ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა მეტიუ ჰოსმა, მესამეზე იყო ხუან ხოსე ხაედო.

ანდრე გრაიპელმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, სეზონში კი ეს მისი მე-15 მოგება იყო.

გენერალურ კლასიფიკაციაში კი არაფერი შეცვლილა - ყვითელი მაისურა ისევ ფაბიან კანჩელარას აქვს, რომელიც ბრედლი უიგინსს შვიდ წამს უგებს.

V ეტაპი

1. ანდრე გრაიპელი (გერმანია - Lotto-Belisol); 2. მეტიუ ჰოსი (ავსტრალია - Orica-GreenEdge); 3. ხუან ხოსე ხაედო (არგენტინა - SaxoBank-Tinkoff Bank); 4. სამუელ დუმოლენი (საფრანგეთი - Cofidis); 5. მარკ კევენდიში (ბრიტანეთი - Team Sky); 6. ტომ ვეელერსი (ჰოლანდია - Argos-Shimano); 7. ოსკარ ფრეირე (ესპანეთი - კატიუშა); 8. ალესანდრო პეტაკი (იტალია - Lampre-ISD); 9. სებასტიან ინო (საფრანგეთი - Ag2r La Mondiale); 10. იოან ჟენე (საფრანგეთი - Europcar)...

საერთო ჩათვლა

1. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია, RadioShack-Nissan); 2. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0,07; 3. სილვენ შავანელი (საფრანგეთი - Omega Pharma-Quick Step) - +0,07; 4. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +0,10; 5. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია - Team Sky) - +0,11; 6. დენის მენშოვი (რუსეთი - “კატიუშა”) - +0,13; 7. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +0,17; 8. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +0,18; 9. რეიდერ ჰესიედალი (კანადა - Garmin-Sharp) - +0,18; 10. ანდრეას კლიოდენი (გერმანია - RadioShak-Nissan) - +0.19...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა