7 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ბერნში სუპერმძიმე წონაში WBA-ის, WBO-სა და IBF-ის უკრაინელი ჩემპიონი ამერიკელ მოკრივეს დაუპირისპირდება
7 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ბერნში სუპერმძიმე წონაში WBA-ის, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო ამერიკელ ტონი ტომპსონს შეხვდება.

ეს მოკრივეები ოთხი წლის წინ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ უკრაინელმა მე-11 რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა. წელს ამერიკელი IBF-ის აუცილებელი პრეტენდენტი გახდა, რამაც მას რევანშის აღების საშუალება მისცა.

40 წლის ტომპსონი პირველი ამბიციური მეტოქე არ არის, რომელთანაც უმცროს კლიჩკოს მოუწია რინგზე გასვლა. თავისი ხანგრძლივი პროფესიული კარიერის განმავლობაში, უკრაინელმა 60 ბრძოლა ჩაატარა და 57 მოიგო, მათ შორის 50 - ნოკაუტით. ვლადიმერის ბოლო ბრძოლა 2012 წლის 3 მარტით თარიღდება – მაშინ უკრაინელმა ფრანგ ჟან-მარკ მორმეკს მეოთხე რაუნდში ნოკაუტით მოუგო.

ტომპსონმა პროფესიულ რინგზე 38 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 36 მოგება (24 - ნოკაუტით) მოდის. როგორც ვთქვით, ეს მოკრივეები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. ეს 2008 წელს გერმანიაში მოხდა. მაშინ ათი რაუნდი უკრაინელი დომინირებდა, ამას მოჰყვა ნოკდაუნი და შემდეგ ნოკაუტი მე-11 რაუნდში.

ამერიკელი, ისევე როგორც ოთხი წლის წინ, ამჯერადაც დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში. "მე მაქვს ამ ბრძოლისთვის გეგმა. და ვფიქრობ, ეს გადამწყვეტ როლს ითამაშებს”, - განაცხადა ამერიკელმა მოკრივემ.

თავის მხრივ, კლიჩკომ განაცხადა, რომ არ აქვს ტომპსონთან ხელმეორედ შეხვედრის სურვილი.

"უკეთესი იქნებოდა, ვინმე სხვასთან მეჩხუბა, ვისაც ჯერ რინგზე არ შევხვედრივარ. მაგრამ არჩევანი არ მქონდა.

მე ტიტულები უნდა დავიცვა. ტონი ჩემს მეტოქედ არ დამინიშნავს. მან თავად გაიკვლია გზა აუცილებელი პრეტენდენტის სტატუსისკენ”, - ამბობს უმცროსი კლიჩკო.

რაც შეეხება ბუკმეიკერთა ფსონებს, აშკარა ფავორიტად უკრაინელი მოკრივე მიიჩნევა. ყველა დარწმუნებულია, რომ კლიჩკო უპრობლემოდ შეინარჩუნებს თავის ტიტულებს.

6 ივლისს, აწონვის ტრადიციული ცერემონია გაიმართა და უკრაინელი მეტოქეზე ორი კილოგრამით მძიმეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა