კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროტურნირებზე აზერბაიჯანული კლუბების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ბაქოს "ინტერმა" შთამბეჭდავად დაიწყო: კახა ცხადაძისა და ზაურ სვანაძის გაწვრთნილებმა გასვლაზე ესტონური "ტრანსი" 5:0 დაამარცხეს, რაც ევროტურნირებზე აზერბაიჯანული კლუბების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება აღმოჩნდა.

აზერბაიჯანელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ, ილია კანდელაკმა, გიორგი ადამიამ და მთავარი მწვრთნელის ვაჟმა, ბაჩანა ცხადაძემ, სათადარიგოთა შორის მხოლოდ მეკარე რევაზ თევდორაძე იყო.

"ინტერის" ხუთი გოლიდან სამი ქართველებმა გაიტანეს - ადამიამ ერთი, ცხადაძემ კი დუბლი შეასრულა.

გასვლაზე დამაჯერებელი გამარჯვებისა და ფაქტობრივად, შემდეგ ეტაპზე გასვლის მიუხედავად, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თვითკმაყოფილებას არ მისცემია.

"ცხადია, გამარჯვებით გახარებული ვარ. ამავე დროს უნდა ვაღიარო, რომ ასეთ შედეგს არ ველოდი და არც გამანადგურებელი ანგარიშით მოგებისთვის ვემზადებოდით. მაგრამ ბიჭებით კმაყოფილი ვარ, ახალწვეულებმა კი ძალიან კარგად ითამაშეს.

ერთის მხრივ, ისინი იმიტომაც დავიმატეთ, რომ "ინტერის" თამაში გაეძლიერებინათ. მეორეს მხრივ, გამოჩნდა, რომ ისინი ჩვენს სქემას წარმატებით მოერგნენ.

და მაინც, 5:0-ის მოგებაც არ მეტყველებს, რომ "ინტერი" უნაკლოდ თამაშობს. გუნდის ძალას ასეთი შეხვედრით ვერ განვსაზღვრავთ. ისიც სათქმელია, რომ მეტოქის თამაში კარგად გავაანალიზეთ.

სასიამოვნოა, რომ ჩემმა გაწვრთნილმა კლუბმა აზერბაიჯანის ისტორიაში ევროთასებზე ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

"ინტერი" ცდილობს, საერთაშორისო სარბიელზე ქვეყანა ღირსეულად წარადგინოს", - ამბობს ცხადაძე.

დუბლის ავტორი ბაჩანა ცხადაძე კი მადაზე მოვიდა:

"შეკრებაზე ცოტა გაგვქონდა და საგოლე მადა ამიტომაც გაგვეზარდა. მიმაჩნია, რომ მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგალითად, მე ყველა მომენტი ვერ გამოვიყენე. მაგრამ ეს შედეგიც გვაკმაყოფილებს.

მეორე შეხვედრას მაინც მობილიზებულები უნდა შევხვდეთ, რადგან აზერბაიჯანის პრესტიჟსა და რეიტინგზე უნდა ვიფიქროთ.

იმედია, ბაქოში განმეორებით შეხვედრაშიც ბევრს გავიტანთ და ამას მეც მოვახერხებ".

"ინტერის" პრეზიდენტი გიორგი ნიკოლოვი შედეგით გაოცებული დარჩა:

"ევროპის ლიგის შეხვედრას მოუთმენლად ველოდი. მეტოქეს ფრთხილად ვეკიდებოდი და მიმაჩნია, რომ სულაც არ არის სუსტი მეტოქე. მაგრამ ჩვენებმა მასპინძლებს გასაქანი არ მისცეს".

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ინტერი" ბერძნულ "ასტერასს" შეხვდება, რომლის მთავარი მწვრთნელი გეორგიოს ხერიდისი მატჩს დაესწრო და ცხადაძის გუნდი მოეწონა:

"არ მეგონა, "ინტერი" "ტრანსს" ასე იოლად თუ დაამარცხებდა. აზერბაიჯანული კლუბი ძალიან მომეწონა. გამოვარჩევდი ადამიასა და გიორგიევსკის. ისინი ძალიან სახიფათოები არიან, განსაკუთრებით, ადამია".

შთამბეჭდავი ინტერი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აზერბაიჯანი მხოლოდ ქართველთა "ინტერმა" არ შეარცხვინა

რატომ თქვა გიორგი ადამიამ უარი ლენქორანის "ხაზარში" ბევრად მაღალ ხელფასზე

რატომ არ დაბრუნდა გიორგი ლომაია თბილისის "დინამოში"?

"აზერისპორტი": ბაჩანა ცხადაძემ დაამტკიცა, რომ ბაქოს "ინტერში" მამის გამო არ ათამაშებენ

"აზერბაიჯანულ ფეხბურთს კახა ცხადაძისნაირი ადამიანები სჭირდება!"

კახა ცხადაძე: "ღირს კი ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანში ჩემი დარჩენა?"

"კახა ცხადაძემ აზერბაიჯანში მოქცევა უნდა ისწავლოს!"

azerisport.com: კახაბერ ცხადაძის "საქმენი საგმირონი" აზერბაიჯანში

"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა