სუმოს ისტორიაში ქართველთათვის ყველაზე წარმატებული ბაშო დასრულდა: პირველად სამმა ჩვენებურმა უმაღლეს დივიზიონში სუპერტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულა: 22 წლის ლევან გორგაძემ მიზანს მიაღწია - კომუსუბის ტიტული პირველივე ცდაზე დაიბრუნა, ხოლო 23 წლის თეიმურაზ ჯუღელმა პირადი რეკორდი დაამყარა

სუმოს ისტორიაში ქართველთათვის ყველაზე წარმატებული ბაშო დასრულდა: პირველად სამმა ჩვენებურმა უმაღლეს დივიზიონში სუპერტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულა: 22 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მიზანს მიაღწია - კომუსუბის ტიტული პირველივე ცდაზე დაიბრუნა, ხოლო 23 წლის თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) პირადი რეკორდი დაამყარა, 10 შეხვედრა მოიგო; რეიტინგში წინ წაიწევს 29 წლის ლევან ცაგურიაც (კოკაი)...

შემოდგომის ბაშოს უკანასკნელ დღეს ტოჩინოშინი ლამის უკვე კომუსუბის რანგში გავიდა დოჰიოზე, რადგან რამდენიმე წუთით ადრე მისი უშუალო კონკურენტი კოტოშოგიკუ დამარცხდა და მე-10 "ქულას" ვერ შეწვდა. ჩვენებურმა, ყოველი შემთხვევისთვის, თავისი მიღწევა მე-9 გამარჯვებით გაამყარა, იორიკირით ექს-კომუსუბი შიმოტორის მოუგო. ლევანმა ბაშო 9-6 ბალანსით დაასრულა და კისენოსატოსგან გამოთავისუფლებულ ტიტულს მიიღებს. მართალია, პირველი ქართველი კომუსუბი კოკაი იყო, თანაც "შავმა ზღვამ" ორი ბაშო გაძლო ამ რანგში, მაგრამ ტოჩინოშინი პირველი ქართველია, რომელმაც დაკარგული ტიტული დაიბრუნა.

კოკაიმ ბაშოს ბოლოს ვეღარ იჭიდავა სათანადოდ, ბოლო ექვსი ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი მოიგო, თუმცა ის ერთიც საკმარისი გამოდგა დადებითი ბალანსისთვის - 8-7. ბოლო დღეს "შავი ზღვა" ჩინელ სოკოკურაისთან დამარცხდა.

გაგამარუს ბოლო ბრძოლა თვალსასეირო სანახავი გამოდგა - ორცენტნერიანმა ქართველმა ელიტის ყველაზე მსუბუქი სუმოისტი ჰაკუბა ორ წამში მოისროლა დოჰიოდან, ხუმრობა ხომ არ არის წონაში 78-კილოიანი სხვაობა! გაგამარუმ ბაშო 10-5 ბალანსით დაასრულა და ოძეკი კოტოოშუსა და ტამავაშისთან ბაშოზე მეხუთე ადგილი გაიყო.

დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ ზედიზედ მეოთხე ბაშო მოიგო დაუმარცხებლად. მონღოს აგერ უკვე 62 ორთაბრძოლაა, არ წაუგია. ჰაკუჰომ იმპერატორის თასი კარიერაში მე-16-ედ მიიღო.

მანამდე, შაბათს, ტოჩინოშინმა უვატენაგეს ილეთით დასცა მე-12 მაეგაშირა ტაკეკაძე და ამით თავად კაჩი კოში მოიპოვა, ხოლო დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს უკანასკნელი კონკურენტიც ჩამოაცილა. ქართული სუმოს პიონერი კოკაი ახალგაზრდა თანამემამულე გაგამარუს ხვდებოდა, გაგამარუმ წამებში განდევნა "შავი ზღვა" დოჰიოდან.

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

XIV დღე: ჰაკუჰო-კოტოოშუ (იორიკირი), ბარუტო-ჰარუმაფუჯი (ცუკიდაში), კაიო-კისენოსატო (იორიკირი), ტოჩიოძანი-ჰაკუბა (იორიკირი), არანი-ტოკუსეგავა (ოშიდაში), ამინიშიკი-კაკურიუ (ცუკიოტოში), ვაკანოსატო-მოკონამი (უვატენაგე), ბუშუიამა-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ტაკეკაძე (უვატენაგე), ჰომაშო-ტაკამისაკარი (იორიკირი), სოკოკურაი-კიოკუტენჰო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-იოშიკაძე (ოშიდაში), ასასეკირიუ-ტოჩინონადა (უვატენაგე), ტოსაიუტაკა-კასუგაო (იორიკირი), კიტატაიკი-ტოიოძაკურა (ოშიდაში), გაგამარუ-კოკაი (იორიკირი), კიმურაიამა-კაკიძოე (ოშიდაში), შიმოტორი-ტამავაში (ცუკიოტოში), კოტოკასუგა-ტოსანოუმი (შიტადედაშინაგე), კორიუ-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი).

ბოლო დღე: ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კოტოოშუ- ბარუტო (იორიკირი), არანი- კაიო (იორიკირი), ტოჩიოძანი-ასასეკირიუ (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ამინიშიკი (ოშიდაში), კაკურიუ-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), ტოკუსეგავა-ტოკიტენკუ (იორიკირი), ვაკანოსატო-ტოსაიუტაკა (სუკუინაგე), ჰომაშო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოჩინოშინი-შიმიტორი (იორიკირი), ტაკეკაძე-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ტაკამისაკარი-კაკიძოე (იორიტაოში), გაგამარუ-ჰაკუბა (ოშიდაში), მოკონამი -კიოკუნანკაი (უვატენაგე) , ტამავაში-კიტატაიკი (ცუკიდაში), სოკოკურაი-კოკაი (იორიკირი), კოტოკასუგა-კიმურაიამა (ოშიდაში), ბუშუიამა-ტოსანოუმი (იორიკირი), კორიუ-ტოიოძაკურა (ჰატაკიკომი), ტოჩინონადა-კასუგაო (იორიტაოში).

საბოლოო მდგომარეობა

15-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა)

12-3: ტაკეკაძე (მაეგაშირა 12)

11-4: ტოჩიოძანი (სეკივაკე), იოშიკაძე (მ 11)

10-5: კოტოოშუ (ოძეკი), ტამავაში (მ 14), გაგამარუ (მ 15)

9-6: ბარუტო (ოძეკი), კაკურიუ (კომუსუბი), ტოჩინოშინი (მ 2), კოტოშოგიკუ (მ 3), ასასეკირიუ (მ 6), კიტატაიკი (მ 7), კოტოკასუგა (მ 11)

8-7: ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კაიო (ოძეკი), ამინიშიკი (მ 4), ჰაკუბა (მ 5), კოკაი (მ 8), კიმურაიამა (მ 9), შიმოტორი (მ 10), სოკოკურაი (მ 13), ტოჩინონადა (მ 14)

7-8: არანი (სეკივაკე), კისენოსატო (კომუსუბი), ჰომაშო (მ 2)

6-9: ტოკუსეგავა (მ 4), ტოსაიუტაკა (მ 7), ბუშუიამა (მ 9), კორიუ (მ 12), კასუგაო (მ 13), ტოიოძაკურა (მ 17)

5-10: ვაკანოსატო (მ 1), მოკონამი (მ 6)

4-11: კიოკუტენჰო (მ 3), ტაკამისაკარი (მ 5), ჰოკუტორიკი (მ 14), კიოკუნანკაი (მ 16)

3-12: კაკიძოე (მ 15)

2-13: ტოკიტენკუ (მ 1), ტოსანოუმი (მ 16)

0-15: მასაცუკასა (მ 8)

ტიტულები

იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (მე-16)

ბრწყინვალე ასპარეზობა: არავის

მებრძოლი სული: ტაკეკაძე (მე-2), იოშიკაძე (მე-2)

ტექნიკური რიკიში: ტოჩიოძანი (მე-2)

ძურიოს ჩემპიონი: ტოიონოშიმა (მე-2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...