2015 წელს სუპერთასის მატჩის თბილისში გამართვის შესახებ უეფას გადაწყვეტილებას წინ სხვა ისტორიები უძღოდა...
ესეც ასე: 2015 წელს უეფას სუპერთასი თბილისში გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებულები ჩვენს დედაქალაქში გავლენ მოედანზე და საფეხბურთო ზეიმით გაალამაზებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც თავს იწონებს ამ წარმატებით და რატომაც არა, სულ ცუდი ამბებით ხომ არ უნდა შეგვახსენოს თავი. გინდ დაიჯერეთ, გინდა არა - ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად და კარგად მუშაობს.

მოკლედ, რაც მოხდა დიდებული ამბავია, ოღონდაც ისე ვერ არის შეფუთული, როგორც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს არ არის მთავარი, მაგრამ უეფას ამ გადაწყვეტილებას უკან სხვა ისტორიები ახლდა.

საქმე უცბად არ კეთდება, უეფა რეფორმატორული რომ გახდა, ეს პირველ რიგში მიშელ პლატინის დამსახურებაა. ფრანგის გაპრეზიდენტებას კი უეფას წევრი ქვეყნების საარჩევნო ხმები სჭირდებოდა. ამისთვის არ არის აუცილებელი ქუჩაში ასი ათასი კაცის გამოყვანა, პერიფერიებში თეფშების დამონტაჟება, ტელევიზიის შექმნა, დაჭერა, დაყადაღება და ათასი დავიდარება. აქ მთავარი იყო ამომრჩეველთა დარწმუნება იმაში, რომ მე სხვანაირი პრეზიდენტი ვიქნები და საქმეს სხვანაირად წავიყვან.

მაძღარი საფეხბურთო ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვერ იქნებოდა ის, პლატინი გახდებოდა უეფას პრეზიდენტი თუ ვინმე სხვა, ჩვენთვის და ჩვენნაირებისთვის კი რეფორმები აუცილებელი იყო.

პლატინი კენჭს რომ იყრიდა, მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. მან ხმა პლატინის მისცა და როგორც უტყუარ კულუარებში ამბობენ, კიდევ რამდენიმე ხმის მონაგრებაში დაეხმარა მას. ეს უკვე ცოტა არ იყო, პლატინი ჟორდანიას და ძალაუნებურად ჩვენი ფეხბურთის მეგობარი გახდა.

ჟორდანიამ სხვა სამსახურიც გაუწია ფრანგს. ალბათ გახსოვთ, ძალიან აქტუალური რომ შეიქნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უცხოელი მწვრთნელის მოწვევა იოჰან ბოსკამპისა და ივო შუშაკის შემდეგ. თურქი აგენტი ბაირამ თუთუმლუ ანრი მიშელს სთავაზობდა ჟორდანიას, ამასობაში ჟორდანია დააპატიმრეს, დაიწყო ბრძოლა ფეხბურთის ხელში ჩასაგდებად.

ფედერაციის პრეზიდენტმა გირაო გადაიხადა და გაათავისუფლეს, თითქოს გარდაუვალი ჩანდა ანრი მიშელის საქართველოს ნაკრებში გამწვრთნელება, მაგრამ არა, ჟორდანიამ არჩევანი უცბად ალენ ჟირესზე, პლატინის მეგობარზე გააკეთა.

ეს პერიპეტიები ახალი ჩამთავრებული იყო, შოთა არველაძემ ინტერვიუს დროს სანაძლეო რომ გააჟღერა - ცოტა ხანში საქართველო რაიმე ფინალს უმასპინძელბს, ჩემპიონთა ლიგისას ვერა, მაგრამ უეფას თასის ფინალი ალბათ მალე თბილისში გაიმართებაო. ამ ინტერვიუს მოძებნა ადვილად შეიძლება, უბრალოდ, ამის აუცილებლობა მგონი არ არსებობს. პლატინი ჟორდანიას თბილისში რომ ესტუმრა, ძმებ არველაძეებთან გრეხეტბოლიც კი ითამაშა, შერკინების მსაჯი კი ჟორდანია გახლდათ.

პლატინიმ დანაპირები მოგვიანებით, მაგრამ მაინც შეასრულა - 2015 წლის სუპერთასი თბილისში. ამ ყველაფრის შემდეგ კი ცოტა უხერხულად გვეჩვენება, სხვა რომ გამოდის სიტყვით ტელეკამერის წინ, მაგრამ ამაში ცუდი მგონი არაფერია, უეფას ამ გადაწყვეტილების პრელუდიები ხომ ყველამ არ იცის და ალბათ არც არის აუცილებელი, რომ იცოდეს.

ჟორდანია ახლა არნემის "ვიტესის" პრეზიდენტია და მაინც გაუხარდებოდა, პლატინიმ სიტყვა რომ შეასრულა - სიტყვისკაცობას ყავლი არასდროს გასვლია.

და რა იქნება 2015 წელს? სუპერთასი თბილისში და კიდევ რამდენი რამ...

საფეხბურთო ციებ-ცხელება საქართველოში დაქოქილია. ეროვნულ ჩემპიონატს საპრიზო ფონდი ეღირსა, მალე ალბათ კიდევ სხვა სახეიროც გამოჩნდება, მერე ნაკრებსაც ეშველება...

2020 წლის ევროპის ჩემპიონატი სად და როგორ გაიმართება, ესეც საღერღელის ამშლელია ჩვენთვის. ვფიქრობ, წინ მივდივართ. ის ძველი ამბები კი, ახლა რომ მოგიყევით, მალე მგონი მეც აღარ მეხსომება, ოღონდაც ურიგო არ იქნება, თუ გვეცოდინება, რა საიდან და როგორ დაიწყო.

პლატინი იყოს კარგად და უეფა აღმოსავლეთ ევროპისთვის კიდევ გამოიმეტებს ქიშმიშსა და ინდურ ხურმას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu
გაუმარჯოს სიმართლეს და სუპერთასს თბილისში!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა