"რეალმა" "ვერდერთან" ადრე დადებული შეთანხმება დაარღვია, რომლის თანახმად 2012 წლის ზაფხულში "სამეფო გუნდი" ბრემენში ტესტ-მატჩს გამართავდა
ბრემენის "ვერდერმა" მადრიდის "რეალისგან" ერთი მილიონი ევრო მიიღო - ფაქტობრივად არაფერში!

საქმე იმაშია, რომ "რეალი" და "ვერდერი" ჯერ კიდევ მესუთ იოზილის ბრემენიდან მადრიდში გადასვლის დროს შეთანხმდნენ იმაზე, რომ 2012 წლის ზაფხულში "სამეფო გუნდი" ბრემენში ტესტ-მატჩს გამართავდა.

ახლა "რეალმა" ამ შეხვედრის ჩატარებაზე უარი განაცხადა და იძულებული გახდა, კონტრაქტში მითითებული საჯარიმო თანხა გადაეხადა, რაც 1 მილიონ ევროს შეადგენს.

"დიახ, "რეალმა" ახლახან მილიონი გადმოგვირიცხა, - "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს "ვერდერის" სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი, - როგორც ჩანს, მადრიდელებმა ისეთ ტესტ-მატჩს გამოჰკრეს ხელი, რომლის სანაცვლოდაც გაცილებით მეტ ფულს აიღებენ და შესაბამისად, ჩვენთან თამაში უბრალოდ აღარ უღირდათ".

ცნობილია, რომ "რეალი" შემოსავლიან ტესტ-მატჩს ამერიკაში ან აზიაში გამართავს, ბრემენელები კი 11 აგვისტოს ამხანაგურად "ასტონ ვილას" გაეჯიბრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა