ლოპესმა "მილანის" შემადგენლობაში ნახევარი სეზონი ითამაშა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის გული ვერ მოიგო
მაქსი ლოპესმა "მილანის" შემადგენლობაში ნახევარი სეზონი ითამაშა, რამდენიმე შეხვედრაში თავიც გამოიჩინა, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელის გული მაინც ვერ მოიგო.

დიახ, 28 წლის არგენტინელი ფორვარდი ლომბარდიულმა გრანდმა არ გამოისყიდა და ფეხბურთელიც ავტომატურად "კატანიას" დაუბრუნდა. თუმცა, როგორც სიცილიური კლუბის მესვეურები აცხადებენ, თავად ფეხბურთელს არ სურს "კატანიაში" დაბრუნება და რა გაგრძელება ექნება ამ ამბავს, ჯერჯერობით რთული სათქმელია... მოვუსმინოთ სიცილიური კლუბის სპორტულ დირექტორ სერჯო გასპარინს:

"გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იმ 32 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებსაც შეკრებაზე იახლებს და მათ შორის გახლავთ არგენტინელი თავდამსხმელი მაქსი ლოპესიც.

თუმცა, ჩემი ბოლო ინფორმაციით, მაქსის არ სურს "კატანიაში" დაბრუნება და არც შეკრებაზე გამოცხადებას აპირებს. ეს ამბავი ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ინფორმაცია სანდო წყაროსგან მაქვს და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდება.

მაქსიმ პრესასთანაც არაერთხელ განაცხადა, რომ "მილანში" უნდა კარიერის გაგრძელება და არა "კატანიაში". ლომბარდიელებმა მისი გამოსყიდვა არ ისურვეს და თუ ჩვენთან თამაში არ უნდა, მაშინ ტრანსფერზე დადგება. მის ნაცვლად საკმაოდ სოლიდურ თანხას მოვითხოვთ, რადგან ლოპესი მაღალი კლასის ფორვარდია.

თუ არ გაიყიდა? - თუ არც შეკრებაზე გამოცხადდა და არც გაიყიდა, მაშინ მინიმუმ ნახევარი სეზონი უფეხბურთოდ მოუწევს ყოფნა, რადგან მთავარი გუნდიდან მოიკვეთება. იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე და ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა