მთავარ მწვრთნელ ჰუუბ სტევენსს პირველ ვარჯიშზე ევროპის ჩემპიონატის სამი მონაწილე დააკლდა
ბუნდესლიგური კლუბებიდან ახალი სეზონისთვის მზადება ყველაზე გვიან გელზენკირხენის "შალკემ" დაიწყო.

მთავარ მწვრთნელ ჰუუბ სტევენსს პირველ ვარჯიშზე ევროპის ჩემპიონატის სამი მონაწილე დააკლდა: კლაას-იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია), ბენედიქტ ჰიოვედესი (გერმანია) და კირიაკოს პაპადოპულოსი (საბერძნეთი) ჯერ კიდევ შვებულებაში არიან.

სტევენსმა შაბათს ჯამში 27 ფეხბურთელს მოუყარა თავი და მათ შორის აღარ იყო ჩვენებური ლევან ყენია, რომელიც, როგორც იცით, კარიერას სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გააგრძელებს.

ზემოთ ხსენებული ტრიოს გარდა, არ უვარჯიშიათ ჯერმეინ ჯონსსა და ჩინედუ ობასი ოგბუკეს. პირველი "შალკეს" აშშ-ის ნაკრების გამო დააკლდა, ნიგერიელი გარემარბი კი ტრავმირებულია.

ობასი ოგბუკე ლაზარეთში მინიმუმ სამ კვირას დაჰყოფს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, სტევენსი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ რაულის წასვლის შემდეგ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ცენტრფორვარდის უკან ჯეფერსონ ფარფანი ათამაშოს, რომელიც აქამდე მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობდა ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა