გასულ უქმეებზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა
გასულ უქმეებზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა.

NBA-ს ახალი ჩემპიონი "მაიამი ჰიტი" შემადგენლობას ვარსკვლავი ვეტერანით, რეი ალენით შეავსებს. და ეს იმის მიუხედავად, რომ "ბოსტონმა" მცველს უკეთესი ფინანსური პირობები შესთავაზა.

როგორც ამერიკული პრესა წერს, "კელტებმა" თავისუფალ აგენტს 12 მილიონ დოლარად შეფასებული ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, "მაიამის" სამწლიანი კონტრაქტის ფასი კი მხოლოდ 9.5 მილიონი დოლარია. როგორც ჩანს, რეიმ კიდევ ერთი საჩემპიონო ტიტული ამჯობინა თანხას და ამიტომაც აირჩია "მაიამი". შეგახსენებთ, რომ ალენი 2007 წელს გადავიდა "ბოსტონში" და 2008 წელს ჩემპიონი გახდა. ეს მისი ერთადერთი საჩემპიონო ტიტულია კარიერაში.

შესაძლოა, ალენის "ბოსტონიდან" წასვლა იმანაც დააჩქარა, რომ ამ გუნდმა ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გააფორმა ყოფილ დალასელთან, ჯეისონ ტერისთან.

გასულ უქმეებზე დადასტურდა 2006-07 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედას, ბრენდონ როის "მინესოტაში" გადასვლა. ამ მცველმა ერთწლიანი შესვენების შემდეგ განაახლა კარიერა და "მგლებთან" 10.4 მილიონ დოლარად შეფასებული ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პოლონეთის "პროკომის" ლიტველმა ლეგიონერმა, 21 წლის დონატას მოტეიუნასმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ჰიუსტონთან". ხელშეკრულების თანხა არ სახელდება. ლიტველი 2011 წლის დრაფტის მე-20 ნომერი იყო. გასულ სეზონში ის "პროკომის" რიგებში საშუალოდ 13.4 ქულასა და 7.5 მოხსნას აგროვებდა.

"ატლანტა ჰოქსის" მცველი ჯორდან ფარმარი კარიერას თურქეთის "ეფეს პილსენში" გააგრძელებს. ებრაული წარმოშობის ამერიკელი ცოტა ხნის წინ ტრეიდით აღმოჩნდა "ჰოქსის" რიგებში და ამ გუნდმა ფარმარის კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა.

ჯორდანის ხელფასი თურქეთში წელიწადში 2.5 მილიონი დოლარი იქნება. ეს კალათბურთელი შარშან, ლოკაუტის პერიოდში "მაკაბის" შემადგენლობაში თამაშობდა. შემდეგ NBA-ში დაბრუნდა და "ნიუ ჯერსიში" საშუალოდ 10.4 ქულას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა