როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ იოლად შეინარჩუნა სუპერმძიმე წონაში სამი საჩემპიონო ქამარი
როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ იოლად შეინარჩუნა სუპერმძიმე წონაში სამი საჩემპიონო ქამარი. ის კარიერაში მეორედ ხვდებოდა ტონი ტომპსონს და ამერიკელის თამამი დაპირებები ბრძოლის წინ მხოლოდ დაპირებად დარჩა.

შვეიცარიის ქალაქ ბერნში გამართული ბრძოლა უკრაინელმა თავის სტილში დაიწყო - ის არ აპირებდა მოვლენების ფორსირებას და დაზვერვას ატარებდა. თუმცა იყო ერთი განსხვავება: ვლადიმერი უკვე პირველ რაუნდში იყენებდა მარჯვენა კროსს, რომელსაც, როგორც წესი, უფრო გვიანი რაუნდებისთვის ინახავს ხოლმე.

მეორე რაუნდიდან ცხადი გახდა, რომ ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე ვლადიმერი სიტყვებს ჰაერში არ ისროდა, როცა ამბობდა - ბრძოლის ნაადრევად დასრულება მსურს, ოღონდ ამას ლამაზად გავაკეთებო.

ამაზე მეტყველებდა მისი შემართება მეორე რაუნდიდან მოყოლებული; აგრეთვე - "კლინჩზე" უარის თქმა, რასაც ადრე უკრაინელი ხშირად იყენებდა.

მეორე რაუნდში ტომპსონი ორჯერ დაეცა რინგზე. პირველ შემთხვევაში მან, უბრალოდ, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, მეორე ჯერზე კი მას ჩემპიონმა "გადაუარა". სწორედ აქ ჩანდა კოლოსალური განსხვავება სისწრაფეში. 41 წლის ამერიკელის დარტყმები სრულიად უხიფათო იყო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ტომპსონი, უბრალოდ, მოვალეობას იხდიდა.

მესამე რაუნდიდან მოყოლებული, რეგულარულად აღწევდა მიზანს კლიჩკოს პირდაპირი დარტყმები.

შესაძლოა, ეს შეტევები სიხშირით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ეფექტურობა ნამდვილად არ აკლდა.

მეოთხე რაუნდის წინ ამერიკელის გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა, დაერწმუნებინა პრეტენდენტი, რომ მას შეეძლო ღირსეულად ბრძოლა.

შესაძლოა, ემოციათა ამგვარი გამოვლენა მესამე რაუნდის ბოლოს ტონის ლოკალური წარმატებით იყო გამოწვეული, როცა ამერიკელმა მარცხენათი "დაიჭირა" ჩემპიონი. დარტყმის ძალა კლიჩკოს ხელთათმანმა შეანელა. ამიტომაც არ იყო გამანადგურებელი ძალის. თუმცა ერთგვარი სიგნალი აღმოჩნდა უკრაინელისთვის.

მეხუთე რაუნდმა ვლადიმერის კარნახით ჩაიარა, რომელმაც სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. კლიჩკოს ჯები მოსვენებას არ აძლევდა ტომპსონს, რომელიც რაუნდის დასრულებამდე 19 წამით ადრე ნოკდაუნში აღმოჩნდა - მიზანს მიაღწია მარჯვენა პირდაპირმა დარტყმამ.

რაუნდის დარჩენილი ნაწილი ამერიკელმა კლინჩში გაატარა, უკვე შემდეგ რაუნდში კი ტონი ნოკაუტში აღმოჩნდა. ჩემპიონი აღარ აპირებდა ბრძოლის გაწელვას და პირველივე წამებიდან შეუტია. ბრძოლა ცალმხრივ ჩაგვრას დაემსგავსა, რამაც დააჩქარა შეხვედრის დასასრული.

ვლადიმერს არ დასჭირვებია ბევრი აქცენტირებული დარტყმის შესრულება - ორივე ხელით რამდენიმე მოქნევაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამერიკელი ნოკაუტში გაეშვა. ტომპსონმა ათ თვლამდე წამოდგომა შეძლო, მაგრამ ბრძოლის გაგრძელების სურვილი არ ჰქონდა. თანაც, წონასწორობას ძლივს იკავებდა და მსაჯმაც ამ ცალმხრივი ბრძოლის შეწყვეტა ბრძანა.

ასე რომ, რევანში არ შედგა. ტომპსონს 2008 წელს გამართული ბრძოლის შემდეგ ბევრი არაფერი შეუძენია. კლიჩკომ კი თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულა და ახლა 14 ნოემბერს გამოჩნდება რინგზე, ოღონდ ჯერ მეტოქის ვინაობაა გასარკვევი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა