მეხუთე ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს იტალიის დედაქალაქში გაიმართა, სადაც "რომამ" "ინტერს" უმასპინძლა. ამ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან პაექრობას გუნდები სხვადასხვა მდგომარეობით შეხვდნენ - "ინტერი" წინა ტურში გალიდერდა და თითქოს თავის ადგილზე ავიდა

მეხუთე ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს იტალიის დედაქალაქში გაიმართა, სადაც "რომამ" "ინტერს" უმასპინძლა. ამ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან პაექრობას გუნდები სხვადასხვა მდგომარეობით შეხვდნენ - "ინტერი" წინა ტურში გალიდერდა და თითქოს თავის ადგილზე ავიდა, "რომას" კი ერთი მატჩი რაა, ისიც კი არ ჰქონდა მოგებული და შესაბამისად, ცხრილის ფსკერზე ყურყუტებდა. მიუხედავად ამისა, წინასატური მიმოხილვისას "ინტერის" ფავორიტად შერაცხვისგან თავი შევიკავეთ და როგორც გამოჩნდა, სწორადაც მოვიქეცით. ერთი კონკრეტული თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება "ჯალოროსის" ნამდვილად შეუიძლია და ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. "რომამ" ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და დიდია შანსი, სწორედ ამ მუხტმა დააძლევინოს მწვავე კრიზისი. თანაც, დედაქალაქელებმა ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვეს, რაც აორმაგებს ისედაც დიდ სიხარულს.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, "ინტერმა" თითქოს არაფერი დაუთმო მეტოქეს, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელიც უკეთესი ჰქონდა და კარშიც მეტჯერ დაარტყა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი შეხვედრის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ გამარჯვებასთან უფრო ახლოს რომაელები გახლნენ. მათი იერიშები უფრო მწვავე იყო, რაც შეხვედრის უკანასკნელ წუთზე დაფასდა. თავი შეცვლაზე შესულმა მირკო ვუჩინიჩმა გჰამოიჩინა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა და თავური დარტყმით ჟულიო სეზარი უშანსოდ დატოვა. ჩერნოგორიელმა ფორვარდმა ფრანჩესკო ტოტი შეცვალა, რომელიც აშკარად ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. რაც შეეხება "ინტერს", დარჩა შთაბეჭდილება, რომ რაფაელ ბენიტესის შეგირდებს ისე ძალიან არ უნდოდათ გამარჯვების მოპოვება, როგორც მეტოქეს. დედაქალაქელთა განწყობა კი გატანილი გოლის აღნიშვნის დროსაც ნათლად გამოჩნდა - ვუჩინიჩმა ტრიბუნებთან მიირბინა და რაც კი გზად გადაეღობა, ყველაფერი მიამტვრ-მოამტვრია. აშკარაა - რომაელები ძალიან გააბრაზეს და ამას "ინტერი" შეეწირა. მატჩის შემდეგ, კლაუდიო რანიერი ბედნიერი ჩანდა, აქვე, მისი კომენტარი:

"ძალიან გახარებული ვარ, თითქოს ავად ვიყავით, "ინტერის" დამარცხება კი ზუსტად ის წამალი იყო, რომელიც ჩვენ გვჭირდებოოდა. ჯერ კიდევ "ბრეშასთან" თამაშის მერე ვთქვი, რომ ნელნელა ვპოულობთ ჩვენ თამაშს და უკანასკნელმა პაექრობამ ეს ნათლად დაადასტურა. შესანიშნავად ვითამაშეთ, რისთვისაც მინდა შეგირდებს მადლობა გადავუხადო. რატომ შევცვალე ტოტი? - არა იმიტომ, რომ ცუდად თამაშობდა, უბრალოდ ხანდახან უნდა გარისკო და ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. ჩვენ ვუჩინიჩის სისწრაფე გვჭირდებოდა, რომ მომწიფებული გოლი სისრულეში მოგვეყვანა და საბედნიეროდ, ეს ასეც მოხდა".

პრესასთან გასაუბრება მირკო ვუჩინიჩმაც გადაწყიტა და განვლილ პაექრობასთან ერთად, გოლის აგრესიულ აღნიშვნაზე გაამახვილა ყურადღება: "ძალიან მნიშვნელოვანი პაექრობა იყო, რომელიც საბედნიეროდ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მეტოქეს მოერდნის ცენტრში ვაჯობეთ და წარმატება ამან განაპირობა. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ რაც მთავარია, ცდა არ დაგვიკლია და ამან შედეგი გამოიღო. გოლი ძალიან ემოციურად აღვნიშნე და ეს ბუნებრივად მოხდა. პირველ ოთხ ტურში თითქოს ყველა და ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო, ამ გოლმა კი წარუმატებლობა დაგვავიწყა და ძალიან გაგვახარა. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ლიდერთა შორის გავერევით".

თანაქალაქელის წაფორხილებით "მილანმა" ისარგებლა, "ჯენოა" დაამარცხა და მთავარ კონკურენტს სამი ქაულით მიუახლოვდა. მოვლენათა ასეთი განვითარება მასიმილიანო ალეგრისთვის ნამდვილად მისწრება იყო, რადგან ბოლო დროს კრიტიკის ქარცეცხლში გახლდათ გახვეული.

"შავ-წითლებმა" მთელი 90 წუთი შეტევებში გაატარეს და ცოტა უფრო მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვიერგვინებელ ფაზაში, შეხვედრას დიდი ანგარიშით მოიგებდნენ. ასეა თუ ისე, ლომბარდიელებმა სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში, გამარჯვების გოლი კი მეორე ნახევრის სტარტზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. შვედმა ფორვარდმა დამატებაზე ითამაშა, ორ მცველს დაასწრო და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა, რადგან ზლატანმა ბურთი თავზე გადაუგდო სტუმართა კიპერს. აქტიური იყო რონალდინიო და რობინიო, მაგრამ განსაკუთრეულად კარგი შთაბეჭდილება მაინც კევინ პრინს ბოატენგმა დატოვა. ძალიან ბევრი ირბინა, უდიდესი სამუშაო გასწია და თანაბრად ნაყოფიერი იყო როგორც დაცვირი ფუნქციების შესრულებისას, ისე შეტევაში. ჯერჯერობით, ბოატენგი იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე ეს "მილანის" გულშემატკივრებს წარმოედგინათ. მასიმილიანო ალეგრის თქმით, ბოლო დროს მისი მისამართით უსაფუძვლო კრიტიკა გახშირდა:

"სამუშაო ჯერ კიდევ ბვრია, ეს ყველაზე უკეთ მე ვიცი, მაგრამ სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია და პრობლემები სრულიად ბუნებრივია. ამიტომ, ხშირად უსაფუძლო იყო ის კრიტიკა, რომელიც ჩემი მისამართით ისმოდა. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. "ჯენოა" კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც კონტრშეტევებზე თამაში ეხერხება - ამიტომ, ძალიან გამახარა იმან, რომ ჩვენს კართან განსაკუთრებული ხიფათი არ შექმნილა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვაში თამაში საგრძნობლად გამოვასწორეთ".

კვირის მატჩებიდან "ლაციოს" მორიგი გამარჯვება უნდა გამოვყოთ - როგორც ჩანს, ედუარდო რეიამ ძალიან კარგად მოამზადა გუნდი სეზონის სტარტისთვის და ეს შედეგებიდან კარგად ჩანს. "ბიანკოჩელესტემ" ხუთი თამაშიდან სამის მოგება მოახერხა და "ინტერთან" ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

მომდევნო ტური

2 ოქტომბერი. უდინეზე-ჩეზენა, პარმა-მილანი. 3 ოქტომბერი. ბოლონია-სამპდორია, ჯენოა-ბარი, კიევო-კალიარი, ლაციო-ბრეშა, ლეჩე-კატანია, ნაპოლი-რომა, ფიორენტინა-პალერმო, ინტერი-იუვენტუსი.

მილანი-ჯენოა 1:0

მილანი (4-3-3): აბიატი 6.5 - აბატე 5.5, ტიაგო სილვა 6.5, ნესტა 6.5, ანტონინი 6.0 - პირლო 7.0, გატუზო 7.0 (67. ფლამინი 5.0), ბოატენგი 7.5 - რონალდინიო 6.5 (71. ზეედორფი), რობინიო 6.5, იბრაჰიმოვიჩი 8.0.

ჯენოა (3-4-3): ედუარდო 6.0 - რანოკია 6.0, დაინელი 4.5, კიკო 5.5 (58. სკული 5.0) - ხარჯა 5.5, რაფინია 5.5, კრიშიტო 6.0, ველოზო 5.0 (66. მილანეტო 6.0) - პალასიო 6.5 (83. რუდოლფი), მესტო 6.0, ტონი 5.0.

გოლი: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (49)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 1-5; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 10(5)-6(2); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 41 505

რომა-ინტერი 1:0

რომა (4-4-2): ლობონტი 6.5 - კასეტი 6.0, ბურდისო 6.5, ჟუანი 7.5, რიისე 7.0 - დე როსი 6.5, პიზარო, პეროტა 6.0, მენეზი 6.5 (88. ბაპტიშტა) - ტოტი 5.5 (76. ვუჩინიჩი 7.0), ბორიელო 6.0 (88. ბრიგი 6.0).

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი 6.0 - მაიკონი 6.0, ლუსიო 6.0, კორდობა 6.0, კივუ 6.5 - სტანკოვიჩი 6.5, კამბიასო 6.5 - პანდევი 5.0 (74. კოუტინიო 5.5), სნეიდერი 6.0, ეტოო 6.5 - მილიტო 5.0 (67. მუნტარი 6.0).

გოლი: 1:0 ვუჩინიჩი (90)

გაფრთხილება: 4-4; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 9(4)-15(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 30 000

ჩეზენა-ნაპოლი 1:4

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი 7.0 - ჩეკარელი 5.5, პელეგრინო 5.5, ფონ ბერგენი 6.0, ნაგატომო 5.5 - აპია 4.5 (83. აპია), კოლუჩი 6.0, პაროლო 6.5 (63. კაზერტა) - შელოტო 6.0, ბოგდანი 5.0, ჯაკერინი 5.0 (75. ლაურო 5.5).

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი 6.0 - კამპანიარო 6.0, კრიბარი 5.5 (74. კანავარო), არონიკა 5.5 - ცუნიგა 6.5, პაციენცა 6.5, იებდა 5.0 (59. გარგანო 6.5), დოსენა 6.5 - ჰამშიკი 6.0, სოსა 5.5 (59. კავანი 7.5) - ლავეცი 6.5.

გოლები: 1:0 პაროლო (48), 1:1 ლავეცი (72), 1:2 ჰამშიკი (81-პენ), 1:3 კავანი (88), 1:4 კავანი (90)

გაფრთხილება: 2-0; კუთხური: 2-14; ჯარიმა: 23-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8(2)-16(11); ბურთის ფლობა: 35%-65%.

მაყურებელი: 16 250

ბარი-ბრეშა 2:1

ბარი (4-4-2): ჟილე 6.5 - რაჯი 5.5, ა. მაზიელო 6.0, როსი 6.0, პარიზი 6.0 - რივასი 6.5 (59. ალვარესი 7.0), ალმირონი 6.5 (79. დონატი), გაცი 6.0, გეზალი 6.0 - კუტუზოვი 6.0, ბარეტო 7.5 (87. პულცეტი).

ბრეშა (4-3-1-2): სერენი 7.0 - ძამბელი 5.5, ბეგა 5.5, ვიდალი 5.0, დაპრელა 5.0 (70. დალამანო 5.5) - კორდოვა 5.5, ფილიპინი 5.5 (58. კარაჩოლო 5.5), ჰეტემაი 6.0 - კონე 6.5 (80. ტადეი) - ედერი 5.5, პოსანცინი 6.0.

გოლები: 1:0 რივასი (16), 1:1 კონე (30), 2:1 ბარეტო (55-პენ)

გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11(8)-10(5); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 22 000

კატანია-ბოლონია 1:1

კატანია (4-4-2): ანდუხარი 6.0 - პოტენცა 6.0, სილვესტრი 5.5, სპოლი 6.0, მარკეზე 6.0 - ლედესმა 5.5 (46. რიკიუტი 6.5), ბიაჯანტი 6.5, გომესი 5.5 (65. ანტენუჩი 6.0) კარბონი 6.0 (79. დელ ვეკიო) - მაქსი ლოპესი 6.0, მასკარა 6.5.

ბოლონია (4-3-3): ვივიანო 6.0 - რუბინი 6.0, პორტანოვა 6.0, ბრიტოსი 5.0, გარიჩი 6.0 - მუტარელი 6.0, პერესი 6.5 (76. რამირესი), მუდინგაი 6.5 - სილიგარდი 6.0 (56. კაზარინი 6.0), ხიმენესი 5.5 (59. მეჯორინი 6.0), დი ვაიო 6.0.

გოლები: 0:1 დი ვაიო (40), 1:1 ბრიტოსი (66-საკ. კარში).

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 12(4)-5(3); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 15 000

კიევო-ლაციო 0:1

კიევო (4-3-1-2): სორენტინო 7.0 - ანდრეოლი, ფრეი 6.5, ჩეზარი 6.0, მანტოვანი 6.0 - ბენტივოლიო 6.0 (82. ტერეუ), რიგონი 6.5, მარკოლინი 6.0 (59. კონსტანტი 6.5) - ბოლიაჩინო 5.5 - პელისიერი 6.5 (48. გრანოკე 5.5), მოსკარდელი 6.5.

ლაციო (4-4-2): მუსლერა 6.5 - ბიავა 6.5, დიასი 7.0, რადუ 6.5, ლიხტშტაინერი 6.5 - ბროკი 6.5 (78. ბრეშიანო 5.5), მათუსალემი 7.0, მაური 7.0, სარატე 7.0 (79. ლედესმა 6.0) - ერნანესი 6.5 (88. სტენდარდო), ფლოკარი 7.0.

გოლი: 0:1 სარატე (69)

გაფრთხილება: 5-3; კუთხური: 7-5; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 3(1)-12(4); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 11 000

ფიორენტინა-პარმა 2:0

ფიორენტინა (4-2-3-1): ფრეი 6.0 - დე სილვესტრი 7.0, ნატალი 6.0, გამბერინი 6.5, ფელიპე 6.5 (69. გულანი 6.5) - მონტოლივო 7.0, დონადელი 6.5 - ლიაჯიჩი 7.5 (90. ბოლატი), ვარგასი 6.5 (79. სანტანა 6.0), ჩერჩი 6.0 - ჯილარდინო 6.5.

პარმა (4-3-3): მირანტე 6.5 - ძაკარდო 6.0, ლუკარელი 4.5, პაჩი 5.5, გობი 6.0 (68. კრესპო 5.5) - ვალიანი 6.0 (62. ანჯელო 5.5), მორონე 5.0, კანდრევა 4.5 (77. ძამელი) - ანტონელი 6.0, ბოჟინოვი 5.0, მარკესი 4.5.

გოლები: 1:0 ლიაჯიჩი (61-პენ), 2:0 დე სილვესტრი (76)

გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15(8)-5(2); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 22 000

პალერმო-ლეჩე 2:2

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ 6.0 - კასანი 6.5, მუნოზი 5.5, ბოვო 5.5, ბალცარეტი 5.5 - მილიაჩო 6.5, ლივერანი 5.0 (55. ბასინოვიჩი 6.0), ნოჩერინო 5.5 (57. ჰერნანდესი 6.5) - ილიჩიჩი 5.5, პასტორე 7.0 - პინილია 6.5 (75. მაკარონე 6.5).

ლეჩე (4-1-4-1): როზატი 7.0 - რისპოლი 6.5, გუსტავო 5.5, ფაბიანო 5.5, მესბაჰი 6.0 - ჯაკომაცი 6.5 - ჯედა 5.5 (69. მუნარი), გროსმიულერი 6.5, პიატი 5.0 (83. კოპოლა 6.0), კორვია 7.0 - ოლივეირა 6.0 (65. სინი).

გოლები: 0:1 ჯაკომაცი (8), 0:1 კორვია (46), 1:2 პინილია (53), 2:2 მაკარონე (90)

გაძევება: ჯაკომაცი (81. ლეჩე)

გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 10-4; ჯარიმა: 29-12; თამაშგარე: 11-3; კარში დარტყმა: 16(3)-6(3); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 20 000

სამპდორია-უდინეზე 0:0

სამპდორია (4-3-1-2): კურჩი 6.5 - კაჩატორე 6.0, გასტალდელო 7.0, ლუკინი 6.5, ძაური 6.5 - სემიოლი 5.0 (68. მაროლუნგო 5.5), პალომბო 7.0, დესენა 6.0 - გუბერტი 5.5 (60. ობიანგი 6.0) - კასანო 6.0, პაცინი 5.0 (87. პოცი).

უდინეზე (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი 6.5 - ზაპატა 7.0, ბენეტია 7.5, დომიცი 6.0 (26. კოდა 6.5) - ისლა 5.5, ინლერი 6.5, ასამოა 7.0, არმერო 6.0 - პინცი 6.0 - დი ნატალე 6.0 (72. სანჩესი 5.5), ფლორო ფლორესი 5.5 (84. კორადი 5.5).

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6(2)-8(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 21 466

იუვენტუსი-კალიარი

იუვენტუსი ():

კალიარი ():

გოლები:

გაფრთხილება: ; კუთხური: ; ჯარიმა: ; თამაშგარე: ; კარში დარტყმა: ; ბურთის ფლობა: .

მაყურებელი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინტერი 5 3 1 1 8-3 10

2. ლაციო 5 3 1 1 7-5 10

3. კიევო 5 3 0 2 8-5 9

4. ბრეშა 5 3 0 2 7-7 9

5. მილანი 5 2 2 1 7-4 8

6. ნაპოლი 5 2 2 1 10-8 8

7. კატანია 5 2 2 1 7-5 8

8. ბარი 5 2 2 1 5-7 8

9. ჩეზენა 5 2 1 2 4-6 7

10. კალიარი 4 1 3 0 5-1 6

11. სამპდორია 5 1 3 1 6-5 6

12. ბოლონია 5 1 3 1 6-7 6

13. პალერმო 5 1 2 2 8-8 5

14. ფიორენტინა 5 1 2 2 5-5 5

15. პარმა 5 1 2 2 5-6 5

16. ჯენოა 5 1 2 2 4-6 5

17. რომა 5 1 2 2 5-9 5

18. ლეჩე 5 1 2 2 4-8 5

19. იუვენტუსი 4 1 1 2 8-7 4

20. უდინეზე 5 0 1 4 2-9 1

ბომბარდირები: 5 - ეტოო (ინტერი), კავანი (ნაპოლი); 4 - პელისიერი (კიევო), დი ვაიო (ბოლონია); 4 - კასანო (სამპდორია).

სერია B

VI ტური

პიაჩენცა-სიენა 0:1

გოლი: 0:1 სესტუ (68)

ატალანტა-რეჯინა 1:1

გოლები: 1:0 როუპოლო (21), 1:1 ბონაცოლი (26)

კროტონე-სასუოლო 2:0

გოლები: 1:0 ნაპოლი (6), 2:0 ნაპოლო (90)

ემპოლი-გროსეტო 1:0

გოლი: 1:0 სტოვინი (46)

ფროზინონე-ვარეზე 1:0

გოლი: 1:0 ლოდი (47)

ნოვარა-ლივორნო 4:1

გოლები: 0:1 დიონისი (41), 1:1 რიგონი (53), 2:1 მოტა (65), 3:1 გონსალესი (60), 4:1 ბერტანი (76)

პადოვა-ალბინოლეფე 2:0

გოლები: 1:0 სუჩი (12), 2:0 ვანტაჯატო (32)

პესკარა-ტორინო 2:0

გოლები: 1:0 სოდიმო (46), 2:0 გაროფალო (57-საკ. კარში)

პორტოგრუარო-ასკოლი 2:1

გოლები: 1:0 ჯერარდი (37), 1:1 იურიჩი (70), 2:1 კუნიკო (90)

ვიჩენცა-ჩიტადელა 1:0

გოლი: 1:0 აბრუსკატო (29)

მოდენა-ტრიესტინა დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. სიენა 6 4 2 0 9-4 14

2. ნოვარა 6 4 1 1 11-4 13

3. კროტონე 6 2 4 0 8-4 10

4. ვიჩენცა 6 3 1 2 8-6 10

5. ემპოლი 6 2 4 0 5-3 10

6. პორტოგრუარო 6 3 1 2 6-6 10

7. პადოვა 6 2 3 1 8-3 9

8. ასკოლი 6 2 3 1 8-5 9

9. ატალანტა 6 2 3 1 5-2 9

10. ფროზინონე 6 2 3 1 6-5 9

11. რეჯინა 6 2 2 2 8-7 8

12. სასუოლო 6 2 1 3 8-7 7

13. ტორინო 6 2 1 3 6-8 7

14. მოდენა 5 2 1 2 4-8 7

15. პესკარა 6 1 3 2 4-5 6

16. ტრიესტინა 5 1 3 1 3-4 6

17. ვარეზე 6 1 3 2 4-6 6

18. ლივორნო 6 1 3 2 5-9 6

19. გროსეტო 6 1 2 3 4-6 5

20. ალბინოლეფე 6 1 2 3 5-10 5

21. ჩიტადელა 6 1 1 4 4-10 4

22. პიაჩენცა 6 0 1 5 3-10 1

ბომბარდირები: 5 - ბერტანი (ნოვარა); 4 - ბონაცოლი (რეჯინა), სუჩი (პადოვა); 3 - პასკუატო (მოდენა), ტორი (ალბინოლეფე), კასტელანი (სასუოლო), კორალი (ემპოლი), ლუნკო (ტორინო), მასტრონუნციო (სიენა), ჯინესტრა (კროტონე), კუტოლო (კროტონე), დიონისი (ლივორნო), აბრუსკატო (ვიჩენცა), ტორი (ალბინოლეფე), გონსალესი (ნოვარა).

ლეგა პრო 1/A

VI ტური

ალესანდრია-გუბიო 2:0, ბასანო-პერგოკრემა 1:0, კრემონეზე-ლუმეცანე 1:0, მონცა-სორენტო 1:1, რავენა-სუდტიროლი 0:1, რეჯანა-ვერონა 0:0, სალერნიტანა-პავია 3:1, სპალ-პაგანეზე 3:1, სპეცია-კომო 1:1.

ლეგა პრო 1/B

VI ტური

ჯელა-ლუკეზე 3:0, ანდრია-ფოლინო 2:1, კოზენცა-პიზა 0:0, იუვე სტაბია-ფოჯა 0:2, სირაკუზა-ნოჩერინა 2:0, ტერნანა-ბარლეტა 2:0, ვიარაჯო-ბენევენტო 1:2, ჩისკო რომა-ვირტუსი გადაიდო, ტარანტო-კავეზე დღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!