ბერძენ-რომაელები ამჟამად მინსკში, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე გადიან შეკრებას
ოლიმპიადისთვის მთელი დატვირთვით ემზადებიან ჩვენი "თავისუფალი" და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდები.

ბერძენ-რომაელები ამჟამად მინსკში, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე გადიან შეკრებას, სადაც ბეგი დარჩიას განკარგულებაში ლიცენზიების უშუალოდ მომპოვებელი ექვსეულია: რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), გურამ ფერსელიძე (120).

ოლიმპიადაზეც ეს ექვსეული იჭიდავებს. ისინი ბელარუსში წინა კვირას გადაფრინდნენ გერმანიიდან მას შემდეგ, რაც დორტმუნდში წარმატებით იასპარეზეს "გერმანიის დიდ პრიზზე" - თითო ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს. ტურნირის ჩემპიონი ლაშხი გახდა, ცხადაიამ ვერცხლი მოიპოვა, გეგეშიძე და ჯაბიძე კი მესამეზე გავიდნენ.

"თავისუფლები" სადღეისოდ დუშეთში ვარჯიშობენ, სადაც ზაზა თურმანიძის განკარგულებაში 40 ფალავანია.

მათ შორის - ის შვიდეულიც, რომელმაც სალიცენზიო ტურნირებში წარმატებით იასპარეზა, ანუ ლონდონის ოლიმპიადაზეც იჭიდავებს: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), ოთარ თუშიშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), გიორგი გოგშელიძე (96) და დავით მოძმანაშვილი (120).

მიმდინარე შეკრებას ორივე გუნდი 22 ივლისს დაამთავრებს და დასკვნით შეკრებაზე ბორჯომში გაემგზავრება.

ბერძენ-რომაელები ბორჯომში ალტერნატივად ისევ "სტაიკებს" განიხილავდნენ, თუმცა ეს საკითხი იმხანად განხილვის პროცესში იყო; ახლა კი, როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გვითხრეს, ეს საკითხი ბორჯომის სასარგებლოდ გადაწყდა.

ამ დღეებში მოჭიდავეებთან კიდევ ერთი სიახლეა - გერმანიიდან ჩამოვიდა "ადიდასის" ის ახალი საჭიდაო ფორმები, რომლითაც ფალავნებმა ოლიმპიადაზე უნდა იასპარეზონ - კაცზე 4-4 კომპლექტი.

"თავისუფლებს" ახალი ფორმები გუშინ უკვე დაურიგეს დუშეთში, ბერძენ-რომაელები კი მას საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიიღებენ. ლონდონშიც უფრო ადრე ბერძენ-რომაელები წავლენ - 2 აგვისტოს დარჩია და დათუნაშვილი გაემგზავრებიან.

მოჭიდავეთა სამზადისი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა