ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007
შოთა არველაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ავტობიოგრაფიული წიგნი რომ დაწერა.

"გუშინ" ჯერაც დახლზე დევს, თუმცა მის შესაძენად ყველას არ მიუწვდება ხელი და გადავწყვიტეთ, ამ წიგნის რამდენიმე ფრაგმენტი "ლელოში" დაგვებეჭდა.

რა თქმა უნდა, ამის ნებართვა თვითონ შოთა არველაძემ მოგვცა.

ფრაგმენტები ამ წიგნიდან "ლელოს" ნომრებში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

ნაწილი I: ტრაბზონი - ალთინ იკიზლარ - ოქროს ტყუპები

ნაწილი II: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი III: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი IV: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი V: ტრაბზონი 1995-1996 - გოლის მეფე

ნაწილი VI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი VII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი VIII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი IX: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი X: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XI: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XII: იმ საქართველოს გაუმარჯოს...

ნაწილი XIII: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XIV: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XV: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XVI: აიაქსი - ოცნებების ახდენა

ნაწილი XVII: აიაქსი - ოცნების ახდენა

ნაწილი XVIII: აიაქსი - ოცნებების ახდენა

ნაწილი XIX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XX: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

ნაწილი XXI: გლაზგო-რეინჯერსი - აგენტი 007

მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრება ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიარეთ. ამხანაგური მატჩები სამხრეთ ამერიკის გრანდებთან: "რივერ პლეიტთან" (რომელსაც გოლი გავუტანე) და ბრაზილიის "სანტოსთან" გავმართეთ.

მოკლედ, მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერი გამოდგა. ამერიკაში ის მუხტი შევიძინეთ, რომელიც ისე გაღვივდა, რომ სამი შოტლანდიური ტიტული მოვიპოვეთ, ორი თასი და ჩემპიონობა.

სამწუხაროდ, ევროსარბიელზე ხელმოცარულნი დავრჩით, უეფას თასის გათამაშებიდან მყისვე გამოვვარდით. პრაღაში ჩეხურ "ჟიჟკოვთან" 0:2 წავაგეთ. ეს შემთხვევითი ანგარიში იყო. საპასუხო შეხვედრაში ძირითადი დრო 2:0-ით, "რეინჯერსის" სასარგებლოდ დასრულდა.

პირველ დამატებითში მესამე გოლი გავიტანეთ და საქმე მოგვარებული გვეგონა, როცა ჩეხებმა დაცვაში ჩვენი დაუდევრობით ისარგებლეს და გოლი გაგვიტანეს. შეხვედრის დასრულებამდე რვა წუთი რჩებოდა და ოთხი საგოლე მომენტის შექმნა მოვასწარით, თუმცა უშედეგოდ და მთელი ძალები შოტლანდიური ფრონტისთვის მოვმართეთ.

"სელტიკი" უეფას თასის ფინალში გავიდა და იქ "პორტუსთან" დამარცხდა. ალბათ, ამან შეგვიწყო ხელი, რომ იმ სეზონში შოტლანდიაში, რაც კი მოსაგები იყო, ყველაფერი მოვიგეთ. გარდა ამისა, პირველი ოლდფორმული გოლი შევაგდე. "სელტიკს" სტუმრად ვეთამაშებოდით, "პარკ ჰედზე" 1:2-ს ვაგებდით და დე ბურმა ანგარიში გაათანაბრა. მერე მე გავიტანე გოლი და ანგარიში - 2:3 გახდა.

არტურ ნუმანის დარტყმული რობ დუგლასს ხელიდან გაუვარდა და გადმოვარდნილ ბურთზე ყველას დავასწარი. ძალიან მინდოდა, ჩემი გოლი გადამწყვეტი გამომდგარიყო და მოგვეგო, მაგრამ შეხვედრა 3:3-ით დასრულდა.

პრემიერლიგის მეორე წრეში "სელტიკელებს" "აიბროქსზე" ვეთამაშეთ და 3:2-ით დავამარცხეთ. ის თამაში გადამწყვეტი გამოდგა. მას შემდეგ სულ ცხრილის სათავეში ვიყავით.

შოტლანდიის ჩემპიონატის ბოლო ტურებში დასანანი ქულები დავკარგეთ და ბოლო ტურისთვის "რეინჯერსს" და "სელტიკს" თანაბარი ქულები დაუგროვდათ. გატანილ და გაშვებულ ბურთებს შორის სხვაობაც ერთნაირი გვქონდა. ჩვენ შინ "დანფერმლაინს" ვხვდებოდით, "სელტიკი" კი სტუმრად თამაშობდა "კილმარნოკთან".

ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩემპიონობის მეტი შანსი გვქონდა, რადგან შინ ვთამაშობდით. ვინც უკეთესი შედეგით დაასრულებდა თამაშს და მეტ გოლს გაუტანდა მოწინააღმდეგეს, ჩემპიონობაც მას დარჩებოდა.

შოტლანდიამდე ჩემპიონი ჰოლანდიაშიც ვიყავი და საქართველოშიც. არაჩვეულებრივია, როცა გრძნობ, რომ პირველი ხარ. ამის განცდა შოტლანდიაშიც ძალიან მინდოდა. ამისთვის მთელი სეზონი ვიშრომეთ და სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ერთ შეცდომას ან უბედობას ყველაფერი წყალში ჩაეყარა.

ჩვენი და "სელტიკის" მატჩიც ერთდროულად დაიწყო. მეხუთე წუთზე დავწინაურდით, მაგრამ "დანფერმლაინმა" მალევე გაგვითანაბრა. ეს ჩვენთვის შოკი იყო. თანაც შევიტყვეთ, რომ "სელტიკი" უკვე 2:0-ს იგებდა...

კვლავ დავწინაურდით. მერე მეც გავიტანე ბურთი. ლორენცო ამორუზოს ჩამოწოდებულს ვარდნაში თავით ყველას დავასწარი და საკმაოდ ეფექტური გოლი გამოვიდა. რაც მთავარია - დროული და საჭირო. პირველი ტაიმის შემდეგ 3:1-ს ვიგებდით, ხოლო "სელტიკი" - 3:0-ს.

მეორე ტაიმი დაიწყო და გავაცნობიერე, რომ ერთს კი არა, ორ თამაშს ვთამაშობდით. ცალი თვალი და ყური "სელტიკის" თამაშისკენ გვქონდა. ტრიბუნებაზე ყოველი ხმაურიანი რეაქცია ჩვენს გაურკვევლობას და დაბნეულობას იწვევდა. ვერ ვარკვევდით, რაზე რეაგირებდა ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივარი. ამიტომ ძალიან გაგვიჭირდა თამაში. სტადიონზე მოსული რადიომომარჯვებული გულშემატკივარი წამდაუწუმ გვეძახდა და თითებითაც გვანიშნებდა, რა ანგარიში იყო "სელტიკის" მატჩში.

მოედანზე ფეხბურთელებს ერთმანეთის ხმა აღარ გვესმოდა. სტადიონზე ხმაურის გარდა, საშინელი დაძაბულობა და ნერვიულობაც იყო. მეორე ტაიმში გოლები კლაუდიო კანიჯამ, მაიკლ მოლსმა და მიქაელ არტეტამ გაიტანეს - 6:1-ს ვიგებდით და უცებ "აიბროქსი" დადუმდა... ეს პაუზა საკმაოდ გაიწელა, თითქოს ჩვენი თამაშიც გაჩერდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. თურმე, "სელტიკმა" პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. იმ წუთისთვის ისინი 4:0-ს იგებდნენ, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, ალან ტომსონმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.

ჩვენი მატჩი ორი წუთით ადრე დამთავრდა და მთელი სტადიონი "სელტიკის" თამაშის დასრულებას ელოდა... "აიბროქსმა" დაიგუგუნა და "რეინჯერსი", ორმოცდამეათედ, შოტლანდიის ჩემპიონი გახდა!..

შეიძლება ითქვას, რომ ეს "რეინჯერსისთვის" ნანატრი ჩემპიონობა იყო! ორმოცდაათჯერ მსოფლიო რეკორდსმენი კლუბებს შორს არცერთ ქვეყანას ჰყოლია!.. ბედნიერი ვიყავი, რომ ამ საიუბილეო ჩემპიონობის უშუალო მონაწილე გავხდი!... ბოლო სამი წელი "რეინჯერსი" ვერაფრით ხდებოდა ჩემპიონი.

ძალიან შთამბეჭდავი იყო ის, რაც "აიბროქსზე" ვნახე. ჰაერში ლურჯი ფეიერვერკები გაისროლეს, ციდან თითქოს ლურჯი თოვლი მოდიოდა... მოედანზე ბევრი ვიმხიარულეთ, მე თავზე სომბრერომორგებული ვზეიმობდი...

ეს ერთ-ერთი ულამაზესი დღე იყო ჩემს კარიერაში!..

გაგრძელება იქნება

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა