ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შემადგენლობები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ წარადგინა
ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შემადგენლობები 9 ივლისს ოლიმპიურ კომიტეტში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ წარადგინა.

პრესკონფერენციას თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი ზაზა თურმანიძეც ესწრებოდა.

ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ შეჯიბრზე ლონდონში სულ 13 ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს.

თავისუფლებმა სალიცენზიო ტურნირებზე მაქსიმალურ შედეგს მიაღწიეს და შვიდი წონითი კატეგორიიდან შვიდივე ლიცენზია მოიპოვეს.

შემადგენლობაში შემდეგი სპორტსმენები მოხვდნენ: 55კგ წონითი კატეგორია - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 60კგ - მალხაზ ზარქუა, 66 კგ - ოთარ თუშიშვილი, 74კგ - დავით ხუციშვილი, 84კგ - დავით მარსაგიშვილი, 96კგ - გიორგი გოგშელიძე და 120კგ წონით კატეგორიაში - დავით მოძმანაშვილი.

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, მათ 7-დან 6 ლიცენზია აიღეს და ოლიმპიურ თამაშებზე შემდეგი შემადგენლობით წავლენ: 60კგ - რევაზ ლაშხი, 66კგ - მანუჩარ ცხადაია, 74კგ - ზურაბ დათუნაშვილი, 84კგ - ვლადიმერ გეგეშიძე, 96კგ - სოსო ჯაბიძე და მძიმე წონა 120კგ - გურამ ფერსელაძე.

მოჭიდავეები ბოლო მოსამზადებელ შეკრებას ბორჯომში გაივლიან, ივლისის თვის ბოლო რიცხვებიდან კი ეტაპობრივად გაემგზავრებიან ლონდონში.

ლონდონის ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს გაიხსნება. ქართველი მოჭიდავეები კი ასპარეზობას 2 აგვისტოდან დაიწყებენ. როგორც მწვრთნელები და ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებენ, მათი დევიზია - "მეტი, ვიდრე პეკინის ოლიმპიადაზე".

წინა ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეებმა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ამჯერად ქართული დელეგაციის პროგრამა-მინიმუმი შედეგის გამეორებაა.

interpressnews.ge

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა