ველომბროლელებს ზედიზედ მეორედ მოუწიათ მთებში ურთიერთობის გარკვევა
ტურ დე ფრანსზე გაიმართა მერვე ეტაპი. ველომბროლელებს ზედიზედ მეორედ მოუწიათ მთებში ურთიერთობის გარკვევა.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე დაგეგმილი იყო პირველი კატეგორიის მთაზე ასვლა, ეს ეტაპი უფრო გაქცევების მოყვარულებს აწყობდათ, რაც დადასტურდა კიდეც.

გაქცევის მცდელობა მრავლად იყო; ყველაზე ეფექტური კი გერმანელი იენს ფოხტი გახლდათ, რომელმაც რამდენიმე ათეული კილომეტრი მარტომ იარა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლო.

საბოლოოდ წარმატების ყველაზე კარგი შანსი მიიღო ოცკაციანმა ჯგუფმა. ამ ჯგუფის შიგნით შეთანხმებულ მუშაობაზე ლაპარაკი არ ყოფილა და აქაც იყო ლოკალური გაქცევების მცდელობა.

ეტაპის მსვლელობისას უსიამოვნო ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი. პირველ რიგში, ეს ეხება ოლიმპიურ ჩემპიონ სამუელ სანჩესს.

მართალია, მისი წაქცევა საშიში არ ყოფილა, მაგრამ ესპანელს ზემოდან რამდენიმე ველომრბოლელი დაეცა.

ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სანჩესმა თითი მოიტეხა და მისთვის სეზონი დასრულებულია.

ფინიშამდე დაახლოებით 60 კილომეტრით ადრე გააქტიურდა შვედი კესიაკოფი, რომელიც წუთით დაშორდა კონკურენტებს, მაგრამ ბოლო აღმართზე კონტრშეტევაზე გადავიდა ფრანგი ტიბო პინო, რომელმაც მალე გააბათილა ერთწუთიანი ჩამორჩენა და შემდეგ დაშორდა შვედ ყოფილ მაუუნტინბაიკერს.

მართალია, გენერალური კლასიფიკაციის ფავორიტებმა სერიოზულად შეუტიეს პინოს პოზიციებს, მაგრამ ფრანგმა შეძლო ისტორიაში შესვლა. ის ლენს არმსტრონგის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ველომრბოლელია ისტორიაში, ვინც ტურის ეტაპის მოგება შეძლო. პინო 22 წლის გახლავთ.

საინტერესო ბრძოლა ჰქონდათ მეორე ადგილისთვის ტურის ლიდერს ბრედლი უიგინსსა და მოქმედ ჩემპიონს კეიდელ ევანსს. ამ უკანასკნელმა ბრიტანელისგან გაქცევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.

შესაბამისად, უიგინსმა შეინარჩუნა ლიდერის ყვითელი მაისური და ევანსს კვლავინდებურად 10 წამს უგებს.

VIII ეტაპი

1. ტიბო პინო (საფრანგეთი - FDJ); 2. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +0,26; 3. ტონი გალოპენი (საფრანგეთი - RadioShack-Nissan); 4. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky); 5. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas); 6. იურგენ ვან დერ ბრეკი (ბელგია - Lotto-Belisol); 7. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky); 8. დენის მენშოვი (რუსეთი - "კატიუშა"); 9. აიმარ სუბელდია (ესპანეთი - RadioShack-Nissan); 10. ფრენკ შლეკი (ლუქსემბურგი - RadioShack-Nissan) - +0,30...

საერთო ჩათვლა

1. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky); 2. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +0,10; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +0,16; 4. დენის მენშოვი (რუსეთი - "კატიუშა") - +0,54; 5. აიმარ სუბელდია (ესპანეთი - RadioShack-Nissan) - +0,59; 6. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +1,32; 7. მაქსიმ მონფორი (ბელგია - RadioShack-Nissan) - +2:08; 8. იურგენ ვან დერ ბრეკი (ბელგია - Lotto-Belisol) - +2,11; 9. ნიკოლას როში (ირლანდია - Ag2r La Mondiale) - +2,21; 104. რეინ ტაარამაე (ესტონეთი - Cofidis) - +2:27...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის