ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მიხეილ ნარიაშვილი: მჯერა, აია სულ წინ ივლის

მიხეილ ნარიაშვილი: მჯერა, აია სულ წინ ივლის

ქუთაისის "აიას" ოცი წლის პირველხაზელის მიხეილ ნარიაშვილის კარიერა ელვისებური სისწრაფით ვითარდება. მან საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში მიიღო საბრძოლო გამოცდილება...

ქუთაისის "აიას" ოცი წლის პირველხაზელის მიხეილ ნარიაშვილის კარიერა ელვისებური სისწრაფით ვითარდება. მან საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში მიიღო საბრძოლო გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობების იმდენად კარგად წარმოჩენა შეძლო, რომ მისი გადაბირება ფრანგული რაგბის რამდენიმე ელიტურ გუნდს სურდა. ბოლოს კი პირველ დივიზიონში მოაპარეზე "მონპელიეში" აღმოჩნდა. თუმცა, ჯობს, ყოველივე თანმიმდევრულად თავად მიხეილმა გვიამბოს:

- სანამ "მონპელიეში" აღმოვჩნდებოდი, სინჯებზე "აჟენსა" და "ოშში" ვიყავი. შემოთავაზება ორივე გუნდისგან მქონდა. მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ საფრანგეთში ვიმყოფებოდი, მამუკა გორგოძემ დამირეკა და მითხრა, შენი გასინჯვა "მონპელიეს" მწვრთნელებსაც სურსო. ჩავედი, ძირითადად ფიზიკური მზადყოფნა შემიმოწმეს. მერე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, "აჟენსა" და "ოშშიც" იკითხეს ჩემ შესახებ. მამუკამაც კარგად დამახასიათა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი დამსახურებაა, რომ "მონპელიესთან" კონტრაქტი გავაფორმე.

- რამდენ წლიანი კონტრაქტი გააფორმეთ "მონპელიესთან"და ავალდებულებს თუ არა ის გუნდის მწვრთნელებს, ძირითადში გათამაშონ?

- კონტრაქტი სამწლიანია. ამ ხელშეკრულების მიხედვით ძირითად გუნდთან ერთად კვირაში რამდენჯერმე ვივარჯიშებ. თამაში კი ესპუარების გუნდში მომიწევს.

- მონპელიელთა კლუბში უკვე იყავით, ნახეთ ინფრასტრუქტურა, არც ის ატმოსფერო იქნება უცხო, რაც იქ სუფევს. როგორი დონის კლუბია "მონპელიე" და როგორ ფიქრობთ, როდის შეძლებთ ძირითად გუნდში თამაშს?

- "მონპელიე" უმაღლესი დონის კლუბი რომ არის, საყოვეთაოდ ცნობილია. გუნდში ახალი მწვრთნელი ფაბიენ გალტიე მოიწვიეს. მისი ხელმძღვანელობით პარიზულმა "სტად ფრანსემ" დიდ წარმატებებს მიაღწია. მორაგბეც ერთ-ერთი უძლიერესი იყო და მწვრთნელიც საუკეთესოა. "მონპელიეს" ხელმძღვანელები ტყუილად არ მოიწვევდენ. რაც აქამდე შედეგს აღწევდნენ, არ აკმაყოფილებთ, მეტი უნდათ. თავისთავად ცხადია, უკეთესისკენ სწრაფვა მხოლოდ მისასალმებელია. ეს გუნდის თითოეული მოთამაშისთვის სასარგებლოცაა და საპასუხისმგებლოც. რაც შეეხება ძირითად გუნდში ჩემ თამაშს, სამი წელიწადი წინ მაქვს. ვეცდები, ბეჯითად ვიშრომო, ნელ-ნელა, ეტაპობრივად გავიზარდო და ვნახოთ, იქნებ უფრო მაღალ დონეზე თამაშიც შევძლო. მოკლედ, შესანიშნავი შანსი მომეცა, ჩემი შესაძლებლობები განვავითარო, დიდ რაგბიში შევდგა ფეხი და ამის არგამოყენება დაუშვებელია.

- რაგბის თამაში ქუთაისში დაიწყეთ, იქ აიდგით ფეხი. რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ"აია" ახლა აღმავლობის გზაზეა. თქვენ კი მას შუა სეზონში ტოვებთ...

- ცხადია, ძალიან მწყდება გული, ქუთაისის "აიადან" რომ მივდივარ, მაგრამ რა ვქნა - ელიტურ რაგბიში ფეხის შედგმა ყველა მორაგბის ოცნებაა. ის აგერ, ჩემ წინა, ერთი ხელის გაწვდენაა საჭირო. უარი როგორ ვთქვა...

მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ბავშვობიდან დღემდე ჩემს აღზრდაში წვლილი შეიტანა. ცხადია, როგორც მორაგბე "აიაში" ჩამოვყალიბდი. ახლანდელმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა. კლუბის პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე ყველანაირად ხელს უწყობს გუნდს, კრიზისს თავი რომ დააღწიოს. გამოსდით კიდეც.

"აია" ახლა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერია და აგერ, თასის ნახევარფინალშიც გავიდა. გუნდი წინ მიდის, ვითარდება. ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის. ჩემი შემცვლელიც შერკინებაში უმალ მონახეს, კონკურენცია გაიზარდა. ეს კი პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. ჩემი საფრანგეთში წასვლით გუნდი არაფერს დაკარგავს. მჯერა, "აია" სულ წინ ივლის.

დიდი 10 | აია 41:21 წიქარა

დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის