გასულ უქმეებზე ზეიმით აღინიშნა სახალხო დღესასწაული "დუშეთობა". ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალი წარმომადგენელი დაესწრო...

გასულ უქმეებზე ზეიმით აღინიშნა სახალხო დღესასწაული "დუშეთობა". ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალი წარმომადგენელი დაესწრო, ყველაზე მეტი გულშემატკივარი ქართულმა ჭიდაობამ მიიზიდა _ სამი ათასამდე ქომაგმა მოიყარა თავი დუშეთის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც ნახერხმოყრილ სარბიელზე ქვეყნის შვიდი რეგიონის გუნდები ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას. მხარის ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა და პრიზიორთა წასახალისებლად 10 ათასი ლარი გამოყო.

მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ნაკრებთა (თითოეულში 6-6 მოჭიდავე) ორთაბრძოლა მასპინძლებმა (თორნიკე თათარაშვილი, დავით ოსიშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, გიორგი ბაინდურაშვილი, გიორგი ცოციაშვილი, მირიან პავლიაშვილი) იოლად მოიგეს, მაგრამ ნახევარფინალში თავადაც დამარცხდნენ სამაჩაბლოელთა მძლეველ შიდაქართლელებთან (პაატა მერებაშვილი, გიორგი პაპინაშვილი, ზვიად ბაზანდარაშვილი, პაატა ღვინიაშვილი, ნიკა ბიბილაშვილი, ნოდარ მეტრეველი). თბილისის ნაკრებმა, რომელიც საქართველოს საუკეთესო ძიუდოისტებით (ამირან პაპინაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ლევან წიკლაური, ბადრი გავაშელიშვილი, ლომერ ჟორჟოლიანი, ალექსი დავითაშვილი, მწვრთნელი გურამ მოდებაძე) იყო დაკომპლექტებული, აფხაზეთისა და კახეთის წარმომადგენლებს აჯობა. გადამწყვეტ პაექრობაში მოდებაძის შეგირდებმა მეტოქეს 5:1 მოუგეს და ჯილდო 5 ათასი ლარიც დაიმსახურეს. შიდაქართლელებს 3 ათასი ლარი ერგოთ, მესამე ადგილზე გასულ მცხეთა-მთიანეთის გუნდს 2 ათასი ლარი გადაეცა.

ცეზარ ჩოჩელი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული: "დუშეთობის" დღესასწაული ნამდვილად დაამშვენა ეროვნულმ სიამაყემ _ ქართულმა ჭიდაობამ. ფალავნებმა ლამაზი ფანდებით მოხიბლეს სტადიონზე მრავლად მოსული გულშემატკივარი.

ქართული ჭიდაობა ეროვნული საუნჯეა და ძირითადი ბაზა თუნდაც სპორტის ისეთი პოპულარული სახეობისთვის, როგორიც ძიუდოა. ამიტომაც ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ ქართული ჭიდაობის ფედერაციას. წლეულს რამდენიმე საინტერესო ღონისძიება გვქონდა სხვადასხვა სოფელში. 1 ოქტომბერი ეროვნული გმირების _ ქსნის ერისთავების წმინდანად ხსენების დღეა. 2003 წლიდან ახალგორში, სწორედ, ქსნის ხეობაში ტრადიციულად ქართული ჭიდაობითაც აღვნიშნავდით ამ დღეს. დროებითი გადაადგილების პირობებში ღონისძიებას წეროვანში ჩავატარებთ, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილას, სადაც შარშან ნახერხმოყრილი სარბიელი მოვაწყვეთ.

უშანგი ყურაშვილი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი:

"ტოკიოში თვალს ვადევნებდით ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ფალავნები იოლად ძლევენ მეტოქეებს, ქართულ ჭიდაობას თუ მეტად გაუშინაურდებიან. რაც დრო გადის, ძიუდო სულ უფრო ემსგავსება ჩვენ ეროვნულ საუნჯეს, ამიტომ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ მისი ახალ საფეხურზე ასაყვანად.

დღევანდელი საინტერესო ღონისძიებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ცეზარ ჩოჩელს, ამ შეჯიბრების ორგანიზატორებს _ დუშეთის გამგებელ ზურაბ ოტიაშვილსა და სპორტის სამსახურის უფროს ივერი ჯიქურაულს.

სეზონის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება გველის: პირველ ოქტომბერს _ წეროვანში; 9 ოქტომბერს ახმეტა სახელოვანი ფალავნის ანზორ ქიბროწაშვილის მემორიალს უმასპინძლებს, რომელსაც როგორც შარშან, ამჯერადაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დააფინანსებს. ოქტომბრის ბოლომდე კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში სპორტის სამინისტროს და სეოკ-ის ერთობლივი დახმარებით დიდი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. მერე 2010 წლის ფალავნობაც გაიმართება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

tbiliseli
dachi ვეთანხმები,მე ეს ფორუმზეც დავწერე,რა აზრი აქვს ისეთ ტურნირს რომელზეც ერთ ადგილას ნაკრების წევრები იყრიან თავს,ეს აშკარა უპირატესობაა,ამერიკელებს რატომ არ მიყავთ ოლიმპიადაზე და მსოფლიოზე მთელი ვარსკვლავები კალათბურთის,იმიტომ რიომ ინტრიგას კარგავს ამხელა უპირატესობა,ეს რა ჭკუა მოკლობაა,გადაანაწილონ მაინც ნაკრების წევრები ისე რომ ყველა მხარეს გამარჯვების თანაბარი მხარე ქონდეს.
sofo
vaa dusheti, sad gaichita, gamixarda, me cdusheli var maaash!
dachi
შეჯიბრებაში გამარჯვებული თბილისის გუნდი ფაქტობრივად საქართველოს ნაკრები იყო. ბატონ ყურაშვილს მივმართავთ: ჩაატარეთ ისეთი შეჯიბრება,რომელშიც ყველა ფალავანი ნამდვილად თავისი რეგიონის ღირსებას დაიცავს. სხვაგვარად პირველობა აზრს კარგავს!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
"ტოჩი" მეტოქეს სახეზე შეეხო და დოჰიოდან გაიყვანა [VIDEO]
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს