ფელიქს მაგათი ცდილობდა, დიეგო "ვოლფსბურგისკენ" შეეტრიალებინა, მაგრამ მიხვდა, რომ ბრაზილიელისთვის კალთების დახევა არ ღირს

ფელიქს მაგათი ცდილობდა, დიეგო "ვოლფსბურგისკენ" შეეტრიალებინა, მაგრამ "მგლების" მწვრთნელი და მენეჯერი მიხვდა, რომ ბრაზილიელისთვის კალთების დახევა არ ღირს.

როგორც იცით, 27 წლის გამთამაშებელმა გასული სეზონი "ატლეტიკოში" არენდით გაატარა. ახლა კი "ვოლფსბურგში" დაბრუნდა, თუმცა ტრავმა მოიმიზეზა და სამშობლოსკენ აიღო გეზი, სადაც მკურნალობის კურსს გადის.

მიუხედავად მაგათის არაერთი განცხადებისა, დიეგოს დაბრუნებას მივესალმებიო, ბრაზილიელს გერმანულ კლუბზე ერთი დადებითი ფრაზაც კი არ დასცდენია და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი "დესპოტ ფელიქსსაც" ყელში ამოუვიდა.

"თუკი მას სჯერა, რომ სხვაგან უფრო ბედნიერი იქნება და უკეთ ითამაშებს, ვიდრე ჩვენთან, დაე, წავიდეს. ასეთ შემთხვევაში მან სწრაფად უნდა ეძებოს ახალი გუნდი, რადგან აღარ ითმენს და ერთიც ვნახოთ, რას იპოვნის," - უთხრა 10 ივლისს მაგათმა "კიკერს".

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფელიქსი დიეგოს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს და ბრაზილიელის გადაბირებით "ატლეტიკო", "ფლამენგო" და მოსკოვის "ლოკომოტივი" არიან დაინტერესებულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა