"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ტრავმირებული გიორგი კუხიანიძე შინ დატოვა
უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის გასამართავად ქუთაისის "ტორპედო" 11 ივლისს, დილით, 10:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში გაემგზავრა.

2-საათიანი ფრენის შემდეგ 50 კაცის შემადგენლობით ქართული დელეგაცია აქტობეში ჩავიდა და სასტუმროებში დაბინავდა.

გია გეგუჩაძემ ტრავმირებული გიორგი კუხიანიძე შინ დატოვა. დანარჩენები ჯანზე არიან და 11 ივლისს, ყაზახეთის დროით 20:00 საათზე (საქართველოში 1 საათით ადრეა), მატჩისწინა ვარჯიშში მიიღებენ მონაწილეობას.

"აქტობესთან" 12 ივლისს სათამაშოდ ყაზახეთში იმყოფებიან: მიგინეიშვილი, ქვილითაია, რიგვავა, გამეზარდაშვილი, კვახაძე, გურული, ჭელიძე, გიგაური, ფარულავა, დიღმელაშვილი, დათუნაიშვილი, დოლიძე, იოსელიანი, ბოლქვაძე, ფირცხალავა, საბანაძე, ფანცულაია, გოცირიძე, ტუღუში.

"ტორპედოს" ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე პრესკონფერენციას გია გეგუჩაძე გამართავს. კიდევ უფრო ადრე ჟურნალისტების წინაშე "აქტობეს" რუსი თავკაცი ვლადიმირ მუხანოვი წარსდგება.

"აქტობესა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს პოლონელი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი - ადამ ლიშმანსკი იქნება. ამ უკანასკნელს ასისტენტობას გაუწევენ: კრჟისტოფ მირმუსი და მაშიე დასკიევიში, მეოთხე ოფიციალური - რობერტ მალეკი.

ცნობისთვის, გამოცდილმა ადამ ლიშმანსკიმ ამა წლის 30 მაისს ოთარ კორღალიძის სანაკრებო გუნდის მონაწილეობით 19-წლამდელთა ევროშესარჩევის მატჩში იმსაჯა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრად ავსტრიელი თანატოლები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქუთაისში ფრედ, 1:1 დასრულდა.

fctorpedo.ge

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა