წლეულს რუსეთის სპორტული ცეკვების ფედერაციაში მომხდარი განხეთქილებისას ვიქტორ ბურჭულაძე თბილისში გადმოიბირეს
საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაცია თითქმის ორი ათეული წელიწადია, საინტერესო ღონისძიებებს მასპინძლობს.

გაზაფხულზე თბილისში "კავკასიის თასი" მეჩვიდმეტედ გათამაშდა. ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, ფედერაცია ცდილობს, რეგიონებში ჩატარდეს საინტერესო შეჯიბრებები.

ამ დღეებში სპორტული ცეკვების აჭარის ასოციაციის ინიციატივითა და ადგილობრივი სპორტისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმს მეხუთედ ესტუმრნენ სპორტული მოცეკვავეები, ამჯერად რვა ქვეყნიდან.

ასეთი დაინტერესება საერთაშორისო რეიტინგისთვის ქულათა მაღალმა მაჩვენებელმაც გამოიწვია.

ლათინოამერიკულ ცეკვებში საქართველოს, ბულგარეთის, საბერძნეთის, თურქეთის, უკრაინის, ბელარუსის, ესტონეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის 37 წყვილი იბრძოდა პირველობისთვის. პირველი ადგილი მასპინძლებმა - ვიქტორ ბურჭულაძემ და კატერინა კოზმამ დაიკავეს, რომლებმაც რეიტინგი ერთბაშად 240 ქულით გაიმდიდრეს.

ვიქტორი 18 წლისაა. წარმოშობით ბათუმიდანაა. კარგა ხნის წინათ მისი მშობლები რუსეთში გადავიდნენ სამუშაოდ და საცხოვრებლად. ვიქტორმაც მოსკოვში დაიწყო ვარჯიში სპორტულ ცეკვებში.

ოთხი წლის წინათ მან ახალგაზრდებში მსოფლიო პირველობა მოიგო ათ ცეკვაში. მერე ევროპის პირველობაზეც ყველას აჯობა.

წლეულს რუსეთის სპორტული ცეკვების ფედერაციაში მომხდარი განხეთქილებისას ვიქტორი თბილისში გადმოიბირეს. მეწყვილედ უკრაინელი კატერინა კოზმა შეურჩიეს. ჩვენს ფედერაციაში მიიჩნევენ, რომ პერსპექტიული დუეტია და მალე გვასახელებენ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში.

აგვისტოში ისინი გერმანიის დიდ პრიზზე გამოვლენ, სექტემბერში კი პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე მოსინჯავენ ძალებს, რაც გამოცდილების შესაძენად კარგი საშუალება იქნება.

ბათუმში მეორე ადგილზე გენადი ცინკევიჩი და მზია ორველაშვილი გავიდნენ. ეს წყვილიც წლების განმავლობაში საქართველოს სახელით გამოდიოდა. სათანადო ხელშეწყობა რომ არ ჰქონდათ, მინსკში გადავიდნენ საცხოვრებლად და ახლა ბელარუსის სპორტულ ღირსებას იცავენ.

მესამე ადგილი უკრაინელებს - ანდრეი ფედორენკოს და იანა მინაევას ერგოთ. ახალგაზრდებს შორის ევროპულ ცეკვებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ირაკლი ძაძამია, თამარ ტურაშვილი (თბილისი), 2. თეიმურ გადიროვი, ჯამილა ჩერნოვა (ბაქო), 3. ამირან ბახტაძე, ქრისტინე მალაყმაძე (ბათუმი).

გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა