დევიდ ჰეიმ და დერეკ ჩისორამ შაბათს დანიშნული ბრძოლის წინ ბოლო პრესკონფერენცია ჩაატარეს
სკანდალურად ცნობილმა ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსნებმა - დევიდ ჰეიმ და დერეკ ჩისორამ ბოლო პრესკონფერენცია ჩაატარეს შაბათს დანიშნული ბრძოლის წინ.

შეგახსენებთ, რომ ისინი 14 ივლისს ლონდონში, "ვესტ ჰემის" საფეხბურთო სტადიონზე შეხვდებიან ერთმანეთს. ბრძოლა, რომლისგანაც შორს დაიჭირეს თავი ბრიტანეთის საკრივო საბჭომ და მსოფლიოს საკრივო კავშირმა (WBC), ფაქტობრივად, "ამხანაგურია". მოკრივეებმა ლუქსემბურგის პროფესიული კრივის ფედერაციისგან მიიღეს ლიცენზიები და ერთმანეთში ნაკლებად პრესტიჟული WBO International-ის ტიტულს გაითამაშებენ.

მიუხედავად ამისა, ამ ბრძოლას იმაზე დიდი ინტერესით ელიან, ვიდრე ძმები კლიჩკოების ბოლოდროინდელ შეხვედრებს. ინგლისელებს იმედი აქვთ, რომ რომელიმე მათი თანამემამულე ლონდონის ბრძოლის შემდეგ უკვე ნამდვილ საჩემპიონო შეხვედრაში დაუპირისპირდება ვიტალი ან ვლადიმერ კლიჩკოს.

ჰეიც და ჩისორაც ძალიან მოტივირებულნი არიან. დევიდს სურს, დიდი ხნით დაივიწყოს ის დღე, როცა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა; დერეკს კი უნდა დიდ კრივში დაბრუნება მას შემდეგ, რაც თებერვალში, მიუნხენის რინგზე საკმაოდ კარგი ბრძოლა ჩაატარა ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ.

იმ ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰეისა და ჩისორას შორის ამტყდარი ჩხუბის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. მას შემდეგ ოფიციალურ ღონისძიებებზე დევიდსა და დერეკს შორის მეტალის ბარიერს დგამენ. ასე იყო ივნისის დასაწყისში გამართულ პრესკონფერენციაზე და ამჯერადაც ასე მოიქცნენ ორგანიზატორები.

"რინგზე მაქსიმალურად არანორმალური ვიქნები. ასეთი განწყობა არასოდეს მქონია, - განაცხადა ჩისორამ, რომელიც დროდადრო სახეს ბრიტანეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ცხვირსახოცით იფარავდა. - მზადების მთელმა პროცესმა შესანიშნავად ჩაიარა, ტრავმა არ მაქვს და ეს ბრწყინვალე ბრძოლა იქნება".

ჰეიმ მომავალ მეტოქეს იმით უპასუხა, რომ მას რინგზე ნოკაუტს დაპირდა.

"რაც უფრო წინ წავა, მით უფრო მალე შედგება ნოკაუტი, - ამბობს ჰეი, რომელმაც ასევე დაიტრაბახა იდეალურად ჩატარებული მოსამზადებელი პროცესის გამო. - მე ჯანმრთელი ვარ, ძლიერი და სწრაფი. ვარჯიშების დროს შევასრულეთ ყველაფერი, რაც დაგეგმილი გვქონდა. არაფერი გამოგვრჩენია.

ასეთი შეგრძნება არასოდეს მქონია და ამას ჩემი მწვრთნელები და სპარინგ-პარტნიორებიც ხვდებოდნენ.

ძალიან მოტივირებული ვარ და დერეკისთვის სამწუხაროდ, ის რინგზე საუკეთესო "ჰეიმეიკერის" წინააღმდეგ გავა".

ჰეის მწვრთნელმა ადამ ბუტმა აღნიშნა, რომ მომავალ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს მისი შეგირდის პირად დამოკიდებულებას ჩისორას პიროვნებისადმი.

"დევიდს ის მთელი არსებით სძულს. მის სიძულვილს ვიყენებდი იმისთვის, რომ ბრძოლისთვის კარგად მომემზადებინა", - ამბობს მწვრთნელი.

როგორც 12 ივლისის ნომერში ვწერდით, ბრძოლის ჰონორარი 5 მილიონი დოლარია და უკვე ცნობილია, რომ ამ თანხის ნახევარზე მეტს ჰეი მიიღებს. უკვე გაყიდულია ბრძოლაზე დასასწრები 29 ათასი ბილეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა