35 წლის არგენტინელი ვეტერანი პაბლო პრიჯიონი ერთ სეზონს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაატარებს
35 წლის არგენტინელი ვეტერანი პაბლო პრიჯიონი ერთ სეზონს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაატარებს.

არგენტინის ნაკრების გამთამაშებელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ნიუ იორკ ნიქსთან".

კალათბურთელის აგენტის თქმით, მოთამაშის ხელფასი 473 ათასი დოლარი იქნება.

თანამედროვე კალათბურთის ერთ-ერთმა ყველაზე გონიერმა მოთამაშემ მთელი კარიერა ესპანეთში გაატარა.

ის შვიდი წელი თამაშობდა "კახა ლაბორალში". ახლა კი პრიჯიონიმ NBA-ში თავის გამოჩენის შანსი მიიღო.

სავარაუდოდ, არგენტინელი "ნიქსში" კიდევ უფრო გამოცდილი ჯეისონ კიდის დუბლიორი იქნება.

გასულ სეზონში პრიჯიონი ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 6.6 ქულასა და 3.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

აქტიურად მოქმედებს ევროპის სატრანსფერო ბაზარზე "პორტლენდი". გუშინ, ამ კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ნილ ოლშიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "ბლეიზერსმა" ესპანელი ფორვარდი ვიქტორ კლავერი გაიფორმა. თუმცა კონტრაქტის დეტალები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.

კლავერის "პორტლენდში" გადასვლა გასაკვირი არ არის - სამი წლის წინ, სწორედ ამ გუნდმა აირჩია დრაფტზე ეს ესპანელი. ამ დღეებში კლავერი ოფიციალურად დაშორდა "ვალენსიას" და NBA-ში იწყებს კარიერას. "პორტლენდში" მისი სათამაშო ნომერი 18 იქნება.

"ბლეიზერსის" კიდევ ერთი სამიზნეა ბრიტანელი ფორვარდი ჯოელ ფრილენდი. კალათბურთელს ერთი ნაბიჯი აკლია სანუკვარ კონტრაქტამდე.

პრობლემას წარმოადგენს ესპანეთის "უნიკახასთან" კონტრაქტი, რომლის ღირებულებაა 1.5 მილიონი ევრო.

ამერიკული პრესის ცნობით, ჯოელი მზად არის თავად გამოისყიდოს ეს ხელშეკრულება. ახლა, მხარეები აქტიურად მუშაობენ ბოლო დეტალებზე.

რადგან კრის კამანი გერმანიის ნაკრების წევრად ითვლება, მის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვე შემოგთავაზებთ. გუშინ, ამ მძიმე ფორვარდმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "დალას მავერიქსთან" და გერმანიის ნაკრებში თავისი პარტნიორის, დირკ ნოვიცკის მხარდამხარ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი კამანმა "ნიუ ორლეანის" რიგებში გაატარა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 47 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 13.1 ქულა და 7.7 მოხსნა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა