23 წლის დოსტი ის კაცია, ვინც ჰოლანდიის ჩემპიონატის 34 მატჩში 32 (!) გოლი გაიტანა

ბას დოსტი - შესაძლოა, ეს სახელი და გვარი ბევრს ჯერ კიდევ არ ეცნობა. არადა, წესით, ყველას უნდა ეცნობოდეს, რადგან 23 წლის დოსტი ის კაცია, ვინც ჰოლანდიის ჩემპიონატის 34 მატჩში 32 (!) გოლი გაიტანა.

ჰოლანდიაში, ზოგადად, ბევრი გოლი გადის და ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან თავდამსხმელებს ყველაზე მეტად სწორედ იქ უადვილდებათ ხოლმე თავიანთი ბომბარდირული ნიჭის გამოვლენა, მაგრამ 34 მატჩში 32 გოლი მაინც ნამეტანია და თამამად უნდა ვთქვათ, რომ დოსტი უკვე თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ გოლეადორად მიიჩნევა.

სწორედ ამიტომ გადაიხადა გერმანულმა "ვოლფსბურგმა" მასში ამაყად 7 მილიონი ევრო და ბასიც "ჰერენვენიდან" "ფოლკსვაგენის" ქალაქში გადაბარგდა, სადაც თვით ფელიქს მაგათის ხელში მოუწევს ოფლის ღვრა.

როცა დოსტზე ჩამოუგდებენ ხოლმე სიტყვას, მაგათი საუბარს ყოველთვის ერთი და იგივე წინადადებით იწყებს - მას პირველივე სეზონში სასწაულებს ნუ მოვთხოვთო.

ფელიქსი მომთმენი და მომლოდინე, კარგი ნებისყოფის მქონე სპეციალისტია და მართალია, ზუსტად იცის, რომ დოსტს პირველივე სეზონში შეუძლია უამრავი გოლის გატანა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც თადარიგს იჭერს - ვაითუ ჰოლანდიელს ბუნდესლიგასთან შეგუების პროცესი გაუგრძელდეს.

თავად ბასი, როცა კი საშუალება მიეცემა, სულ ერთსა და იმავე წინადადებას იმეორებს: "ფელიქს მაგათის ვარჯიშებზე ლეგენდები დადის და ვიცოდი, რაც მელოდა, - ამბობს "ვოლფსბურგის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში იმას, რაც ფელიქსის ყველა შეგირდს უთქვამს, - მაგრამ ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მისი ვარჯიშები ასეთი მძიმე იქნებოდა".

მაგათი: ვაცადოთ ამ ბიჭს

გასული სეზონის მიწურულს დოსტმა დაამტკიცა, რომ არა მარტო ნიჭიერი და ალღოიანი ფორვარდია, არამედ მონდომებითაც გამოირჩევა: სეზონის მიწურულს, ფაქტობრივად, ტრავმირებული თამაშობდა, რათა "ჰერენვენი" ევროპალიგაში გაეყვანა.

"ვოლფსბურგში" კი, როგორც თავად ამბობს, მოტივაცია გაუსამმაგდა, თუმცა მაინც ამას ამბობს:

"ჯერ გერმანიას და აქაურ ფეხბურთს უნდა შევეჩვიო. პირველი კვირა მართლაც ჯოჯოხეთურად მძიმე იყო. ახლა კი თავს უკეთ ვგრძნობ და ისე აღარ მიჭირს, როგორც პირველ დღეებში.

მერე ბუნდესლიგა დაიწყება და იმედია, აქაურობას ალღოს აქაურობას მალე ავუღებ, თუმცა კარგად მესმის, რომ შესაძლოა, ადაპტაციის პროცესი გამიგრძელდეს."

"ბასი უნიჭიერესი ფეხბურთელია და ამ ეტაპზე მას აღარაფერი აქვს დასამტკიცებელი. მე მას არ ვაჩქარებ, წნეხის ქვეშ არ ვაქცევ და კარგი იქნება, თუ "ვოლფსბურგის" ფანებიც ადროვებენ და არ გაუჯავრდებიან, თუ პირველივე ტურებში გოლებს ვერ გაიტანს," - აცხადებს მაგათი.

ბას დოსტისთვის მისაბაძი მაგალითი როი მაკაია, რომელმაც ბუნდესლიგაში გადასვლისთანავე (2003/04) დაიწყო გოლების გატანა და პირველსავე სეზონში 23 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მაკაი გერმანიაში არა ჰოლანდიიდან, არამედ ესპანეთიდან, ჩამოყალიბებული, შემდგარი გოლეადორის სტატუსით გადავიდა და თანაც უკვე 28 წლის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი და დოსტის შედარება ამ კონტექსტში უადგილოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა