"რომას" კაპიტანი გუნდის გასაძლიერებლად ტრანსფერების განხორციელებას ითხოვს

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ამხანაგური მატჩი "რომამ" 9:0 მოიგო, ფრანჩესკო ტოტი რაღაცით უკმაყოფილო დარჩა და ჟურნალისტებთან ერთობ პესიმისტური ხასიათის კომენტარი გააკეთა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ "პუპონეს" გადავცეთ:

"მოსამზადებელი ეტაპი ახალი დაწყებული გვაქვს და ჯერ ოპტიმალურ ფორმაში ვერ ვიქნებით, მაგრამ პრობლემები წინა წლებთან შედარებით მაინც მეტია.

აშკარაა, რომ თუ მომდევნო სეზონში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გვინდა, მინიმუმ, სამი-ოთხი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ.

უდიდესი გამოცდილება მიმაგრებს ზურგს და ვიცი, რასაც ვამბობ - თუკი ეს ვინმეს ეწყინება, თავისი პრობლემაა, რადგან მე ყველა ნაბიჯს გუნდის საკეთილდღეოდ ვდგამ.

ვნახოთ, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დიდი დროა და იმედი მაქვს, რომ კლუბის მესვეურები გააქტიურდებიან".

ფრანჩესკო ტოტის განცხადებას "რომას" სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი გამოეხმაურა და ნაწყენი ტონით შემდეგი განაცხადა:

"არ მეგონა, თუ ტოტისგან ასეთ რამეს მოვისმენდი, რადგან მან კარგად იცის, რომ გუნდის საკეთილდღეოდ დღე და ღამე ვმუშაობთ;

სატრანსფერო ბაზარზე არც არასდროს ვყოფილვართ პასიურები და მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც წინ დიდი მიზნები გვაქვს.

ასეთი განცხადებები ფეხბურთელებზე კარგად არ მოქმედებს და გულშემატკივრებსაც ენთუზიაზმს უნელებს - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმატების მისაღწევად სავსე ტრიბუნები გვჭირდება.

ფრანჩესკო კაპიტანია და კომენტარების გაკეთებისას მეტი დაფიქრება მართებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Romanist
გთხოვ ადმინ ინფორმაციის წყარო მითხარი საიდან ეს ინფორმაცია.... !??? დიდი უაზრობა გიცერია ან თარგმნა არ იცი კარგად ან ლაციოს საიტზე წაიკითხე ეს ინფორმაცი.. წყარო დაწერე გეტავა საინდა ეს ინფორმაცია (მცირე ცვილებებით)
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა