ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლიცენზიანტები. დავით ილარიანი - მესამე ცდა და დებიუტი

ლიცენზიანტები. დავით ილარიანი - მესამე ცდა და დებიუტი

ქართული სპორტის ისტორიაში ოსტატისა და შეგირდის ოლიმპიადაზე ერთად გამოსვლის პირველი შემთხვევა იქნება
დავით ილარიანი - 31 წლის, ათენისა და პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომასა და 110 მეტრზე თარჯრბენში. 2007 და 2009 წლების ევროპის საკლუბო ჩემპიონატების გამარჯვებული ზარნიცასა და სარაევოში (ბოსნია-ჰერცოგოვინა), ანალოგიური შეჯიბრების 2003 წლის ბრინჯაოს პრიზიორი, საქართველოს რეკორდსმენი. ოლიმპიურ თამაშებში მესამედ იასპარეზებს ლონდონში, სადაც არა მარტო თარჯმრბენი, არამედ სიგრძეზე მხტომელი ბოლესლავ სხირტლაძის მწვრთნელადაც მოგვევლინება - ქართული სპორტის ისტორიაში ოსტატისა და შეგირდის ოლიმპიადაზე ერთად გამოსვლის პირველი შემთხვევა იქნება.

- ვარკეთილის საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, ფიზაღზრდის მასწავლებლებმა, ვასილ მჭედლიშვილმა და ნუკრი დვალიშვილმა მძლეოსნობაში ვარჯიში რომ დამაწყებინეს, - იხსენებს დავით ილარიანი. - სიმაღლეზე ხტომასა და თარჯრბენში ვცდიდი ძალებს.

1997 წელს თბილისის პირველობაზე მეორე ადგილი რომ დავიკავე, მწვრთნელებმა მძლეოსნობის ცნობილ სპეციალისტ სერგო ქავთარაძესთან მიმიყვანეს.

მისი ხელმძღვანელობით რამდენჯერმე საქართველოს ჩემპიონობა მოვიპოვე როგორც ახალგაზრდებში, ისე უფროსებში. 2003 წელს სტამბულში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე 110 მეტრი თარჯებით 14,03 წამში დავფარე და ბრინჯაოს დავჯერდი, რაც პირველი დიდი სპორტული წარმატება იყო ჩემს ცხოვრებაში.

- იმავე წელს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზე და მე-9 ადგილი დაიკავე...

- იმ შეჯიბრებაზე მნიშვნელოვანი ის იყო, 13,75 წამით ათენის ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივი შევასრულე. მერე აღმოჩნდა, რომ ამგვარი შედეგი ბევრს ჰქონდა, ამიტომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ სალიცენზიო ნორმატივი 13,72 წამამდე დაიყვანა.

2004 წლის ივნისში უკრაინის ღია ჩემპიონატზე 13,69 წამით პირველი ადგილი დავიკავე, ელადის საგზურიც მოვიპოვე და 33 წლის წინათ ანატოლი მოშიაშვილის მიერ დამყარებული საქართველოს რეკორდიც გავაუმჯობესე. ათენში, სამწუხაროდ, ჩემი შედეგი ვერ გავიმეორე - 13,72 წამით 56 მონაწილეს შორის 32-ე ადგილზე გავედი.

- ორი ოლიმპიადის მონაწილე ხარ...

- პეკინის თამაშების წინ გოგი გოზალიშვილთან გადავედი სავარჯიშოდ. ორ შეჯიბრებაზე ხელი მომეცარა. სამაგიეროდ, 2008 წლის 13 ივნისს იერუსალიმში ისრაელის ღია ჩემპიონატი მოვიგე 110 მეტრზე თარჯრბენში 13,67 წამით, რითაც საქართველოს რეკორდი დავამყარე და ჩინეთის დედაქალაქში გამგზავრების უფლებაც მოვიპოვე. პეკინში 13,74 წამით მეოთხედფინალში გავედი...

- წლეულს ლონდონის საგზურის მოპოვება გაგიძნელდა?

- ორი წელიწადია, დამოუკიდებლად ვვარჯიშობ, თან, მწვრთნელობაც დავიწყე. ბოლესლავ სხირტლაძეს 2010 წელს აქტიური სპორტისთვის თავის დანებება უნდოდა. კარგახანს ორივეს ბატონი გოგი გვავარჯიშებდა. პერსპექტიულ სპორტსმენად მიაჩნდათ, მაგრამ შედეგებს ვერ აუმჯობესებდა. მძლეოსნობისთვის ზურგის შექცევა გადავაფიქრებინე.

ასე ვთქვათ, მწვრთნელის ფუნქციები ვიკისრე. თან ვუთხარი, ლონდონის თამაშებზე ერთად გავემგზავრებით-მეთქი. დამიჯერა.

შარშან 7,77 მეტრზე რომ გადახტა, იმედი მომეცა. წლეულს საბერძნეთის სალიცენზიო ტურნირზე უნდა ეცადა ბედი. მანამდე ისრაელის ღია ჩემპიონატზე მიწევდა გამოსვლა. ბოლესლავიც გამომყვა საშეჯიბრო გამოცდილების მისაღებად. ერთად ვიყავით იერუსალიმში, ქრისტეს საფლავზე მოვილოცეთ.

შეჯიბრების დღეს წინასწარი გარბენი მოვიგე და ფინალისთვის ვემზადებოდი. ამ დროს სიგრძეზე მხტომელების ასპარეზობაც დაიწყო. თვალი სახტომი ორმოსკენ გამექცა და რას ვხედავ - პირველსავე ცდისას ტაბლოზე 8,12 აენთო - რამაც ჩემს შეგირდს ლონდონის საგზური მოუტანა. მეც მზად ვიყავი მსგავსი წარმატებისთვის, მაგრამ ფინალში სუსტი მეტოქეები შემხვდნენ, კონკურენციას ვერ ვგრძნობდი.

პირველი ადგილი კი დავიკავე, მაგრამ სალიცენზიო ნორმატივი ვერ შევასრულე. სამაგიეროდ, ორი კვირის შემდეგ ბულგარულ სლოვენში იქაურ ღია ჩემპიონატზე 110 მეტრი თარჯებით 13,58 წამში დავფარე და საქართველოს რეკორდი დავამყარე. 0,1 წამით ქუვეითელმა გამისწრო. ორივემ ლონდონში გამგზავრების უფლება მოვიპოვეთ.

- თამაშებში რას გეგმავ?

- ეს ოლიმპიადა ჩემთვის ორმაგად პასუხსაგები იქნება - როგორც სპორტსმენისთვის და როგორც მწვრთნელისთვის. სხირტლაძე ბრიტანეთის დედაქალაქში 3 აგვისტოს იასპარეზებს, მე კი ოთხი დღის შემდეგ მომიწევს სარბენ ბილიკებზე გასვლა. ვეცდები, ნახევარფინალს ვუწიო. ბოლესლავს კი, იმედია, ფინალში ვიხილავთ.

- შეგირდი რას იტყვის? - მივმართე სხირტლაძეს.

- აბა, რა გითხრათ. ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ვარ, მაგრამ ვეცდები, ლონდონში შესაძლებლობის მაქსიმუმი ვაჩვენო.

- მძლეოსნობაში როგორ მოხვდი?

- მამაჩემი ალექსანდრე სხირტლაძე სამმაგ ხტომაში სპორტის ოსტატია, საქართველოს ყოფილი ჩემპიონი. ექვსი წელიწადი თავად მავარჯიშებდა. მერე ბატონ გოგი გოზალიშვილთან ვემზადებოდი. 2007 წელს საქართველოს ჩემპიონატი 7,56 მეტრით მოვიგე. ორი წლის შემდეგ სარაევოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, ისრაელის ღია პირველობაზეც მესამე ვიყავი.

- წლეულს ევროპის ჩემპიონატზე მაინცდამაინც ვერ იყოჩაღე...

- ალბათ, დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ბრალია. ხუთი წელიწადი ნებისმიერ შეჯიბრებაზე 7,56 მეტრზე ნაკლები შედეგი არ მიჩვენებია. ჰელსინკში კი 7,23 მეტრზე გადავხტი. თავადაც ვერ ამიხსნია, რა მოხდა. ყველაფერს ვიღონებ, მსგავსი რამ ლონდონში არ გამეორდეს და ქომაგები არ გავაწბილო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიცენზიანტი. მაიკო გოგოლაძის იღბლიანი წელიწადი

ლიცენზიანტი. ზურაბ დათუნაშვილის ახდენილი ოცნება

ლიცენზიანტი. რაულ ცირეკიძე - ფორტეპიანოზე გაცვლილი შტანგა

ლიცენზიანტი. რევაზ ლაშხი - ჩემპიონი ბორჯომის ხეობიდან

ლიცენზიანტი. სოსო ჯაბიძე: ოლიმპიადის ოქროზე ბავშვობიდან ვოცნებობ

ლიცენზიანტი. გია მაჭავარიანი - ლონდონში ოლიმპიური მედლისთვის

ლიცენზიანტი. ვლადიმერ გეგეშიძე - თავისუფლიდან - ბერძნულ-რომაულამდე

ლიცენზიანტი. ირაკლი თურმანიძე

ლიცენზიანტი. ოთარ თუშიშვილი: კარიერას ლონდონში დავასრულებ

ლიცენზიანტი. ნინო სალუქვაძე - მიზანში ამოღებული ლეგენდა

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]

ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა

"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა