ოთხი ოქრო, ამდენივე ვერცხლი და სამი ბრინჯაო - ასეთია მასპინძელთა ნადავლი
ოთხი ოქრო, ამდენივე ვერცხლი და სამი ბრინჯაო - ასეთია მასპინძელთა ნადავლი 8-12 წლის მოჭადრაკეთა ევროპის თასის გათამაშებაში, რომელსაც ქუთაისმა უმასპინძლა.

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად გაიმართა. გუშინ სწორედ ბოლო ტურის შეხვედრებმა გამოავლინა გამარჯვებულები და პრიზიორები.

8-წლიან გოგონებში შესანიშნავად ითამაშა ხობელმა დიანა ლომაიამ. მართალია, მან სტარტზე ნია დონღვანთან წააგო პარტია, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ექვს მეტოქეს სძლია, გუშინ შავი ფიგურებით სომეხ ნადეჟდა ხაჩატრიანს აჯობა და 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

დონღვანმაც იმარჯვა თეკლა ვადაქარიასთან, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილს დასჯერდა. მესამე-მეხუთე ადგილებზე ნადეჟდა ხაჩატრიანი (სომხეთი, 5 ქულა), ლილე გუმბერიძე (5) და სალომე ბეიტრიშვილი (4,5) გავიდნენ.

ამ ასაკის ბიჭებში ნიკოლოზ კაჭარავამ იყოჩაღა. გუშინ იგი ახმედ ახმედზადეს (აზერბაიჯანი) დაუზავდა და 6,5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

ბოლო ტურში წარმატებით ითამაშეს ნიკოლოზ კევლიშვილმა, დავით გაბუნიამ და გორ გრიგორიანმა (სომხეთი), რომლებმაც საბა ლომსაძეს, გიორგი ლომინაძესა და ჰოვანეს მკრტიჩიანს გააჩერებინეს საათები. ამდენად, 5,5-5,5 ქულით მეორე-მეხუთე ადგილები, შესაბამისად, ახმადზადემ, გაბუნიამ, კევლიშვილმა და გრიგორიანმა გაინაწილეს.

10-წლიან გოგონებში მთავარი პრიზი ანასტასია სიდამონიძემ დაიმსახურა - 12 ივლისს იგი თამარ ლაგაზაურს დაუზავდა და 6 ქულას მოუყარა თავი (საგულისხმოა, რომ ნიკოლოზ კაჭარავა და ანასტასია სიდამონიძე თბილისის თასის წლევანდელი მფლობელები არიან).

გამარჯვებულს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ მაია ბეჭვაია და თამარ ლაგაზაური, რომლებმაც მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს. მომდევნო საპრიზო ადგილზე თამარ ესაძე (5) და ზეინაბ ისმაილზადა (აზერბაიჯანი, 4,5) გავიდნენ.

ბიჭებში ბოლო ტურის წინ 5,5 ქულით ერთპიროვნულად რუსი არტიომ ტბურჩანინოვი მეწინავეობდა, მაგრამ დავით კამკიამ შეძლო მისი დამარცხება და 6 ქულით პირველი ადგილის დაკავება. 5,5-5,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები აბდულა გადიმბაილის (აზერბაიჯანი), ნიკოლოზ პეტრიაშვილს, არტიომ ტრუბჩანინოვსა და რაუფ მურტუზოვს (აზერბაიჯანი) ხვდათ.

ქართველ მოჭადრაკეებს ტურნირის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე ყველაზე კარგი სატურნირო მდგომარეობა 12-წლიანებში ჰქონდათ, მაგრამ ბოლო დღეებში სტუმრებმა იძალეს და ჩვენებურები მხოლოდ ორ ვერცხლს დააჯერეს.

გოგონებში 12 ივლისს ერთპიროვნული ლიდერი ნინო ჯალაღონია თეთრი ფიგურებით სომეხ ანი ივანიანთან დამარცხდა და პირველობაც მეზობელს დაუთმო. 5-5 ქულით მეორე-მესამე ადგილები ნინო ჯალაღონიას და მარიამ ავეტისიანს (სომხეთი) ერგოთ.

ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვეს მარიამ წამალაშვილმა და მარიამ დოლიძემ, რაც მეოთხე-მეხუთე ადგილებისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ბიჭებში პირველი-მეხუთე ადგილები ასე განაწილდა: 1. აშოტ ფარვანიანი (სომხეთი, 6 ქულა), 2. ირაკლი ახვლედიანი (5,5), 3. ტიმურ ტრუბჩანინოვი (რუსეთი, 5,5), 4. გურამ კოკაია (5,.5), 5. დავით გვენეტაძე (5).

ყველა ასაკში პირველ-მეხუთე ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, შესაბამისად, ნოუთბუქებით, ნეთბუქებით, მობილური ტელეფონებით, აიპოდებითა და ფოტოაპარატებით დააჯილდოვეს.

მარგველაშვილი დაწინაურდა

ქართველი დიდოსტატი გიორგი მარგველაშვილი ბენასკიეს (საფრანგეთი) საერთაშორისო ტურნირზე 5,5 ქულით ლიდერთა ექვსეულში შედიოდა.

მე-7 ტურში მან რუმინელი მიხაილ მარინი დაამარცხა და 6,5 ქულით თანამემამულე თამირ ნაბაძის მძლეველ დან ზოლერთან (ისრაელი) ერთად მეწინავეობს. ასევე, 5,5-ქულიანი იოან-ქრისტიან ჩირილა (რუმინეთი) და გავაინ ჯონსი (ინგლისი) დაზავდნენ.

სამწუხაროდ, დამარცხდნენ თორნიკე სანიკიძე (ესპანელ სერხიო გარზასთან) და კონსტანტინე შანავა (მასპინძელ დავით ანტონთან), რომლებიც ლიდერებს 1,5-1,5 ქულით ჩამორჩნენ. მე-8 ტურში მარგველაშვილი და ზოლერი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, სანიკიძე და შანავა კი სტეფ სუურსსა (ბელგია) და ზუზანა სტოჩკოვას (სლოვაკეთი) გაუწევენ მეტოქეობას.

ესპანურ ბარბერა დელ ვალესში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირის ფინიშამდე ერთი ტური დარჩა.

მერვეში მონაგარი ქულით გაიმდიდრა თბილისელმა დიდოსტატმა ლევან აროშიძემ, რომელმაც მასპინძელ მაურიციო ვასალოს აჯობა.

ერთპიროვნულად კი რუსი მაქსიმ ტუროვი დაწინაურდა, რომელმაც ემილიო გორდოვა (პერუ) დაჯაბნა. 6-6 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებზე მექსიკელი ხოსე გარსია გონსალესი და კუბელები - ალექსეი ფერნანდესი და რეინალდო ორტიზი არიან. ბოლო ტურში აროშიძე მიგელ მუნოსს (ესპანეთი) ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა