ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ყაზახურ "აქტობესთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ყაზახეთში, "აქტობესთან" გამართული ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

ქუთაისელებმა ყაზახეთში შეხვედრა ანგარიშით 0:1 წააგეს, ორი მატჩის ჯამში კი 1:2 დამარცხდნენ და ევროტურნირს გამოეთიშნენ.

გია გეგუჩაძე:

- პირველ რიგში, მინდა ჩემს კოლეგას დამსახურებული გამარჯვება მივულოცო და მომავალში წარმატებები ვუსურვო.

რაც შეეხება თამაშს, სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ - ამ დაპირისპირებაში "აქტობე" უფრო ძლიერი იყო. ასე რომ, გუნდი შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა და სხვა შედეგი ალოგიკური იქნებოდა.

რაც შეეხება ჩემი გუნდის თამაშს, მიმაჩნია, რომ ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები ამით არ შემოიფარგლება. მათ გაცილებით უკეთ თამაში შეუძლიათ. ასე რომ, დასკვნებს გავაკეთებთ.

მინდა აღვნიშნო ის ატმოსფერო, რომელიც სტადიონზე სუფევდა. მეტოქეს მეთორმეტე მოთამაშე ჰყავდა, გულშემატკივრების სახით, რომლებიც მთელი თამაშის მანძილზე გუნდს მხარს უჭერდნენ, რაც სამწუხაროდ, საქართველოში არ გვინახავს.

- ბატონო გეგუჩაძე, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ თქვენი გუნდი სტატისტიკურად გასვლით მატჩებს უფრო სუსტად თამაშობს. სიმართლე ვთქვათ, გაუგებარი იყო, რის ხარჯზე გეგმავდა გუნდი შემდეგ რაუნდში გასვლას. ეს ფსიქოლოგიას უკავშირდება?

- მართალი ხართ. როგორც ჩანს, ეს ფსიქოლოგიას უკავშირდება, მაგრამ ეს, როგორც ამბობენ, გამოცდილებასთან ერთად მოდის.

ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც ასეთ დონეზე არასდროს უთამაშიათ და ასევე ასაკოვანი ფეხბურთელები, რომელთაც მსგავს ტურნირებზე დიდი ხანია არ უასპარეზიათ.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, გაცილებით უკეთ შეგვეძლო გვეთამაშა.

- "ტორპედოს" რომელი რგოლი იყო დღეს უფრო სუსტი? ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავდასხმა…

- მოდით, ასე გიპასუხებთ: დღეს ჩემს გუნდში ძლიერი ხაზი ვერ ვნახე.

- მეკარის გარდა...

- დიახ, მეკარე უნდა გამოვარჩიოთ.

ასევე იხილეთ:

აქტობე-ტორპედო 1:0 (პირველი მატჩი 1:1) - ჯერ კიდევ ჭაობში ვართ [+VIDEO]

anz2
ქუთაისლებმა გულშემატკივრობაც იციან და თბილისლებისგან განსხვავებით სტადიონზეც დადიან ...გული კი იმაზე გვწყდება რომ ასეთი უსუსური ტორპედოს გასვლას დინამო გასულიყო ჯობდა ესეც ქუთაისელი გულშემატკივრის აზრი.....ასე რომ არავის არავინ ძულს .....და ნუ ნერგავთ სისულელეებს.....ზესტაფონში რა გვიქნეს თუ გახსოვთ ნახევარფინალზე.....მარა აწი ზესტას ვუგულშემატკივრებ იმიტორო საქართველოს სახელით გამოდის....ტორპედოს რაც შეეხება ერთი მეგრელაძის ნაირი თავდამსხმელი უნდათ და კაი გამთამაშებელი ....თორე სტადიონზე ასი კაციც სანატრელი გაუხდება ვისოლს
Jigaro
რა გჭირთ ხალხო?!...გეგუჩაძეს წაგება არ დაუბრალებია, ყაზახი გულშემატკივრებისა შეშურდა, ესაა და ეს...გუნდი როცა ვერ თამაშობს მაშინ უნდა გულშემატკივრობა და არა 7:0ს რომ იგებს, ასეა ევროპის ყველა ქვეყანასა და ყველაზე ცნობილ კლუბებში, შესაძლოა ესპანეთი იყოს გამონაკლისი, დანარჩენ ქვეყნებში კი წაგების მერეც გუნდს ისე აცილებენ, თითქოს ყველაფერი მოეგოთ,,,ეს იმიტომ კეთდება, რომ უყვართ საკუთარი გუნდი, მოგებაზე მეტად იმას აფასებენ, რამდენად იხარჯება ფეხბურთელების უმეტესობა, ქუთაისში კი მეტი არ შეუძლიათ ამათ და ამიტომ უნდა ვაგინოთ, ვუსტვინოთ, არ ვიაროთ... ამიტომაც ვართ ამ დღეში...გეგუჩაძემ გინდათ ერთ წელიწადში ლიგაზე გაგვიყვანოს? მაგარი გარეკილი გაქვთ ხალხო, გულშემატკივრობისა არაფერი გესმით და მოდი საერთოდ ნუ ამოიღებთ ხმას, აცალეთ კაცს მუშაობა, მხარდაჭერა თუ არ შეგიძლიათ ხელს მაინც ნუ შეუშლით და ნერვებს მუ მოუშლით, მერწმუნეთ თქვენზე 100ჯერ მეტად განიცდის დღევანდელობას, ასე რომ დააყენეთ რა ერთი ადგილი!
ramo
მართალია. ქუთაისლებს გუნდის გულშემატკივრობა თბილისელების დედის გინება და ქვების სროლა გონიათ. თუ ჩემი არ გჯერათ მიდით სტადიონზე და ნახავთ. კოკოითს არ ძულს თბილისი ისე როგორც ქუთაისლებს.
odala
ბ-ნო გეგუჩაძევ, გეთამაშათ ისე როგორც თქვენი ოპონენტი თამაშობდა და დარწმუნებული ვარ მხარდაჭერაც არა ნაკლები იქნებოდა ქუთაისში.
merab
ოღონდ მათ ნუ დაბრალდებათ და ყველაფერს მოიგონებენ. რა შუაშია გულშემატკივარი. ნახა დაბალი ღობე. ეს არის უსინდისობა და მეტი არაფერი. გეგუჩაძეს ეს ღირსებას არ მატებს. რაც შეეხება თამაშს - მე, თუ მკითხავთ ამჟამინდელი ტორპედო - არის მაღალი დონის ,,ქუჩის გუნდი,,. სახელდახელოდ შეკრებილი, სადაც ერთად ერთი ნათელი წერტილი მეკარეა. ამ გუნდის გაშვება საზღვარგარეთ არის დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნის სირცხვილი. გუშინ მოედანზე იდგა 10 უსაქმური და თვითონაც ვერ ხვდებოდნენ, თუ როგორ აღმოჩდნენ იმ გაუგებრობაში.
dudu
რაცაა, ეგგა, რა. ეგ დონე ვართ. ქართული ფეხბურთი არ ვითარდება. 20 წელია რაღაცა გვინდა და რატო გვინდა, არ ვიცით. რამე გავაკეთეთ ბავშვთა ფეხბურთში? ან სხვა სფეროში? ჰოდა, ეგაა, რაცაა. მეტს მივაღწევთ, როცა დავიმსახურებთ.
aleks
ქუთაისს საქართველოში ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ყავს და ნუ დააბრალებთ მათ თQვენს მარცხს. გარდა ამისა თქვენი ფეხბურთელები დაიჯერებენ რომ დღეს გულშემატკივრობის ბრალი იყო. ხვალ მსაჯის,ზეგ ამინდის...და თვითონ არაფერ შუაში არიან და ვერც შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ თავისი უსუსური თამაშიდან.
givi
ერთი ნათელი წერტილი კიდევ გორის დილა იქნება ევროტურნირებზე. ერთ საცოდაობას მაგ გუნდის შემოქმედებით ვიხილავთ კიდევ!
givi
მე პირადად ეგეთი თამაშის მაჩვენებელი გუნდის სანახავად არ მივიდოდი! დიდი მადლობა უთხარით იმ ხალხს ბატონო გია ვინც საერთოდ თქვენს თამაშზე იყო მოსული და იმ ტანჯვას, საცოდაობას უყურა რაც ტორპედომ აჩევნა ქუთაისში აჩვენა! გასვლაზე კიდევ რაც იყო მაგას საერთოდ ფეხბურთი არ ქვია მაგას.
tazo
ჩემი აზრით ტორპედოს ეს შემადგენლობა არ უნდა ჰყავდეს,მეკარემ ითამაშა,ვერაფერს იტყვი,დანარჩენმა ფეხბურთი არ უნდა ითამაშონ საერთოდ თუ ნამუსი აქვთ,დრო მაგათ აწი ვერაფერს შემატებს,ვისოლმა სტადიონზე,ბაზაზე და ა.შ. ფული დახარჯა,მაგრამ ვინმემ ხომ უნდა ითამაშოს,გუნდი ქალაქისაა და გულშემატკივრები ტორპედოს რომ ჰყავს და მის თამაშს რომ ხალხი ესწრება ისე რომელ გუნდს გულშემატკივრობენ საქართველოში?რაც აქ ხდება ხალხის შეურაცყოფაა!!!
111
ახლა გულშემატკივრებს დააბრალეთ, თქვენ ფეხბურთელები მოიკითხეთ, როგორი გყავთ! აფსუს ქუთაისი! რა ფეხბურთელები ყავს გამოზრდილი!
zangura
ეხლა გულშემატკივრებს დააბრალე. ფარჩაკი გუნდი რო გყავთ. მაგიტო არ მინდოდა ტორპედოს გასვლა ევროტურნირებზე.
luxuta
დაიწყოოო!!!!!!!!!!!!გულშემატკივრებია დამნაშავე!!!!!!!!!!!
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა